ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


ომი და ციცინათელების სამარხი...

დღეს, ცეცხლის ენები ქვესკნელში ჩაყვება ლუციფერს.
გოგონა აგროვებს ნაპირზე კენჭებს და ნიჟარებს.
ზღვა მოჰგავს სამყაროს ბობოქარს, შეშლილს და ნაცრისფერს.
მოგება-წაგებას გვამების სიმრავლით სინჯავენ.

გოგონა თამაშობს, ის სულაც არ არის თავნება,
უბრალოდ მარტოა და ომი სამყაროს აშორებს.
აქ, ახლა ყველა დღე სიკვდილის ლოდინში ღამდება.
ძაღლები ყმუილით, სამყაროს დასასრულს ამცნობენ.

შიშველი კედლები გლოვობენ დაკარგულ პატრონებს.
ბავშვების თვალებით ციცინათელების ნათება,
კანფეტის კოლოფში წარსულის არომატს აგროვებს
სიზმრებად, რომელშიც დედა არ მოენატრება.

როდესაც ომია, შიში ჰგავს უგულო მეგობარს.
სიყალბეს ყიდიან ტყუილით ნაჭედი ზარდახშით.
ბავშვების თვალების ნათება, ერთ ღამეს ეყოფა...
და ომი დამარხავთ ციცინათელების სამარხში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები