ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2014


ლექსის დაბადება

    ლექსის დაბადება
მთვარეს ვარსკვლავი მოახლედ ახლავს,
მე კი ვზივარ და თავს ვუყრი ფიქრებს,
შეუმშრალ სტრიქონს შეეტყო დაღლა,
შეშლილი მუზა სამოსელს იგლეჯს.
შმაგი გონება ქარიშხლებს აშლის,
ფეხმძიმე რითმებს შეუშვებს არტახს,
ახალშობილის სურნელი ასდის,
,,აკვანში” თეთრად დაფენილ ქაღალდს.
იასამანი, პოეტის ძიძა,
ყვავილთ სურნელში გაახვევს სტროფებს,
მოვერცსლისფერო ღიმილი სხივთა,
აუკინძიათ მძივებად ფოთლებს ...
ჩანაცრდა სული და იშვა ლექსი,
მინავლდა ღამე, ჩამოდნა მთვარეც,
ყაყაჩოსფერად აევსოთ მკერდი,
ჰორიზონტს მიღმა ,,აისის ვარდებს”...
მზე იჭვრიტება სარკმელში ახლა,
და ,,იავნანას” ღიღინებს სიო,
სულმა დაიწყო მორიგი ,,მარხვა,”
რომ სიმარტოვეს მუზებით სძლიოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები