ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 მარტი, 2014


რელიგიური ძალადობა

სანამ დავწერდი, დიდხანს მივჩერებოდი კლავიატურას
მერე კი დავწერე.......
თუმცა სიმართლეა ეს ყველაფერი მაგრამ როგორც ხშირად ავღნიშნავ ხოლმე , სიმართლე ყველაზე დიდი ბოროტებაა ამ ქვეყანაზე.
ასე რომ .....ბოროტი ვარ, ბოროტი! საზიზღარი, ბოროტმოქმედი!
მეტროში ვდგევარ, დასაჯდომი ადგილი არაა....დადის ბავშვი და არიგებს წმინდანთა სურათებს, ჯერ ჩამოარიგებს , უფრო სწორად მიაგდებს მგზავრთა მუხლებსა და ჩანთებზე, თუ გაუმართლა, ძალით ხელშიც ჩასტენის....მერე ჩამოუვლის და ფულს აგროვებს...
ზოგმა დააიგნორა, ზოგმა ყურადღებით დაათვალიერა ჩვენი წმინდანების სურათები და თავი გააქნიეს...დაუბრუნეს..ამ დროს ჩემს წინ, პირდაპირ გოგონა ზის, პლანშეტით რომ უსმენს მუსიკას...(ეტყობა "არ იცის" რომ პლანშეტი ამისთვის არაა..:))) ჰო და ის გოგონა უცებ აქტიურდება, სახეზე ჯერ ნეტარი ღიმილი გადაურბენს, ასე მგონია ბრბოში დგას და ყველა რომ "ბარაბას" ყვირის, ის იმ მცირედთაგანია, იესოო, იესოო რომ ჩურჩულებს!!!! იღებს 5 ლარიანს და ბიჭუნას სტენის ხელში, ამაყად.
დიახ. მან ეს-ესაა სამყარო გადაარჩინა!....თან ამაყად მიიხედ- მოიხედავს, ცუდად შეფარული თვითკმაყოფილებით სახეზე...
"რა ღვთაებრივია! რა სათნოა!...რა კეთილია!.."ასე ფიქრობენ დანარჩენი მგზავრები ( ეს მისი აზრით)
მე კი ვიცი რომ ის ფარისეველია. ფარისეველი....
მერე მახსენდება შიმშილისაგან გარდაცვლილი ბავშვები, მაგრამ ის ბავშვი იმათ აშკარად არ გავს..მერე გამოსვლები ტელევიზიით. პროტესტი....ცრემლი, დათრგუნული ფსიქიკა!
მაგრამ ახლა მხოლოდ სიცილი მინდება.
პატარა რელიგიურმა მოძალადემ მიზანს მიაღწია.
ასევე მიზანს მიაღწია ფარისეველმა. ეს ერთგვარი თამაშია, სცენაზე, სადაც ერთ მხარეს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ერთი მსახიობის თეატრი.
შემდეგ ადგილი თავისუფლდება, ვჯდები და გვერდზე მჯდომ ქალბატონს ველაპარაკები ამ ყველაფერზე, რომ მხოლოდ აქ ხდება ასეთი რამეები....რომ ევროპაში ასეთი ფარისეველები არ არიან, რომ......
ის ღიმილით მისმენს და უცებ ამბობს:
--აქანე არაა იქინე!
დიახ. გენიალურია.
................................................
მეტროდან გამოვდივარ და კიდევ დიდხანს ჟღერს ჩემს ყურებში ეს საზარელი ფრაზა...
აქანე არაა იქინე!!!!!!....



P.S. არც იქნება, არასდროს.


ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები