ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2014


სათაური

შენს სხეულს ლექსის სურნელი ასდის,
ნუ შიშობ, უსმინე გულის ხმას და კუთვნილ
სუნთქვასთან ახლოს დავკარგავ მანძილს:
დრაკონი (ზღაპრიდან) - გოგონას ტატუთი.

აი ეს არის ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა:
შენი გრავიურა (პორტრეტი) - მამკობდეს...
და მ უ ზ ა - მარტოს - თუკი მერევა,
არა ვარ ქურდი, თუ შენ გპარავ ამ სტროფებს!

ასეც ყვარობენ... შენ და საყურე,
უხდებით: როგორც ამ თავნება ფებრუას,
ისე ერთმანეთს, - ხიბლით აპურებთ
(როგორც მე), ამ ლექსსაც კვლავ შენი გემო აქვს...

მასწავლე გზა და სულ ცდუნებით შევხარი:
გზას - ნეკერჩხლებიანს... მოხუცი მარიგებს:
"იცოდე, დაგღუპავს მაგ გზაზე ეგ გქალი!
ისე რომ გზას და კვალს ვერავინ გაიგებს."





პ.ს. არ მიყვარხარ! ისე შემომეწერა :)
თაყვანისმცემლებმა რომ არ მცემონ, ეს "პ. ს."-ი ამისთვის! :დ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები