ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2014


სხვიტორის წისქვილი

სხვიტორის წისქვილი

სხვიტორის წისქვილს
ყრმა აკაკის მუზები ახსოვს
და მოგონებას სევდიანი ტკივილი
ათოვს.
ბარდნის და ბარდნის უსაშველოდ
ჰყინავს და სცივა,
ნუთუ გაზრდილი ცოდვის გამო
გამზრდელთან მივა?
ასე ყოფილა წინაპართა ადათი
ოდით,
მოძღვრის წინაშე
მუხლმოყრილი წარდგომა ცოდვით.
ფიქრი ფიქრს მისდევს,
,,ლურჯას” თქარუნს აყოლებს რიტმებს
და მეწისქვილე დინჯად ჰყვება
წუხანდელ სიზმრებს,
არაყს დაისხამს გადახუხავს,
მიაწვდის სტუმარს,
მიჩხრიკ-მოჩხრიკავს იფნის ჯოხით
გამომქრალ ბუხარს,
ცეცხლთან მიმჯდარი
მხიარულად ჩამოჰკრავს
ჩანგურს,
პურსაც გატეხავს
ღადარაში გამომცხვარ ,,ზანდურს.”
- ეჰ! იტყვის სევდით,
მიგანიშნებს თითით ჯორკოზე,
აკაკის ყრმობის დროინდელზე,
მოჭრილს ,,კორტოხზე,”
აქ, კალმით ხელში,
ბუხრის პირას იჯდაო იგი,
სიმინდით სავსე ,,ტომრიანთა”
იდგაო რიგი,
ბავშვის თვალები უზერდაო
ციმციმა სანთელს,
გაფერმკრთალებულ ფურცლებზედა
სწერდაო ,,გამზრდელს”....
სხვიტორის წისქვილს,
ყრმა აკაკის მუზები ახსოვს,
ჩემს მოგონებას, სევდიანი ტკივილი
ათოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები