ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2014


არ ბრუნავს დედამიწა ანუ პროტესტი კაცობრიობას

      არ ბრუნავს დედამიწა
                       
არა, არ ბრუნავს დედამიწა! - ჩემო ჯორდანო!
ჭიანჭველების ბუდეებით, სოფელ-ქალაქით ...
ამ სისულელით ნუთუ გინდა გული მომფხანო,
(სხვა შესაფერი ამ სწავლებას მე ვერ დავარქვი).
მარადიული არ იქნება მაშინ სიკვდილი,
წრეზე იბრუნებს სიცოცხლე და ვიშვები ისევ,
არ დამჭირდება ლუკმისათვის ყალბი ქვითინი,
ხელის გაწვდენა ლოცვებისთვის ბუტბუტით მზისკენ.
არ დამჭირდება! ... შენ ეს სიტყვა ნუთუ არ გესმის?!
მე დედამიწის წრეზე ბრუნვით გული მერევა,
ასეთ სიცოცხლეს მშვენიერი იცი, არ ეთქმის,
ყოველდღიურად რომ სჭირდება ნაზი ფერება.
არ ბრუნავს მიწა სიყვარულით! ... მე ვამბობ ასე,
ჩემო ჯორდანო! ჩვენ ერთმანეთს ასტრალში ავცდით,
მეც ვთმობ სიცოცხლეს იდეისთვის, როგორც შენ დათმე,
კაცობრიობავ! ბრუნოსავით კოცონზე დამწვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები