ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2014


კოცნა

                                        კოცნა
  პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, ჩვენი საამქრო საზეიმო დემონ-
სტრაციაში მონაწილეობის მისაღებად, ქარხნის წინ შეიკრიბა.
  ნათელი, მზიანი დილა იდგა. მუშათა კლასი ამაღლებული განწყობით იყრიდა თავს დანიშნულების
ადგილზე. რამდენიმე მეგობართან ერთად განცალკევებით ვიდექი და მოახლოებული საკურსო გამ-
მოცდების შესახებ ვსაუბრობდით. ჩვენ საღამოს სწავლების განყოფილებაზე ვირიცხებოდით და ვა-
ლდებულნი ვიყავით, დღისით გვემუშავა. თუმცა, ამ ბოდიალში სწავლაც გვიჭირდა და მუშაობაც.
 
  ქუჩისკენ ზურგით ვიდექი. პირისპირ უბნის ოსტატი ზაზა მედგა, რომელიც სიგარეტს აბოლებდა
და უხალისოდ გვისმენდა. მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა:
  - იქით გაიხედე, რაღაც მინდა გთხოვო! - მან მიმართულება თითით მიჩვენა.
ზურგი ვიბრუნე.. ჩემიდან ოციოდ მეტრში. ქუჩის საპირისპირო მხარეს იდგა უმშვენიერესი გოგონა ...
არა, ადამიანის სახიერი ღვთაება. მონუსხულივით გავქვავდი და ,,კობრას პოზა” მივიღე.
  ალბათ ამ პოზაში მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, რომ არა, მეგობრების სიცილი და ზაზას შეკი-
თხვა.
  - რა მოგივიდა?
  ამაზე მეტი რა უნდა მომსვლოდა? ,,ამურმა” ათასი ისარი გულში ერთად მტყორცნა ისე, რომ მიზ-
ნისთვის არცერთი არ აუცდენია.
  - არაფერი - წავილუღლუღე გაოგნებულმა.
მან აგდებულად მკითხა:
  - ხედავ იმ გოგოს?

  შეკითხვა უადგილოდ მეჩვენა, რადგან ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მე კი არა, ალბათ მთელი ქუ-
ჩა მას მიშტერებოდა.
  ზაზამ რატომღაც ეშმაკურად ჩაიცინა და თქვა:
  - ვისაც ის გოგო აკოცებს, რესტორანს ვუკისრებ მთაწმინდაზე! ... შვიდნი ვართ და უკლებლივ გე-
პატიჟებით.
  რატომღაც ყველამ მე შემომხედა. ალბათ იმიტომ, რომ მთაწმინდაზე ქეიფი განსაკუთრებით მიყ-
ვარდა. როგორც კი ხელფას ავიღებდით, ბიჭებს მუდამ იმას ვეხვეწებოდი, მთაწმინდაზე ავიდეთ-მე-
თქი.
ნიძლავის ფორმამ არ აღმაფრთოვანა. უცნობ გოგონასთან მისვლა და კოცნის თხოვნა, არავაჟკაც-
ურ საქციელად მივიჩნიე.
  - მე რატომ? - ვთქვი დაბნეულმა.
 
  ბიჭებმა სიცილი დამაყარეს და შემაგულიანეს. კვლავ ვიუარე.
  - შენ რა, შეშინდი? - დამცინა ზაზამ.
  დაცინვა არ მესიამოვნა. გავბრაზდი კიდეც. თუმცა, ასეთი სიტუაციიდან გაცლა, საჩოთიროდ მივი-
ჩნიე, მათი ყბიდან ვერასდროს ამოვიდოდი, რადგან თავს მუდამ დონ-ჟუანად ვასაღებდი. ამიტომ გა-
მოსავლის ძიებაში, ზაზას პირობა წამოვუყენე, გოგონასთვის თვითონ მეკოცნა.
  ჩემმა ხრიკმა არ გაჭრა, განზრახვას მაშინათვე მიმიხვდა და უარი მითხრა. არადა მინდოდა გოგო-
ნას ზრდილობიანად მივსალმებოდი და მისთვის მოულოდნელად მეკოცნა. ვიდრე გონს მოეგებოდა, 
გავცლოდი.
  რადგან მოსაფიქრებლად დრო აღარ მქონდა ანგარიშმიუცემლად წარმოვთქვი:
  - ეგ, რესტორანი ცოტაა!
  ზაზა დაიბნა. ბიჭებმაც პირი დაღეს.
  - რა არის ცოტა?
  - ეგ რესტორანი!
 
  ისევ იჭექა სიცილმა. უცებ დავვეჭვდი. ზაზას შევხედე. ის ,,მამა აბრამის ბატკანივით” მშვიდად მი-
მზერდა.
  - ეგ გოგო, შენი რა არის?
  - რა უნდა იყოს? პირველად ვხედავ!
  სიტყვის დამთავრება არ დავაცალე, ღრმად ამოვისუნთქე, ზურგისკენ შევბრუნდი და გოგონას მი-
მართულებით მტკიცე ნაბიჯებით გავწიე.
  მორცხვი არ გახლდით და თანატოლ გოგონებთან თავს ლაღად ვგრძნობდი, მაგრამ რატომღაც
მცირე მღელვარება მაინც გამომყვა. პირისპირ დავუდექი და მივესალმე.
  მან თავით-ფეხამდე გულდასმით შემათვალიერა. ალბათ ჩემში ნაცნობს ეძებდა. თუმცა რას მიც-
ნობდა? ჩვენ ხომ ერთმანეთს პირველად ვხედავდით.
  უკანასკნელი ძალის მოკრება დამჭირდა იმისთვის, რომ მორცხვად მეკითხა:
  - აქ, რას აკეთებთ?

  ცისფერი თვალები გაუფართოვდა:
  - კი, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით? - მითხრა თავაზიანად.
  ასეთმა კეთილგანწყობამ სითამამე შემმატა:
  - მილიციელი! - ვუთხარი მოგუდული ხმით - ჩემს მოვალეობას, ვასრულებ.
  გაბრაზდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა და გამიღიმა. ღიმილში სითბო შევნიშნე.
  - გამაგებინეთ, რა გნებავთ?
  ჩავთვალე, რომ შესაფერისი მომენტი დადგა. მეც გავუღიმე და თითქმის ჩურჩულით წარმოვთქვი:
  - თუ შეიძლება, მაკოცეთ!
  სახეზე ცეცხლი მომედო. ტანზე სისველე ვიგრძენი ...
  დუმილი დიდხანს გაგრძელდა. მეგონა თავს რისხვა დამატყდებოდა, მაგრამ მის თვალებში საოც- 
რად ტკივილიანი მზერა გამოკრთა. ვერ გავუძელი და თავი დავხარე.
  - რატომ გაკოცოთ? - მკითხა მთრთოლვარე ხმით.
  მხრები ავიჩეჩე. გავათვითცნობიერე, რომ სანაძლეო წავაგე. მოჩვენებითი რომანტიზმის აბსურდუ-
ლობა მთლიანად გავიაზრე. თუმცა, გაბრძოლება ვცადე. სურვილი გამიჩნდა, თვითონ მეკოცნა მისთ-
ვის, მაგრამ ამ მზაკვრული ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი. მის ტკივილიან მზერას ვერ გადავაბი-
ჯე.
 
  უხმოდ შევბრუნდი და წასვლა დავაპირე.
  - რად გინდა ეს კოცნა? - მკითხა ჩურჩულით.
მომიახლოვდა და წინ დამიდგა. თვალებში შევხედე, ისევ დავიჭირე ნაღვლიანი მზერა. რა აბსურდ-
ული იყო ის სიმართლე, რომელიც მისთვის უნდა მეთქვა:
  - ნიძლავის გამო - ვუთხარი სიმართლე.
  თვალები დავხუჭე. თავი შემზიზღდა ... მოულოდნელად არამიწიერი სიმსუქე ვიგრძენი. ლოყაზე
ცეცხლი მომედო ... თვალის გახელისა შემრცხვა.
  - აჰა, წაუღე ,,სიკვდილის კოცნა!” - ჩამესმა ყურში - ზაზას უთხარი, რომ მეზიზღება.
  ... მზე გაფერმკრთალდა, გაიცრიცა და ჩაქრა ...
  ... მზე ჩაქრა ...
  - ნაძირალა ხარ! - ვუთხარი ზაზას.
  - შენ კი, უტვინო! - მომიგო ღიმილით.
  მუშტი მოვიქნიე და მთელი ძალით ცხვირ-პირში ვუთავაზე. ის წატორტმანდა და გაზონზე გაიშხ-
ლართა.
  შემოვბრუნდი, რათა გოგონასთან მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა ...
  სიცივე ვიგრძენი, სუსხიანი ზამთრის სიცივე ... გაზაფხული სულში თოვლივით ჩამადნა.
 
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები