 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 20 თებერვალი, 2014 |
სცენიდან პირდაპირ საგრიმიოროში შევიდა, სარკეში ზიზღით ჩაიხედა, ონკანთან მივიდა, სახე ჩამოიბანა. ვულგარული ტანსაცმელი გამოიცვალა. ყოველთვის ერთი სული აქვს ამ შენობიდან მალე გავიდეს. ვერა და ვერ შეეგუა,სული ეხუთება, გულისრევის შეგრძნება აქვს.... სიამოვნებით დაახრჩობდა საკუთარ თავს სცენაზე... სახე მეორედაც ჩამოირეცხა, ნაზი მაკიაჟი გადაისვა , სუნამო იპკურა...ფული ჩანთაში ჩაკუჭა... ტაქსი გამოიძახა,ჩქარა, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეს სახლში, შვილი ელოდება, ნასტია. იქნებ დაძინებამდე მიუსწროს, ხვალ დილით გოგონას სასეირნოდ წასვლას შეპირდა.რაც აქ ჩამოვიდნენ, ჯერ ზოოპარკშიც არ წაუყვანია. ამ ქონიანი კაცებისგან განსხვავებით, მისგან ისიც კი უხარია, როცა ეუბნება: --რა ლამაზი ხარ , დედა! ნასტიაც ხომ ულამაზესია, ხანდახან ესეც კი უკლავს გულს ... მასთან არ თამაშობს , მასთან ნიღაბი არ უკეთია... ...და როცა ნასტია დაიძინებს და დაღლილს თვითონაც დაეძინება, სიზმარში აუცილებლად დაახრჩობს საკუთარ თავს სცენაზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სათაური და შინაარსი შეუთავსებელია. თუ მოცეკვავეა ,ხელოვანი ყოფილა და რას ვერჩით ? სათაური და შინაარსი შეუთავსებელია. თუ მოცეკვავეა ,ხელოვანი ყოფილა და რას ვერჩით ?
6. საინტერესოა. ეს პატარა მოთხრობა, მთელი ფილოსოფიაა. ადამიანის ხასიათის კარგი დანახვა. ++ საინტერესოა. ეს პატარა მოთხრობა, მთელი ფილოსოფიაა. ადამიანის ხასიათის კარგი დანახვა. ++
5. მასთან არ თამაშობს , მასთან ნიღაბი არ უკეთია... :) +++++ მასთან არ თამაშობს , მასთან ნიღაბი არ უკეთია... :) +++++
4. მადლობა წაკითხვისა და შეფასებისათვის მადლობა წაკითხვისა და შეფასებისათვის
2. :( კარგია! მოაქვს ემოცია :( კარგია! მოაქვს ემოცია
1. მართლა კარგია ++++ მართლა კარგია ++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|