ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


აპოკატასტასისი

    აპოკატასტასისი
          ,,ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.”
                                (1.კორინთ. 15; 28)
არ გამიგია,
დაიხუნძლა სხეული ისე,
დამწიფებული ნაყოფიდან სიდამპლე ჟონავს,
იპოსტასური, არ ყოფილა სიკეთე თურმე ...
რატომ მეგონა?! ...
მე შემომაცვდა მარადისობა
სხეულზე, როგორც ნედლი ბლის ქერქი,
ნუთუ ,,იყო და არა იყო რა,”
ჩემს გაჩენაში ნეტარი ღმერთი!
არ გამიგია! ...
ზეზეულად რომ ჩამოჭკნა ჩემი სხეული
და ველოდები ვინ მოწყვიტავს, გემრიელ ნაყოფს,
სული ჯოჯოხეთს უთვისტომოდ გამომწყვდეული,
მაინც შეჰხარის ნეტარებით ცოდვიან აწმყოს ...
რატომ მეგონა?! …




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები