ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2014


ადამიანი

"-ანგელოზია!ღმერთო, ნახეთ რა ლამაზია!
ადამიანებს კვლავ შეგვმატა უფალმა სითბო,
-თუმცა ვუყურებ და მოკვდავის არამსგავსია
-არა,უბრალოდ ნუ უყურებ,ის უნდა იგრძნო!"


და გაიზარდე..გაიარე გზები ტიალი,
რაც მოკვდავთათვის უჩვეულო არც კი ყოფილა,
გახდი ჩვენს მსგავსად შენც უბრალოდ "ადამიანი"
ყალბმა ღიმილმა და ღალატზე ფიქრმა მოგხიბლა..


ჩვენში,ყველაში განურჩევლად,ერთი სისხლია!
ფართო თვალებით ამ ცხოვრების ტალღებს მიაპობ,
ბავშვს ანგელოზად მიგიჩნევდნენ,არც გიფიქრია,
რომ ღალატისთვის გაჩენილხარ,ადამიანო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები