ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


ერთი შეკითხვა

        ერთი შეკითხვა

                      ,,მარნისპირას ,,ბღავის” ბალი,
                      ვაი, ჩვენი თავის ბრალი.”
                                    ფრთიანი გამონათქვამი.

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენე მეფე დავითი,
მუხლი მოვდრიკე, დავიჩოქე, ვემთხვიე საფლავს,
წინაპრის სისხლი ამიჩქროლდა ძარღვში, ავხირდი,
როდის ,,ჩამოფქვავს” გონებაში კითხვები საფქვავს.
პირადი მტრები რატომ გასვა გასანთლულ ძელზე?
დავითმა რატომ გაიმეტა სიცოცხლე მოყვრის,
კაცნი ვართ ყველა მეტნაკლებად და ცოდვა ერთხელ,
ამ ქვეყნად ზოგჯერ უნებლიედ ვის აღარ მოსდის.
მაგრამ მომიგო კურთხეულმა წინაპრის სულმა,
მკლავის ქნევაში ნაბიჯ-ნაბიჯ ჭედავდა მერმისს,
მას პირადული არ ჰქონია სიცოცხლე თუნდაც,
მისი პირადი მტერი იყო, მამულის მტერი ...
რადგან ასეა, იყოს ასე, დე, იყოს ასე!
ძარღვში დამდგარი სისხლი ყეფდეს, უღრენდეს მიზანს, 
გენი ქართული, აქოჩრილი, წყურვილით სავსე,
რომ ,,უქარქაშო-ქარქაშიდან” ხმალს ამოზიდავს.
--------------------------------------------------------------------
და ისევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ და თუნდაც ერთხელ,
პირადი მტერი, კვლავ იქნება მამულის მტერი.

                                08. 02. 14. წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები