ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2014


ნოსტალგია ანუ პოემა ფულზე

ნოსტალგია ანუ პოემა
ფულზე

წლები გადიან!
ტაატით მიირწევა დრო
წარმავალი
და ეპოქები
ქარავანივით მიჰყვებიან მარადისობას,
ცდუნება,
როგორც ქვეწარმავალი,
სულს კარტის გაშლით შესთხოვს
მისნობას,
სანაცვლოდ უნდა ერთი გროში,
თუნდაც გახვრეტილი,
კონკიას ქოში
და რწმენას შეწირული სიცოცხლე
დახვრეტილი!
ფულში გაყიდული სინდისი,
ქალი-ყირმიზი,
,,მშვენიერი,"
მაგრამ საზიზღარი ცხოვრება,
მხოლოდ,
ამქვეყნიური ცხონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები