| ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 7 მარტი, 2014 |
და გვიწვდებოდა ხელები ცამდი, იდგა ღმერთი და - ორივე ვწამდით... ნინო ქოქოსაძე.
გახსოვს იყვირე ოქტომბრის ქარში "ჩემი მზე ხარო? __არ გაანელო ეს ემოცია, მასაც ხმამაღლა წაუღე ქარო!" გამეღიმა და არ გამიკვირდა, რაგან მეც მიყვარს "ზეშედარებები", თუმცა მაშინ ვერაფრით მივხვდი, რომ სულაც არ ხარ შენ პოეტი და არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა: "შენ ჩემი მზე ხარ!" შედარებით გვიან მივხვდი, როგორ გიყვარდი, რომ ეს ამოგეთქვა...
თუ მე მზე ვარ? (ასე ვიფიქრე) მაშინ იყავი შენ ჩემი მთვარე! რადგან ძვირფასო მეც შეგიყვარე; განა გვყოფნიდა დღისა და ღამის გასაყარზე მოკლე შეხვედრა? ან მისალმებისას ხელზე თითებით ნაზი შეხება? არაო! თქვი და გადაწყვიტე ვყოფილიყავით ჩვენ "ერთი ფერი", უკვე ზღვასავით აღელვებულმა, მახსოვს მითხარი: "შენ ლურჯი ცა და მე ამ ცის ქვეშ ლურჯი ზღვა მინდა ვიყოო" __მისმენ? __კი, გისმენ! __მაშ, მიპასუხე შევხვდებით ისევ?...
ეს სიყვარული იყო ნამდვილად, შენი გრძნობები__ნაზი ნისლები, ჩემი პასუხი__თბილი წვიმები...
არაო! ცოტახანში ისევ მითხარი: __ჩვენს შორის მუდამ დაძვრება ქარი, ნეტავ რას ფიქრობს მოუსვენარი? მე მხოლოდ ზღვა ვარ, შენ კი ცა ხარ თვალუწვდენელი, ჰოდა, რა ვიცი, იქნება მანაც დაგადგას თვალი. მე უფრო მეტი სითბო მჭირდება ერთხორცად ვიქცეთ! მე შენ გიწამებ, შენ მე და მაშინ ჩვენს სიყვარულს ღმერთიც იწამებს...
შენ მონა გახდი, მე მხევალად ვიქეც, ერთგულებისაც ამოვთქვით ფიცი. წლები სიცოცხლეს ფიფქებად ცვივა, და ჩაგვიქროლა ოცდახუთმა ზამთარმა ცივად, მაგრამ არ ვწუხვართ, თითომ რომ თითო დატოვა ფიქრი, რადგან განა ღირს ფიფქებზე ფიქრი, შენ ჩემი ხარ და მე მხოლოდ შენი, პურად იქცევი? მარილად გშვენი, ამიტომაა სითბო რომ გვადგას და მუდამ ასე ვიქნებით, რადგან ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. მადლობა. :) მადლობა. :)
31. ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით. ყოჩაღ! ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით. ყოჩაღ!
30. გმადლობთ. :) გმადლობთ. :)
29. ამ საღამოს რაღაც კითხვის მუღამზე ვარ ნამეტანი............2 მაგარია ეს რაც არის...,,,,,, ამ საღამოს რაღაც კითხვის მუღამზე ვარ ნამეტანი............2 მაგარია ეს რაც არის...,,,,,,
28. ბევრი არაფერი ბატონო პაატა, ფბ მეგობრები კი ვართ მე და თქვენ. :) ბევრი არაფერი ბატონო პაატა, ფბ მეგობრები კი ვართ მე და თქვენ. :)
27. +5555555 ძალიან მომეწონა. რატომ არ ვცნობდი ამ ავტორს აქამდე? მაპატიებს ალბათ... აუცილებლად გადავხედავ სხვა ნაქარმოებებსაც :)
პატივისცემით: +5555555 ძალიან მომეწონა. რატომ არ ვცნობდი ამ ავტორს აქამდე? მაპატიებს ალბათ... აუცილებლად გადავხედავ სხვა ნაქარმოებებსაც :)
პატივისცემით:
26. ნეფერტარ, აქ შენი კომენტარებით ჩემი შვილიშვილებიც კი იამაყებენ, არათუ მე. :) ბევრი სიკეთე თქვენ! ნეფერტარ, აქ შენი კომენტარებით ჩემი შვილიშვილებიც კი იამაყებენ, არათუ მე. :) ბევრი სიკეთე თქვენ!
25. დღიურში წავიღე სავსევ, შენს რჩეულს ქვეყანა უნდა დანატროდეს ბედსა და იღბალს. :) დღიურში წავიღე სავსევ, შენს რჩეულს ქვეყანა უნდა დანატროდეს ბედსა და იღბალს. :)
24. დედოფალო, :) :*** დედოფალო, :) :***
23. ლექსი ხომ მშვენიერია და მშვენიერი... მაგრამ ისეთი მოულოდნელი რითმებია რომ დავიბენი და ხელახლა წავიკითხე. ფინალი აქვს ძალიან მაგარი.
ერთი ბერდედა მეუბნებოდა კახეთში, "ცოლქმრობის საქმე ისეთია შვილო რომა, ერთმა ღმერთმა იცის ეგაო... ავი კარგსა, კარგი-ავსა, ასში ერთი კარგი-კარგსაო..."
ამისი პასუხია ეს"ვერცხლის ლექსი." ლექსი ხომ მშვენიერია და მშვენიერი... მაგრამ ისეთი მოულოდნელი რითმებია რომ დავიბენი და ხელახლა წავიკითხე. ფინალი აქვს ძალიან მაგარი.
ერთი ბერდედა მეუბნებოდა კახეთში, "ცოლქმრობის საქმე ისეთია შვილო რომა, ერთმა ღმერთმა იცის ეგაო... ავი კარგსა, კარგი-ავსა, ასში ერთი კარგი-კარგსაო..."
ამისი პასუხია ეს"ვერცხლის ლექსი."
22. ნათია, სერგეი, მადლობა. :) ნათია, სერგეი, მადლობა. :)
20. :) მომეწონა :) მომეწონა
19. დიდი მადლობა ყველას! :) დიდი მადლობა ყველას! :)
18. "შენ ჩემი ხარ და მე მხოლოდ შენი, პურად იქცევი? მარილად გშვენი, ამიტომაა სითბო რომ გვადგას და მუდამ ასე ვიქნებით, რადგან ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით."
იხარეთ ავტორო!!! +++++ "შენ ჩემი ხარ და მე მხოლოდ შენი, პურად იქცევი? მარილად გშვენი, ამიტომაა სითბო რომ გვადგას და მუდამ ასე ვიქნებით, რადგან ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით."
იხარეთ ავტორო!!! +++++
17.
ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 7 მარტი, 2014
ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 7 მარტი, 2014
16. ძალიან თბილი და სავსე რამეა, მეგემრიელა ამ განწყობაზე :) ძალიან თბილი და სავსე რამეა, მეგემრიელა ამ განწყობაზე :)
15. ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით.
მშვენიერია და ძალიან სასიხარულო, როცა ასეთი წყვილი არსებობს.:) ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით.
მშვენიერია და ძალიან სასიხარულო, როცა ასეთი წყვილი არსებობს.:)
14. ძალიან დიდხანს ყოფილიყავით მონა და მხევალი! ძალიან დიდხანს ყოფილიყავით მონა და მხევალი!
13. "ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით." <3
დადებითი ემოციით დავიმუხტე. "ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით." <3
დადებითი ემოციით დავიმუხტე.
12. მადლობა ყველას და თვითეულს ცალ-ცალკე!
mrs.smith. კი_მთელ ლექსზეც მეტი! მადლობა ყველას და თვითეულს ცალ-ცალკე!
mrs.smith. კი_მთელ ლექსზეც მეტი!
11. მშვენიერი მიძღვნაა. მომეწონა. ბედნიერებას გისურვებთ. ++ მშვენიერი მიძღვნაა. მომეწონა. ბედნიერებას გისურვებთ. ++
10. ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
9. წამძღვარება კარგია. ძალიან წამძღვარება კარგია. ძალიან
8. პურად იქცევი? მარილად გშვენი, ამიტომაა სითბო რომ გვადგას და მუდამ ასე ვიქნებით, რადგან ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით. წარმატებები.... პურად იქცევი? მარილად გშვენი, ამიტომაა სითბო რომ გვადგას და მუდამ ასე ვიქნებით, რადგან ათას თვალსა და ათას გულს შორის ჩვენ ერთმანეთი ამოვიცანით. წარმატებები....
7. გილოცავთ <3 ბედნიერებაა ასეთი მიძღვნა წლების მერე <3 ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ^_^ გილოცავთ <3 ბედნიერებაა ასეთი მიძღვნა წლების მერე <3 ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ^_^
6. მადლობა, მუხა. :) მადლობა, მუხა. :)
5. მე უფრო მეტი სითბო მჭირდება ერთხორცად ვიქცეთ!
კარგია!
ყველაზე დიადი ამ ქვეყნად ორთა ერთარსობაა! მე უფრო მეტი სითბო მჭირდება ერთხორცად ვიქცეთ!
კარგია!
ყველაზე დიადი ამ ქვეყნად ორთა ერთარსობაა!
4. გაიხარე, ირმა! :* გაიხარე, ირმა! :*
3. როგორ მიხარია ძვირფას ლითონებად ქცეული, ერთად გატარებული წლების შესახებ რომ ყვებიან, თან -ასე ლამაზად!
კიდევ დიდხანს და ბედნიერად იყავით-ნაზ ნისლებად და თბილ წვიმებად!
როგორ მიხარია ძვირფას ლითონებად ქცეული, ერთად გატარებული წლების შესახებ რომ ყვებიან, თან -ასე ლამაზად!
კიდევ დიდხანს და ბედნიერად იყავით-ნაზ ნისლებად და თბილ წვიმებად!
2. გმადლობ საყვარელო! :) გმადლობ საყვარელო! :)
1. გილოცავ, ნინო! :) გილოცავ, ნინო! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|