ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2014


სამი დრო: წარსული, აწმყო და მომავალი

 
წარსული: 過去

პატარა ბიჭი ასფალტზე დედას ხატავდა, ფერადი ცარცით...
მოწიფული  გოგონა კი მხოლოდ ფურცელზე ხატავდა და ისიც  მხოლოდ უბრალო ფანქრით...
ორივე ქალს ხატავდა...ბიჭი დედას, გოგონა კი ქალის სილუეტს, რომელზეც  რამდენიმე კაბის  შტრიხი  იყო გამოსახული...გამოსასვლელი კაბის შტრიხები, რომელთაგან  ერთი მისი კაბა გახდა...
ეს კაბა სკოლის გამოსასვლელ საღამოზეც  ეცვა  და ჯვრისწერაზეც ...
მალე  დედა გახდა.

აწმყო:現在

გოგონა ქალი  გახდა და აწმყოში მისი  ქალიშვილი ხატავს ქალის სილუეტს და მასზე გამოსასვლელი კაბის შტრიხებს ამატებს...
ბიჭი?  ბიჭი გაიზარდა . ის ახლაც  ხატავს, მაგრამ მარტო დედას და მის მონატრებას კი  არა...ლექსებით  საყვარელი ქალის ხატებას ხატავს და ...ფერადი ცარცის ნაცვლად  ულამაზესი სიტყვები აფერადებენ მის სევდისფერ გულს.
ქარიშხალივით  მოვარდნილი სუნთქვა აწერინებს...

ისინი მხოლოდ ერთხელ , აწმყოში,  შეხვდნენ ერთმანეთს . მხოლოდ ერთხელ, იასამნის ხის ძირში.


მომავალი: 将来

არ იფიქროთ, რომ მომავალი ბანალურია.

ქალი  იმ ასაკში დარჩა, რომელშიც გაიცნეს ერთმანეთი...მზერა გაიყინა.
მერე ბიჭი ასაკით ჯერ დაეწია, მერე ერთხანს მისი ტოლიც გახდა და როცა ასაკით კიდევაც გაასწრო, მიხვდა რომ
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ  ,  აწმყოში , უყვარდა. ის იასამნისფერი ქალი უყვარდა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები