 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 17 თებერვალი, 2014 |
რა მისი ბრალი იყო, ასე რომ აიწოწა , არც რამე განსაკუთრებულს ჭამდა და არც რამეს სხვანაირს სვამდა. მაღალი მაღალს გააჩნია... "ნაუშნიკები" ჯიბიდან ყურამდე რომ აღარ მიწვდა, ბიჭებმა "ტრაინიკა" შეარქვეს.... ( არც "შტეფსელა" და არც "ტარაპონკა" , იმენნა "ტრაინიკა"...)
გრძელი იყო , ისეთი, თბილისში წაქცეული , ქუთაისში რო ადგება და პირიქით... დედამისი ბაზრობაზე მისთვის ჩუსტის საყიდლად მისულა: --- ბავშვისთვის მინდაო. ---- რამხელაა ბავშვი და რა ზომაო?---უკითხავთ --- 14 წლისაა, ჩუსტი მინდა, ასე 45 ზომისაო. ---ქალბატონო, ეგაა მერე ბავშვიო? ბავშვი გამიგია მე 35 ფეხის ზომითო.
ბოტასი ეცვა, ძირზე "სოროკპასლედნიი " ეწერა ზომა, და ჯინსი, სულ მუდამ წვივზე ამოკანჭალებული. ყიდვიდან მუდამ სამ კვირაში უპატარავდებოდა ... მერე ჩიყვი აღმოაჩნდა, ფარისებრი ჯირკვალი სიმაღლეს ვერ გაყვაო...ერთხანს წამლებზე დასვეს... ...და კალცი ბლომადო, ძვლის სტრუქტურაო თუ რაღაც... ძველშუამთაში, სანთლის ასანთებად შესულმა , სამჯერ რომ მიარტყა თავი დაბალ ნიშას და სამივეჯერ შუბლი გაიტეხა, მეტად ეკლესიაში აღარც შესულა... გოგო შეუყვარდა, ნამეტნავად, ქამრის ბალთამდე წვდებოდა, ამოიღლიავებდა და ისე დადიოდნენ... გოგოსაც უყვარდა, ალბათ ნამეტნავად.... საბანში ფეხები გარეთ ეწყო სულ, არ წვდებოდა...
ყველაზე მეტად მაინც "ტრაინიკა" სწყინდა, იმენნა "ტრაინიკა"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. raga iumori da guli damewva :/ raga iumori da guli damewva :/
21. ბუდულ, პირდაპირ 5. ბუდულ, პირდაპირ 5.
20. ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:))))))))) ძმაკაცი მყავს ერთი,პაპამისს ბაკლაშკა ერქვა,მეტრაოცი იყო ნახტომში,ხოდა ჩვენც ბაკლაშკას ვეძახდით ამას,არადა 2 მეტრამდეა,ერთხელ მეორე ძმაკაცის დედამ უთხრა:-შვილო,შენ ბაკლაშკა კი არა თერმოსა უნდა გერქვასო:DDDDDD ისე ტრაინიკაც მოუხდებოდა.. ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:))))))))) ძმაკაცი მყავს ერთი,პაპამისს ბაკლაშკა ერქვა,მეტრაოცი იყო ნახტომში,ხოდა ჩვენც ბაკლაშკას ვეძახდით ამას,არადა 2 მეტრამდეა,ერთხელ მეორე ძმაკაცის დედამ უთხრა:-შვილო,შენ ბაკლაშკა კი არა თერმოსა უნდა გერქვასო:DDDDDD ისე ტრაინიკაც მოუხდებოდა..
19. ტრაინიკა :D ++ ტრაინიკა :D ++
17. მშვენიერი იუმორისტულია! მშვენიერი იუმორისტულია!
16. მადლობა ყველას ვინც წაიკითხა ან წაიკითხავს:) მადლობა ყველას ვინც წაიკითხა ან წაიკითხავს:)
15. სახელმა გამახალისა და ასე ჩავედი ბოლომდე. ++ სახელმა გამახალისა და ასე ჩავედი ბოლომდე. ++
14. ე რა კარგი ტრაინიკაა კაცოუ :* ე რა კარგი ტრაინიკაა კაცოუ :*
13. ვტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:5 ეს რა კარგი ტრაინიკა მოგვიტანე ბუდულა. ძალიან მომეწონა.:) ვტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება:5 ეს რა კარგი ტრაინიკა მოგვიტანე ბუდულა. ძალიან მომეწონა.:)
12. ტრაინიკამაც მადლობაო:)))) ტრაინიკამაც მადლობაო:))))
11. გამაღიმა..ერთი სტუდენტობისდროინდელი ნაცნობი ბიჭი გამახსენდა-შესვენების დროს,როცა ყველა დერეფანში გამოეფინებოდა-ეს ბიჭი ყველა მხრიდან ჩანდა,ზევიდან გადაჰყურებდა ყველას..გოგო შეუყვარდა და ცოლად შეირთო,წელამდე სწვდებოდა.ფეხმძიმე ცოლთან ერთად მოყინულ ქუჩაში რომ მოდიოდა,უფრთხილდებოდა,,ამოიიღლიავებდა და ისე დაჰყავდა...სახელიც შესაფერისი ერქვა-ამირანი; ჩემი სიპათია,, ტრაინიკას” და მის ავტორს + + გამაღიმა..ერთი სტუდენტობისდროინდელი ნაცნობი ბიჭი გამახსენდა-შესვენების დროს,როცა ყველა დერეფანში გამოეფინებოდა-ეს ბიჭი ყველა მხრიდან ჩანდა,ზევიდან გადაჰყურებდა ყველას..გოგო შეუყვარდა და ცოლად შეირთო,წელამდე სწვდებოდა.ფეხმძიმე ცოლთან ერთად მოყინულ ქუჩაში რომ მოდიოდა,უფრთხილდებოდა,,ამოიიღლიავებდა და ისე დაჰყავდა...სახელიც შესაფერისი ერქვა-ამირანი; ჩემი სიპათია,, ტრაინიკას” და მის ავტორს + +
10. სასიმოვნო გიმილის როგადაჰფენს ადამიანს ისეთია++++ სასიმოვნო გიმილის როგადაჰფენს ადამიანს ისეთია++++
9. სასაცილოა. + სასაცილოა. +
8. საწყალი ტრაინიკა. საწყალი ტრაინიკა.
6. ზუსტად მაგ ასაკშია ახლა ტრაინიკა:)) დაახლოებით 15 წლის ასაკში იზრდებიან ბიჭები:) მოგიკითხეთ თამარ! ზუსტად მაგ ასაკშია ახლა ტრაინიკა:)) დაახლოებით 15 წლის ასაკში იზრდებიან ბიჭები:) მოგიკითხეთ თამარ!
5. ერთი სტუდენტი მყავდა. ეს გოგო ზაფხულში დასასვენებლად წავიდა 1 თვით. მასზე უმცროსი ძმა ჰყავდა, ნორმალური სიმაღლის ბიჭი. მაია რომ სოფლიდან ჩამოვიდა, ძმა სადგურში დახვდა. ჯერ თურმე ის გაუკვირდა, რაზეა ეს ბიჭი შემხტარი, თითქოს არაფერი მოგორავს და რამსიმაღლე ჩანსო... და ახლოს რომ მოვიდა, მაიკო კინაღამ გაგიჟებულა, - მამუკამ ერთ თვეში 30 სმ მოიმატა სიმაღლეშიო... :)))
ეს ამბავი გამახსენა შენმა იუმორისტულმა მოთხრობამ. :) ერთი სტუდენტი მყავდა. ეს გოგო ზაფხულში დასასვენებლად წავიდა 1 თვით. მასზე უმცროსი ძმა ჰყავდა, ნორმალური სიმაღლის ბიჭი. მაია რომ სოფლიდან ჩამოვიდა, ძმა სადგურში დახვდა. ჯერ თურმე ის გაუკვირდა, რაზეა ეს ბიჭი შემხტარი, თითქოს არაფერი მოგორავს და რამსიმაღლე ჩანსო... და ახლოს რომ მოვიდა, მაიკო კინაღამ გაგიჟებულა, - მამუკამ ერთ თვეში 30 სმ მოიმატა სიმაღლეშიო... :)))
ეს ამბავი გამახსენა შენმა იუმორისტულმა მოთხრობამ. :)
4. ყველაზე მეტად მაინც "ტრაინიკა" სწყინდა, იმენნა "ტრაინიკა" :) ++
ყველაზე მეტად მაინც "ტრაინიკა" სწყინდა, იმენნა "ტრაინიკა" :) ++
2. მადლობა :DDD
მადლობა :DDD
1. კარგი იყო...5 კარგად ვიხალისე...:)) მომეწონა "ტრაინიკა"...:-* კარგი იყო...5 კარგად ვიხალისე...:)) მომეწონა "ტრაინიკა"...:-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|