ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


somebody that i used to know

პილიგრიმული მონაცვლეობით გდიე კირხემდე,
როცა დავტოვე მისგითები, მერე პაგოდა...
ოსანნა! მსურს, რომ იხარებდე ანუ ილხენდე,
მგოსანი მქვია, მივიწყებულ ლოცვას ვაბოდებ:
ღმერთო მაღალო, სხეულითურთ ვიდრე ვივლიდე,
შემოსე სული საფარველით ანუ სიკეთით...
სელევკიიდან ტარსოსამდე ვივლი-ივლიტა,
შენ მოსე სრულად დაიფარე, ზღვები მიკვეთე,
შენ, ღმერთო ჩემო, დაემდურე ყველა ეშაფოტს,
შენთან მოსული არ გაუშვა მევიოლინე...
დამიხვდი, 3 დღე და ღამე, როგორც ვეშაპი,
მიმიღე, როგორც ნინევეში, მე ვარ იონა.
ჩამირთე მაღალ სიხშირეზე ძველი რადიო,
სადაც მოვუსმენ უმოცartოდ სულთა რექვიემს...
ნუ განიკითხავ არიადნეს, ეშმაკს, სტრადივარს,
ნუ განიკითხავ, ნუ, უფალო, ჯერ გაერკვიე,
მგოსანი მქვია, მივიწყებულს ლოცვას ვაბოდებ,
ოსანნა! მსურს, რომ იხარებდე ანუ ილხენდე...
მე ჯერ დავტოვე მისგითები, მერე პაგოდა
და პენელოპეს ერთგულებით გდიე კირხემდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები