ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2014


L’appétit vient en mangeant

მსურს, რომ ფინჯან ყავასთან გესაუბრო tete-a-tete-
მზად ვარ შენგან მივიღო ქებაცა და კრიტიკაც,
მაგრამ დასაწყისშივე ერთ რამეზე შევთანხმდეთ,
რომ ჩემს პოეზიაზე არ დაგცდება კრინტიც კი.
მსურს, რომ ფინჯან ყავასთან გესაუბრო vis-a-vis
ცხელი ჩაიც არ გვაწყენს, მე ვგულისხმობ პიტნიანს...
სანამ გამოიღვიძებს სიზმრად მყოფი ვეზუვი,
უპრიანი იქნება, რომ გადავსახლდეთ ეტნასთან,
სადაც ნაკლებ აწუხებთ აჰასფერის სინდრომი,
სადაც თუ გსურს იპოვო, ადექი და ეძიე!
მე კი ცრუმ და უგნურმა ძებნა არ მოვინდომე,
მთელი ჩემი ცხოვრება მოკლე ანამნეზია.
მსურს, რომ ფინჯან ყავასთან გესაუბრო ხმადაბლა,
შენს უბიწო სხეულში მხოლოდ სული თუა შინ?!
შეგახსენებ უთუოდ, რომ იტყოდა ფ. რაბლე :
"მადა ჭამაში მოდის".- სადღაც "გარგანტუაში"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები