ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2014


სიზმარი

    სიზმარი

ვნახე ,,ლურჯა ცხენები," მგლოვიარე ფერები,
თმაგაშლილი გრძნეული, ჩემი სული ეული,
სისხლიანი ნაპირი, მომღიმარი ვამპირი,
შავი ვარდის ფურცლები, ბანჯგვლიანი მუცლები,
ჯოჯოხეთის ,,ფორუმი," ეშმაკების ,,ხორუმი,"
მოგიზგიზე კოცონი და ჭინკები მომცრონი,
სანატრელი ზმანება, გადამექცა ვაებად,
ოფლის მძიმე წვეთებით, ქვაზე თავისხეთქებით,
არეული გუნებით, ნეტარების ცდუნებით,
მივეახლე სატანას, რადგან წერით ატანას,
წილი ჰქონდა ნაყარი, სულიც იყო საპყარი.
ლოცვის ნაცვლად ბოდვებით, ამქვეყნიურ ცოდვებით
წარვდექ, როგორც წყეული, ცახცახებდა სხეული.
არა მყავდა მსაჯული, ჩემნაირი ტანჯული.
შიშმა ხელი დამრია და გრძნობები არია.
მყისიერად განათდა, გაიპარა ,,საღათა,"
გაქრა შავი სიზმარი, გული მკერდზე მიმხმარი
აჩქროლდა და აზვირთდა, სული ისევ ატირდა.
ღმერთო! ნუღარ მანახებ, ჯოჯოხეთის სანახებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები