ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

მატარებელი

ღამის მატარებელი სწრაფად მიჰქროდა. 
ისე ბნელოდა როგორც უმთვარო ღამეს ზანგის უკანალში.
კუპეში სამნი ისხდნენ.არ ეძინათ.სვამდნენ და საუბრობდნენ.
--აი, მაგალითად მე,--დაიწყო ერთმა. --მთელი ცხოვრება სიკეთეს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი, მიყვარდა, მჯეროდა, ვპატიობდი...და რა გამოვიდა?...აბა რა?...არაფერი...
--მე კი, --გააგრძელა მეორემ---ბოროტებებს ვჩადიოდი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, ადამიანებს ტკივილს ვაყენებდი,დავცინოდი....ვძარცვავდი, ვიპარავდი...... ერთხელ უზნეო საქციელისთვისაც კი გამასამართლეს. ოპერის თეატრში ხმამაღლა ვაკუებდი და ჰაერს ვაფუჭებდი....პრემიერა ჩავშალე!...
---ხოლო მე, --ამოიოხრა მესამემ---მე უბრალოდ ვცხოვრობდი, არც ვფიქრობდი იმაზე სიკეთე იყო ჩემი ქმედებები თუ ბოროტება....
მატარებელმა სვლა შეანელა....გაირბინა პატარა სადგურმა...სინათლეებმა , ახმაურდა რელსები....მერე მოუხვია და სვლას უმატა...
კუპეში კი ისევ სვამდნენ, აბოლებდნენ ,ოხრავდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ...
--მე ცოლი მიყვარდა ძალიან, --ყვებოდა დაბალი ხმით მესამე ---ერთხელაც მთელი კვირა არ მოსულა სახლში....წარმოგიდგენიათ?...
---მე კი ისევ სიკეთე გავაკეთე..ერთხელაც , ღამე, საქველმოქმედო საღამოდან სახლში ვბრუნდებოდი, ჰო და....
---იცით რა, --ჩაერია მეორე---ვიცი ეგ ისტორია!...მე რომ ბოროტება არ ჩამედინა, შენი სიკეთე არ შედგებოდა...მე რომ ის ქალი არ გამეძარცვა და თავი არ გამეტეხა, შენ მას ვერ იპოვნიდი ქუჩაში  გულწასულს  და სახლში ვერ წაიყვანდი....
----აჰ...ეს შენ ჩაიდინე?..გასაგებია....---თავი ჩაღუნა პირველმა და სიგარას მოუკიდა....--ოჰოოო....
---დიახაც , ვერ დაეხმარებოდი, ვერ დარჩებოდა შენთან მთელი კვირა ....მერე კი...
---ის ხომ  ჩემი ცოლი იყო...------ჩუმად ჩაილაპარაკა მესამემ .---ესე იგი მართალი ყოფილა, ქუჩაში გაგიძარცვავს..---მერე მოტრიალდა  და თითი გაიშვირა პირველისკენ......---და მან  შენთან მიღალატა....შენთან!...მე კი  ვაპატიე...მართლაც...რა საშინელებაა!...

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

კარზე კაკუნი გაისმა...
გაუღეს. კუპეში საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა. სახეზე ცინიკური ღიმილი შეჰყინვოდა, ეგრევე ჩამოჯდა და დაიწყო:
---ეჰ...რთულია ცხოვრება. აბა რას ყვებოდით სანამ გასული ვიყავი?...არავინ იცის რაა ბოროტება და რა სიკეთე?...ჰო, არაა?...
--დიახაც,--- დაეთანხმა მესამე.
პირველმა სცადა შეკამათებოდა.
მეორე ბოროტად იღიმებოდა....მოსულმა კი სევდიანად გააგრძელა..
--ჰო და...ყველა თქვენგანზე მეტი ბოროტება მე მაქვს ჩადენილი........უფრო სწორად კი....სიკეთე?...ეჰ...რა ვიცი , რა ვიცი...მგონი  დროა სიმართლე  გითხრათ
---მოგვიყევი,---- სთხოვეს დანარჩენებმა.
--მე სინამდვილეში  მატარებლის მემანქანე გახლავართ, მანამდე  გატყუებდით  .ასე უფრო საინტერესოა...----ამაყად თქვა მოსულმა.
--მერე რა? -----გაიკვირვა პირველმა--ამაში ხომ არაფერია განსაკუთრებული.
--ჰოოო?,---- ჩაიღიმა მოსულმა---, მაგრამ გააჩნია რომელი მატარებლის...დამისხამთ კიდევ? ....
----აჰააა...---თქვა მეორემ.--- მე მგონი ეს ცუდი ხუმრობაა.....არაა?..მაინც ვინ ხართ?..აკი ოპერის მომღერალიო?--და ჭიქა მიაწოდა
---იცით რა...-- თავი ასწია მოსულმა,--- არავითარი ხუმრობა. მე ამ მატარებლის მემანქანე გახლავართ...ათიოდე  წუთში ხიდზე გადავალთ..ხიდი აღარაა....ჰო და ..რა აზრი აქვს მატარებლის მართვას და თქვენს მოტყუებას?..... დავანებე თავი  და  მოვედი....აბა კიდევ დამისხით...სიგარა?...ბარემ მომიკიდეთ....ჰა-ჰა-ჰა....აი  , ასე....გმადლობთ...იმედია ერთმანეთს ყველაფერი ვაპატიეთ უკვე...
მატარებელი მიჰქროდა....ისინი კი სვამდნენ , იცინოდნენ  და დარჩენილი სიცოცხლით ტკბებოდნენ.
ყველაფერი ჯერ კარგად იყო.
ყველაფერი.......


ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები