ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2014


აპათია...


როდესაც დილას, ჩვეულებრივ, ფერი აქვს რუხი
და გათენებაც, უჩვეულოდ, ფანჯრიდან არ ჩანს…
ცოტაც და... ქუჩა იმ ქვაბივით დაიწყებს დუღილს,
დიასახლისს რომ სიჩქარეში ქურაზე დარჩა...

და შენ კი ისევ საწოლიდან აგრძელებ ლოდინს,
როდის ამოვა მზე, რომელიც ჩაყლაპა მთებმა...
და, საბნის ნაცვლად, გაფარია სლიპინა ლოდი
და სახლიც მძიმედ, ქვის უსისხლო სიცივით თბება,

აზრი არა აქვს, ადგები თუ იწვები კვლავაც,
ან თუ ადგები, აღარაფერს აპირებ მაინც.
ისე, უბრალოდ, ჩვევის გამო აწვალებ კალამს,
რომ გადაკარგო სიტყვებს შორის შეგრძნების წამიც...

მერე ვიღაცა ტელეფონით გახსენებს იმას,
რომ რაღაცისთვის არსებობ და რაღაცას უცდი.
დგები და ფილტვებს უკანასკნელ სიგარეტს სწირავ
და გათენებაც ახალ, მორიგ ჩასუნთქვას უდრის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები