ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2014


ასე მოვედი შენამდე

ცისფერი ოცნების ზღვები გადავცურე,
ვარსკვლავთა ფარდაში გრძნობები დავხატე,
წარსულის ცრემლები ნაკადულს ვაჩუქე,
მზის სხივთა აჩრდილში ფიქრები გავფანტე...
წვიმაში ვიცეკვე შიშველი ფეხებით,
წვეთების სისველე შეეხო ჩემს ტუჩებს,
გედების ქათქათა ფრთების ქვეშ ვიძინე,
ვარდის სურნელი დიოდათ სხეულებს.
მარგალიტს აბნევდა წვიმა ხის ფოთლებზე,
ცაზე ცისარტყელა მშვიდობას სახავდა,
ცვიოდა ატმის ხის თეთრი ყვავილები,
მინდვრის პირს უნაზეს ფერებად ქარგავდა.
პეპლებთან ერთად ყაყაჩოს ვესტუმრე,
მის წითელ სამოსელს შევეხე თითებით,
ჰანგები შევურთე ბნელ ღამის სიჩუმეს,
მე თვითონ შევქმენი ფერადი სიზმრები...
ბოლოს კი ფიქრებმა შენკენ გამომწიეს,
დაღლილი არსებით შენს თვალწინ წარვსდექი,
ჩვენი სიყვარული უფალმა დალოცა,
ზეცაში გაისმა გუგუნი ზარების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები