ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2014


ვერ დავატიე

მე მქონდა ხილვა თეთრი სპილოსი,
იდგა მაისი, პირ-სავსე მთვარით...
ჯერ დაგიღვარე ფერხთით ნილოსი
და მერე დინჯად მთიები ვთვალეთ.
მძაფრი სურნელი ჰქონდა ალიონს,
როცა შენს თმაში შემეკრა სუნთქვა...
შევედრებოდი თვით პიგმალიონს,
რომ შეუყვარდა ქანდაკი-გულქვა,
მაგრამ ძვირფასო, მე ვერ შევძელი,
ეს ვნება ქვაში ვერ დავატიე...
მე დიადემას გიწნავ ენძელის
და სულ ერთია მზეც, გალატეაც
და, ჩემო კარგო, მესულერთება
მაისიც, მთვარეც და ყველა ლექსიც,
მე მიყვარს შენით გასულელება,
მე მიყვარს ცურვა ან მხრებზე შესმით,
როდესაც მშვიდად მომყვები მზისკენ,
სულერთი არის მზეც, გალატეაც;
როცა ენძელით სარეცელს გიფსკვნი,
ეს ვნება ქვაში ვერ დავატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს