ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2014


წითელი ქალაქი

            წითელი ქალაქი
                   
                      ,,ნანგრევებადქცეულ ქალაქში, დედას
                    უფროსი შვილის ცხედარი, ყინვაში, ფან-
                    ჯრის რაფაზე დაედო, რათა არ გაფუჭებუ-
                    ლიყო და უმცროს შვილს უზოგავდა, ში-
                    მშილისაგან რომ ეხსნა."
                                          ავტორი.

ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი,
ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი,
ცრემლშემშრალ სიცოცხლეს, უმზერდა ,,აფთარი,”
შიმშილი, დამფრთხალი და სასომიხდილი.
სიცოცხლეს არ ჰქონდა სიკვდილის ატანა,
იმედი ნამცეცებს მზრუნველად კენკავდა,
თავის წილს ითხოვდა ყოველდღე სატანა,
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა.
ვირთხები არ ჭამოთ, ჰკიოდა ცენზურა,
კატების ,,წვნიანი” ოცნებად შემორჩა,
ძაღლები არ ყეფდნენ, არ ფრენდა ბეღურა,
ფსიქოზმა ქალაქი სრულიად შებოჭა.
ყინვაში ანგელოზს რაფაზე ,,ეძინა,”
შიმშილი სიცოცხლეს ნაჭრებად ზომავდა,
დედიკოს მუხლებზე თოჯინა ეწვინა,
თოთო ხორცს შვილისთვის მომჭირნედ ზოგავდა.
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა,
სატანა კი არა, ადამი შეშლილი,
სიცოცხლე დელგმაში ჯიუტად ფეთქავდა,
,,სამოთხის ბაღიდან” ჯოჯოხეთს დევნილი.

                              05. 02. 14. წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები