ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2014


სად ეხეტები

                  სად  ეხეტები

შენ ალბათ შორს ხარ, ძალიან შორს,
ხატავ ნაკვალევს,
მიგაქვს ბილიკი ფაფუკ თოვლზე -
ციცქნა ფეხებით,
ვფიქრობ და მართლა ვერ გავიგე,
რატომ მაწვალებ
და სად წახვედი, უჩემგულოდ, -
სად ეხეტები.

მალე გადნება ეს თოვლი და
მაგ შენს ნაკვალევს,
გულში ჩაიკრავს ის ბილიკი, -
სადაც გივლია,
მაგრამ არ ვიცი ეს გრძნობები
ვის დავუმალო,
რომელიც ასე გაგითელავს,
გადაგივლია...

17. 06. 2013



ესეიგი შეგიყვარდა

როცა გრძნობ, რომ აღარა გაქვს ძალა,
სნეულიც ხარ, ცოცხალიც და მკვდარიც,
თან ფხიზელი, თან მთვრალიც ხარ ოდნავ,
მოწყალეც ხარ, მხიარულიც, ავიც.

აღარ გახსოვს არაფერი ქვეყნად,
გიტრიალებს თავში მხოლოდ ერთი,
ხარ ბოროტიც, კეთილიც და ზოგჯერ -
მოწყენილიც, მხიარულიც, მეტიც,

თუკი შხამი გეჩვენება თაფლად,
ეჭვის ჭია გიღრღნის გულის ფიცარს,
ფიქრობ, ფიქრობ, და ვერც ფიქრობ, უკვე
ტყუილისაც გჯერა, სიმართლისაც.

ავხორცივით ხეტიალობ, სვე-ბედს
ემდური და ვერ ერევი გრძნობებს, -
ესეიგი, შეგიყვარდა ვიღაც,
რომლისთვისაც უკვე მზად ხარ მოკვდე.

14. 06. 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს