ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


მინიატურული ლექსები და პალინდრომები

  მინიატურე ლექსები
  . . .
კიდევ კარგი,
ჩვენში არ ბინადრობს
ვეფხვი! ... …
რა მოაშთობდა,
უსიყვარულოდ.
------------------------------
  . . .
ერთიც არ დარჩა ...
ანკარა ჯილედან,
მუზები
პეშვით ამოვხაპე,
როდის შემოვა ქარავანი
ჯილეში ისევ.
---------------------------------
  . . .
ცა არის მშვიდი,
მუხის ჩრდილში
ყურს ვუგდებ ბულბულს,
მესკია-ჩიტი
გუბურაში ისწორებს ბუმბულს.
------------------------------
    . . .
მზე სოხუმისა,
მხოლოდ შენი ნაღდად არ არის,
ეს მზე ჩვენია, მხოლოდ ჩვენი,
სხვისი არავის,
ჩემი და შენი, ჯიმა აფსუ,
ერთი ვარამის.
----------------------------------
  . . .
აღიარება,
სულის განწმენდის,
უებარი საშუალებაა.
-----------------------------------
 
  პალინდრომები ,,იაზე”
 
    რომელია
აი ლემორ
ილუსია!
აი სული,
რომელია?
-----------------------------------
  . . .
აი იმას,
სამი ია! 
----------------------------------
  სიცილი
არა როგორ იცი?
ოხო-ხო, იჰი-ჰი,
იჰი-ჰი, ოხ-ოხო! ...
იცი, როგორ არა!
----------------------------------------

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები