ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2014


მამაჩვენო

მონებს ვგავართ (რაღა ვგავართ...) მამონისას, მამაჩვენო,
ცათა შინა მიმავალი გზა არსაით აღიმართა.
გადაგვჩეხოს ლამის მწყემსა, უშენოდ რომ ტოვებს ფარას,
თავი მართლა მოგაბეზრეთ, შენს ძებნაში სად არ მივალთ...

რომ შენს გვარად გაგვაჩინე - ისიც რად ღირს გადამრჩენო?
სხვათა მიმართ სიყვარულში, ზოგს ზაფხული გაგვიზამთრდა
და დგას ეს დრო - ჩასაქოლი, დგას და ღიად ცოდვებს მალავს,
ძღვნად ცის მაღლა იშვერს გუმბათს - მოოქროვილს ამნაირად.

მონებს ვგავართ (რაღა ვგავართ...) მამონისას, მამაჩვენო,
ცათა შინა მიმავალი გზა არსაით აღიმართა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები