ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


დედა

      დედა
            ვუძღვნი დედაჩემის
            ნათელ ხსოვნას.
                        ავტორი
 
  უსუსურობის შეგრძნებამ დაადარდიანა ...
  მფარველმა ანგელოზმა ფრთები აიკეცა,
  უკანასკნელად შეავლო თვალი
  სანთელივით ფერმიხდილ სახეს ...
  იმ იმედით გაფრინდა,
  რომ სიკვდილისგან სხვას დაიფარავდა ...
  სასთუმალთან სიკვდილი ჩამოჯდა.
  მზერა გააყოლა ანგელოზს -
  როდემდეო? - გაიფიქრა და მომაკვდავს
  დახედა ...
  უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
  პატარა ფერიას,
  საწოლთან მუხლმოყრილი დედა,
  ცრემლებით სავსე თვალებით უღიმოდა.
  ასეთი ,,იდილია,” სიამოვნებას ჰგვრიდა,
  სიკვდილი იყო და სხვაგვარად არ შეეძლო.
  თუმცა, სანთლად ანთებული დედის არამიწიერი ტკივილი,
  აქამდე არასდროს ეხილა ...
  როგორ შეძლებიათ ადამიანებს სიყვარული ...
  ... ,,შავი მანტია” მხარზე აიკეცა ...
  გაუკვირდა,
  ანგელოზი უკან მობრუნებულიყო,
  დედაბოძზე შემომჯდარი ნაღვლიანად უმზერდა.
  მცირე ხნით იორჭოფა ...
  ზურგი იბრუნა და სახლიდან გავიდა.
  მფარველი ანგელოზი სასთუმალთან ჩამოჯდა.
  ნათელი დაადგა დედას ...
  ბავშვის ღიმილით გაცისკროვნებული ღვთიური
  ნათელი.
  სიხარულმა ცრემლებში ჰპოვა შვება.
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები