(გაგრძელება)
მაინც რა ცოტა ადამიანს უნდა ზღაპარში მოხვედრა, – ფიქრობდა ბებიკო ნაილი და ყურადღებით ათვალიერებდა ქუჩაში შემხვედრი ადამიანების დაძაბულ სახეებს. დილიდან წვიმა ცრიდა, თუმცა ამის გამო სეირნობაზე უარი არ უთქვამს. ფერად ბოტებში გამოწყობილი, უზარმაზარ, გამჭვირვალე ქოლგას შეფარებოდა და თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობდა. "დავდივარ ჩემს მყუდრო ქოხში შეყუჟული და წვიმის წვეთებთან საუბრით ვიქცევ თავს. რა უნდა იყოს ამაზე მშვენიერი?!” – ფიქრობდა ხმამაღლა, კმაყოფილი ღიმილით.
მხოლოდ ერთი რამ აკვირვებდა ბებიკო ნაილს – მთელი გზა მასავით ბედნიერი არავინ შეხვედრია. სერიოზული სახეებით სადღაც მიიჩქაროდნენ ადამიანები, წვიმას გაურბოდნენ და არავის ეცალა დამტკბარიყო მშვენიერი დღით. ყურადღებას არავინ აქცევდა წვეთების მიერ ციდან მოტანილ საოცარ სურნელს, მიწის მადლიერ ჩურჩულს, თავდაბანილი ხეების სიმღერას. ჰაერი კი სასწაულის მოლოდინით გაჟღენთილიყო.
უეცრად ბებიკო ნაილს ხმამაღალი, გულიანი სიცილი შემოესმა. გაკვირვებულმა მიმოიხედა, ხომ არ მომეყურაო და ავტობუსის დაცარიელებულ გაჩერებას შეფარებული წყვილი შენიშნა. თექვსმეტი-ჩვიდმეტიოდე წლის ერთიანად გალუმპული გოგო და ბიჭი ფეხებს მხიარულად აბაკუნებდნენ და თავის მოწესრიგებას ცდილობდნენ. ბიჭმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. გოგონას შუბლზე ჩამოყრილი თმა და სველი სახე მზრუნველად შეუმშრალა, თან აღტაცებული შეჰყურებდა.
– წვიმაში უფრო ლამაზი ხარ და, საერთოდ, რაც გაგიცანი, იმის მერე სულ ლამაზდები და ლამაზდები, – უთხრა ბედნიერი ღიმილით.
გოგონამ სიმღერასავით მშვენიერი ხმით გადაიკისკისა და თვალსა და ხელშუა კიდევ უფრო ლამაზი გახდა.
– რა უცნაური დღეა, არა? ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რასაც ჩავიფიქრებ, ყველა სურვილი ამიხდება, – თქვა უეცრად და ისევ გაიცინა.
– მიდი მერე, რაღას უცდი, – სერიოზული გამომეტყველებით მიუგო ბიჭმა.
– მართლა? – თვალები აუციმციმდა გოგონას. – მაშ, კარგი: მინდა, უკაცრიელ კუნძულზე გავჩნდეთ. იქ ერთი პატარა, ძალიან მყუდრო სახლი ვიპოვოთ, სადაც ჩვენ გარდა არავინ იქნება. სახლში დიდი ლანგრით მურაბიანი ბლინები დაგვხვდეს, ქურაზე ჩაიდანი თუხთუხებდეს. მერე ფანჯარასთან დავსხდეთ, ჩაი მივირთვათ და წვიმას ვუსმინოთ მანამ... სანამ არ დავბერდებით.
– არა, არა, წვიმას მანამდე მოვუსმენთ, სანამ გადაიღებს... მერე კი, მზე რომ ამოვა, მე და შენ ბედნიერების ქვეყანაში მიმავალი გზის საძებრად წავალთ, – აჰყვა ოცნებაში ბიჭი. – თუ წამომყვები, აუცილებლად მივაგნებ ქვეყანას, სადაც საერთოდ არ ბერდებიან და ყოველთვის უყვართ ერთმანეთი. წამომყვები?
– წამოგყვები, – ერთიანად ბრწყინავდა გოგონა. – მხოლოდ...
– მხოლოდ პირობა უნდა დადოთ, რომ სახლის კარს ღიას არ დატოვებთ, – შეაწყვეტინა ვიღაცის მხიარულმა ხმამ.
ახალგაზრდებმა მოიხედეს და უცნაური მოხუცი დაინახეს – ვარდისფერი ბოტებით და უზარმაზარი ქოლგით ხელში. ეშმაკური ღიმილით შეჰყურებდა შეყვარებულებს, თან გამომცდელად ათვალიერებდა. გოგონა გაწითლდა.
– ბატონო?! – წარბებს ქვემოდან გამოხედა ბიჭმა.
– უჰ, უკაცრავად! ნება მომეცით, წარმოგიდგეთ, მე ერთი რიგითი სასწაულთმოქმედი ვარ, სასწაულების კვლევისა და რეპროდუქციის ცენტრში ვმუშაობ. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, – თქვა ბებიკო ნაილმა და ხელი მეგობრულად ჩამოართვა ჯერ ბიჭს, მერე კი – გაოცებულ გოგონას. – დღეისათვის უჩვეულო დავალება მაქვს – გაცინებულ ადამიანებს ვეძებ და ყველას თითო სურვილს ვუსრულებ. ახლა კი, კარგად მომისმინეთ. თქვენ რომ ინატრეთ, ის სახლი აქედან არც ისე შორსაა. ცაცხვების ხეივანს ბოლომდე გაუყვებით, მერე მარჯვნივ გაუხვევთ, ასიოდე ნაბიჯს გადაითვლით და მწვანე ჭიშკარს შენიშნავთ, რომელსაც მხოლოდ ეს გასაღები ერგება. აი, გასაღებიც, – უთხრა ბიჭს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა და ხელში ლამის ძალით ჩაუდო თავისი სახლის გასაღები. – გამომართვი, გამომართვი, თორემ დავალების შეუსრულებლობისთვის დავისჯები – დილას აქეთია ვეძებ და თქვენ გარდა ერთი გაცინებული სახე არ მინახავს. ჰო, მართლა, წასვლას რომ დააპირებთ, გასაღები საფოსტო ყუთში დამიტოვეთ... წესია ასეთი... და კიდევ... მურაბიანი ბლინების მაგივრად, სახლში შეიძლება ნუშის გემრიელი ნამცხვარი დაგხვდეთ. ეს მცირე ხარვეზი უნდა მაპატიოთ. იმედია, ნამცხვარი გიყვართ, არა? – მუდარით შეხედა ახალგაზრდებს.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – ხმამაღლა აკისკისდა უკვე გონმოსული გოგონა, შეცბუნებულ ბიჭს მხარზე აეკრა და ბედნიერებით სავსე თვალებით მიაჩერდა, – აი, ხომ ხედავ?
მერე ბებიკო ნაილს მიუბრუნდა:
– მადლობელი ვარ, კეთილო... ეეე... ჯადოქარო, ყოველთვის ვიცოდი, რომ, ერთხელაც იქნებოდა, შემხვდებოდი.
– მადლობად არ ღირს, – ხელი ჩაიქნია მოხუცმა და ნაჩქარევად გაშორდა გოგო-ბიჭს.
"ესეც ასე, – პირდაპირ გუბეში შეტოპა გახარებულმა ბებიკო ნაილმა. – შეყვარებულები ბავშვებივით ჭკვიანები არიან. მათთვის ზღაპარში ცხოვრება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც დილაობით მზის ამოსვლა. აი, ამნაირებს კი კალთები რომ დაახიო, იქ ვერ შეიტყუებ."
მან მზერა მეტად სერიოზული გარეგნობის მამაკაცზე შეაჩერა, შავი საქმიანი კოსტუმი და გახამებული პერანგი რომ ეცვა. კისერზე, რომელიც მკერდთან სულ ცოტა ორას გრადუსს ქმნიდა, მჭახე ყვითელი ფერის ყელსახვევი შეება. ამრეზით დაჰყურებდა გალუმპულ ქუჩას. – "თუმცა თუ ძალიან, ძალიან მოინდომებ..."
მონდომებას რაც შეეხება, ბებიკო ნაილს ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ამჯერად განზრახვის განხორციელება არ დასცალდა. კაცს ორიოდე ნაბიჯზე, ზედ ტროტუართან, შავი ფერის საუცხოო ავტომანქანა, მანქანის გამოღებულ კართან კი სამსახურებრივი მზადყოფნის პოზაში გაშეშებული მძღოლი ელოდა. ყვითელჰალსტუხიანმა ლაბადის კალთები პიწკად აიკეცა და გამოღებულ კარში შეხტა. ბებიკო ნაილმა თვალი ძლივსღა შეავლო სველ ასფალტზე სწრაფად და უხმაუროდ გასრიალებულ ავტოს.
„რას იზამ, ყველას ერთნაირად როდი უღიმის ბედი, საბრალოს დღეს ნამდვილად არ უწერია ზღაპარში მოხვედრა,“ – გაიფიქრა დანანებით, თუმცა ამ ამბავს გუნება დიდი ხნით არ გაუფუჭებია: ღრმად იყო დარწმუნებული, ამქვეყნად ყველაფერს თავისი დრო აქვსო. თავის დროზე მწვანდება ველები და თავის დროზე იფარება თოვლით დედამიწა, ზუსტად თავის დროზე ამოდის მზე და თავის დროზე ჩნდება ცისარტყელა. ზღაპარშიც სწორედ მაშინ მოხვდები, როცა ამისი დრო იქნება, არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან.
მთავარია, გჯეროდეს, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება, ლოდინი კი ყველას როდი უყვარს. იქნებ ზუსტად ამით განსხვავდებიან ზღაპრის გმირებისგან ზოგიერთები, გამუდმებით სადღაც რომ ეჩქარებათ და თვითონაც არ იცინ, რატომ უნდათ იქ მისვლა ყველას დაასწრონ.
უცაბედად ირგვლივ ჩამომდგარმა სიჩუმემ ბებიკო ნაილი ფიქრებიდან გამოარკვია. წვიმის წვეთებს თავისი საქმე მოეთავებინათ და მიყუჩებულიყვნენ. ღრუბლებგადაყრილ ცაზე ნებიერად გაწოლილი მზე თბილი თითებით ხეებს ქოჩორა თავებს უშრობდა. ბებიკო ნაილმა ქოლგა დაკეცა და ნეტარებით ჩაისუნთქა ნაწვიმარი ქუჩის სურნელება. ჰაერი, ნაირფრად აბრჭყვიალებული, მსუბუქი ნისლით გაჟღენთილიყო. ყველაფერს სიზმრისეული ელფერი ედო. წუთის წინ ხმაურიანი გუბეები ძილისმომგვრელ სიმშვიდეში გარინდულიყვნენ.
ბებიკო ნაილს ისეთი სიმსუბუქის შეგრძნება დაეუფლა, იფიქრა, საცაა წვიმის წვეთივით ავვორთქლდები და ჰაერში გავუჩინარდებიო. ამ აზრმა გაამხიარულა და ნაოჭებით დაფარული სახე თვალებიდან გადმოღვრილი ღიმილით გაუნათა. უცებ, ზუსტად მის თავს ზემოთ, ხეზე ბეღურა აფრთხიალდა და სახე წვიმის წვეთებით გაუწუწა. ბებიკო ნაილმა მხიარულად გადაიკისკისა. „ისევ ასაკისათვის შეუფერებლად ვიქცევი,“ – გაიფიქრა მერე, როცა გამვლელთა გაოცებული მზერა დაიჭირა.
რა ექნა, ვერაფრით დაეუფლა სოლიდური ასაკისთვის ასე საჭირო მანერებს, რაც გარშემომყოფთა აზრით, მძიმე-მძიმედ სიარულსა, პენსიის სიმცირესა და სახსრების ტკივილზე დამაჯერებელ საუბარში გამოიხატებოდა. საკუთარი აზრების სხვისთვის თავს მოხვევა ერიდებოდა, თორემ, კარგად თუ ჩაეძიებოდით, შეიძლება იმაშიც გამოგტყდომოდათ, ასაკი უბრალო ფორმალობაა და სხვა არაფერიო. ამ სიტყვით მოიხსენიებდა ყველაფერს, რისთვისაც, მისთვის რომ გეკითხათ, ანგარიშის გაწევა და თავის ატკიება არაფრით ღირდა. მერე რა, თუ ზოგიერთებს მოხუცის საქციელი ისე აკვირვებდათ, თითქოს უცხოპლანეტელების თეფშს მოჰკრეს თვალიო.
ბებიკო ნაილი სეირნობამ შეიტყუა და მალე ქალაქის გარეუბანში ამოყო თავი. ამას მოწმობდა ალაგ-ალაგ ამოტეხილი, ბალახმოდებული ასფალტი და სოფლური სიმყუდროვე, რასაც დაბალი, საკვამურებგამურული სახლები და ხის საღებავგადაცლილი ღობეები ქმნიდა. მერე სახლები თანდათან გაიშვიათდა და მოხუცი ქალაქიდან გასასვლელ გზას დაადგა. გზის ნაპირები თვალისმომჭრელი სიმწვანით ბრწყინავდა და შორს, ჰორიზონტზე, ერთმანეთს კვეთდა. სულ ახლოდან მდინარის ხმა სწვდებოდა ყურთასმენას.
ბებიკო ნაილი მოხეტიალე მოგზაურის თითქმის დაუძლეველმა ჟინმა შეიპყრო: მოდი, რაც არის, არის, გავყვები ამ გზას და, ვნახოთ ერთი, სად მიმიყვანსო. თუმცა მალე ცნობისწადილი სხვა, ბოლომდე გაურკვეველმა, მაგრამ გაცილებით ძლიერმა გრძნობამ დაჯაბნა. მოეჩვენა, თითქოს უკან დარჩენილი ქალაქი მისკენ უხილავ ხელებს იწვდიდა და უსიტყვოდ უხმობდა უკან, თავისაკენ.
ბებიკო ნაილმა ერთხელ კიდევ გახედა ჰორიზონტს. ჰო, ადრე თუ გვიან ამ გზას აუცილებლად დაადგება, მაშინვე, როცა ამისი დრო დადგება, მანამდე კი ქალაქში უნდა დარჩეს, რაკი გული ასე დაჟინებით სთხოვს.
ბებიკო ნაილს მტკიცედ სჯეროდა, გული ასეთ საკითხებში არასდროს ცდებაო. საინტერესოა, შენ თუ იცი ამის შესახებ? თითქმის უკვე მეგობრები ვართ და მინდა, ამაში დარწმუნებული ვიყო, რადგან ბევრი ადამიანისაგან, თავი განსაკუთრებით ჭკვიანებად რომ მოაქვთ, გამიგონია, არ შეიძლება, გულს ენდოო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, სადაც კარგი ამბები ძალიან იშვიათად ხდება, შეიძლება, ასეცაა, აი, ზღაპარში კი სულ სხვაგვარადაა საქმე. არ ვიცი, არ ვიცი... მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა დარწმუნებით, რომ თუ ჯერ გულს მოუსმენ, მერე კი ჭკუას უხმობ, აუცილებლად მოხვდები ზღაპარში. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტე.
ბებიკო ნაილმა, ის იყო, ქალაქისკენ შემობრუნება დააპირა, რომ მდინარის მხრიდან რაღაც ხმა შემოესმა. შედგა და ყურთასმენა დაძაბა. არა, არ ცდებოდა, აშკარად ადამიანის ხმა იყო, კვნესის თუ ძახილის, ერთბაშად ვერ გაარჩია. გზიდან გადაუხვია და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მდინარისკენ აიღო გეზი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, შედგა და ისევ მიაყურადა: პირველად გაგონილ ხმას სხვა ხმებიც შეერია. ბებიკო ნაილმა ფეხს აუჩქარა, მაგრამ ბოტები სველ მიწაში ჩაეფლო, ტალახი აიკრა და დაუმძიმდა. სიარული რომ გაადვილებოდა, ქოლგა ჯოხივით მოიმარჯვა და ბუჩქებისკენ გაუტია.
ხმები თანდათან მოახლოვდა, ცოტა ხანში კი თვალწინ იმგვარი სანახაობა გადაეშალა, მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში რომ ჰქონდა ნანახ-წაკითხული ან სხვების მონაყოლით რომ შეეძლო წარმოედგინა.
ორ კუნთმაგარ ტიპს, უფრო სუსტი აღნაგობისა და ინტელიგენტური შესახედაობის, ახალგაზრდა კაცი გაეკავებინა, მესამეს კი, შავლაბადიანს, მისთვის შუბლზე იარაღი, სავარაუდოდ, პისტოლეტი (ვერ დაიფიცებდა, ბებიკო ნაილი არც ისე კარგად ერკვეოდა მსგავსი სათამაშოების სახესხვაობაში) შუბლზე მიებჯინა და მუქარად იღვრებოდა:
– ვისი გადაგდება გადაწყვიტე, შე ნაგავო! კაცი არ ვიყო, თუ შუბლი არ გაგიხვრიტო! ან გააკეთებ იმას, რასაც გეუბნებიან, ან არა და, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე! ხელებგაკრული ამგვარი წინადადებით აშკარად ფერდაკარგული ჩანდა, თუმცა იოლად დანებებას არ აპირებდა:
– გითხარით, მეტს ვერაფერს გამომრჩებით-მეთქი. კაცობას რაც შეეხება, უკვე ვიცი, რა კაციცა ხარ, მაგრამ რაღა დროს...
– ეს კიდევ რამდენს ბედავს, ბიჭო?! – კუნთმაგრებს მიმართა იარაღიანმა. – დრო ხომ არ არის, მართლა უკანასკნელი ლოცვა წავაკითხოთ?
– ჯერ არა, შეფ, ჯერ ცხვირით ნეხვი ვაქექინოთ და მერე ვნახოთ... სად გაგვექცევა?!
– იცოდე, უკანასკნელ შანსს გაძლევ და თუ ზეგ, ამ დროს, ფული შენი ხელით არ მოგიტანია, უფალი ღმერთი ვერ გიშველის! დათესვა გუნებაშიც არ გაივლო, მიწიდან ამოგთხრით!
– ეს რა ამბავია, ომობანას თამაშობთ, ბიჭებო? – გაისმა უცებ მის ზურგსუკან. შავლაბადიანმა მოიხედა და, ჰოი, საოცრებავ, ბებიკო ნაილის მზერამ, იმ დღისთვის უკვე მეორედ, ჭახჭახა ყვითელი ფერის ყელსახვევი დააფიქსირა.
– ოი, ეს შენ ხარ?! – უნებლიე გაოცების შეძახილს ქოლგის საკეტის ტკაცუნი მოჰყვა და ნესტიან ლოდზე შემოსკუპებული, ვარდისფერბოტებიანი და უზარმაზარ ქოლგაგაშლილი ბებიკო ნაილი, თითის წვერებზე შემდგარი რომ ცდილობდა წონასწორობის შეკავებას, გასაფრენად გამზადებულ პეპელას დაემგვანა.
საკეტი დიდი ხანია მოშლილი იყო და მუდამ უადგილო ადგილას უმტყუნებდა ხოლმე. ახლაც ასე დაემართა. ძალიან სასაცილო სანახავი იყო, მაგრამ ჰალსტუხიანი მამაკაცი, ნამდვილად არ ჩანდა სიცილის გუნებაზე. სახე მოულოდნელობის და ბრაზისგან ჩაუშავდა, თუმცა სანამ ხმას ამოიღებდა, ვითარებაში გარკვევა მისმა დაგეშილმა თანაშემწეებმა ითავეს. მთავარი გზიდან მდინარისკენ მომავალი ბილიკი დაზვერეს და რომ დარწმუნდნენ, მოხუცი მარტოა და საგანგაშო არაფერი ჩანსო, ამ უცნაური არსების მასხრად აგდების ხასიათზე მოვიდნენ, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და აგდებულად შეათვალიერეს
– ვაჰ, ეს ჭრელი ბაბოჩკა საიდან მოფრენილა? – წაუსტვინა ერთმა.
– ყვავილების ნადიმზე გახლდით სტუმრად მიწვეული, ბლომად ნექტარი მივირთვი და ნიავს სასეირნოდ წამოვყევი, – ამაოდ ცდილობდა ქოლგის დაკეცვას, თან ხალისით იძლეოდა ახსნა-განმარტებას ბებიკო ნაილი. – ჰოდა, რას ვხედავ, მდინარის პირას ბიჭებს ომობანას თამაში გაუმართავთ, თუმცა, მგონი, უკვე მოიწყინეთ და წასვლას აპირებდით.
მოხუცი არ ცდებოდა, როგორც ჩანს, შავლაბადიანს სათამაშოდ აღარ ეცალა:
– გაიგეთ, რა თქვა? ამ ბებერს სადღაც ვუნახივარ! – ბრაზით მიმართა თავისიანებს.
– ხედავ, როგორი მიხვედრილია? მინახიხარ, აბა, რა! შემიძლია, დავიფიცო, მაგნაირი ჰალსტუხი ქალაქში მეორე არ იშოვება, – თვალი შეთქმულივით ჩაუპაჭუნა ბებიკო ნაილმა.
– აი, ეს თუ გინახავს ოდესმე?! – ავად წაისისინა შავლაბადიანმა და ბებიკო ნაილის ცხვირწინ შესანახად გამზადებული იარაღის დემონსტრირება მოახდინა.
– სიმართლე გითხრა, ასე ახლოდან – არასოდეს, – გულზე ხელი დაიდო და ალალად გაიღიმა მოხუცმა.
– ალბათ არც ის იცი, რომ თუ დამჭირდა, გამოყენებაც შემიძლია. საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანების ზეცაში გასამგზავრებლად, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა რომ არ ეზარებათ.
– ჩემი მოკვლა გინდა? – გაოცებისგან თვალები ააფახულა ბებიკო ნაილმა. – რას ამბობ, ეს ხომ იგივეა, ოქროს თევზი დაიჭირო და მის შეწვაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრო! აჯობებს, უფრო ჭკვიანურად მოვრიგდეთ: შენ ამ კაცს თავს დაანებებ, მე კი სანაცვლოდ სამ სურვილს აგისრულებ, გინდა?
– მასხრობას შეეშვი, ყბედობას მორჩი და გაქრი აქედან! – იფეთქა უცებ შავლაბადიანმა.
– ერთი, ორი, სამი, – თითები რიგრიგობით მოკეცა და აუჩქარებლად დაითვალა ბებიკო ნაილმა. – ნამდვილად სამია, თუმცა ეგ ყველაფერი ბრძანებას უფრო ჰგავს, ასე არაა?
– შენ როგორ ფიქრობ?! – ავისმომასწავებლად მიაჩერდა მოთმინებადაკარგული უცნობი.
– ეგრეც ვიფიქრე! მე სურვილების შესრულებას შეგპირდი, ბრძანებების კი არა. ყველაფერს თავისი წესი აქვს, ჩემო კარგო, და, თუ ღმერთი გწამს, ნუ მიყვირი, არა მგონია, აქ ვინმეს სმენის პრობლემა ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში, მე – ნამდვილად არა.
შავლაბადიანმა ტუჩი მოიკვნიტა, შეეცადა გონებაში აეწონ-დაეწონა, ამ უცნაურ დედაკაცთან ნაცნობობა რა საფრთხეს უქადდა.
– წავიდეთ, შეფ, ამან რა უნდა დაგვიშავოს, ვერ ხედავ, ფეხზე ცხვარი ჰყავს გამობმული, – დამცინავად ჩაიქირქილა თანმხლებთაგან ერთ-ერთმა, – თანაც მთლად საღი აზრებიც არ უნდა აწუხებდეს.
– მოდი, საღი აზრის თაობაზე ნუ ვიდავებთ, – თითი დაუქნია ბებიკო ნაილმა, – თორემ უნდა გამოგიტყდეთ, ბრაზიანი გრიმასების სიჭარბე და, ლანძღვა-მუქარის ფორმით გამოხატული, ქრონიკული გაღიზიანების სინდრომი არც მე მიმაჩნია მაინცდამაინც ჯანმრთელი აზროვნების შედეგად.
– ხმა ჩაიკმინდე, კუდიანო და გზაზე აღარსად გადამეყარო, თორემ...
ბებიკო ნაილს ძალიან აინტერესებდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ მორიგ შეხვედრას, მაგრამ ჰალსტუხიანმა ამის ახსნა აღარ ინება, მუქარის ნიშნად კბილები გააკრაჭუნა და თანაშემწეებს წასვლის ნიშანი მისცა.
– კუდიანიო! – სიცილად არ ეყო ბებიკო ნაილს. – წარმოგიდგენია, ამხელა კაცია და კუდიანების ცნობაც არ იცის. აზრზე ხარ, როგორ უნდა უჭირდეს ცხოვრება? – მიმართა წეღანდელ ტყვეს, სველ ბალახში რომ ჩაემუხლა და მტკივან მაჯებს ხელისგულებით ისრესდა.
– გტკივა?
ახალგაზრდამ დაბნეული მზერით გამოხედა და ხმა არ გასცა, როგორც ჩანს, მისი გონება სხვა ფიქრებით იყო დაკავებული.
– ეი, აქ ვარ, – ტაში შემოჰკა ბებიკო ნაილმა, პასუხი რომ დაუგვიანეს.
– მტკივა? – გაიმეორა ახალგაზრდამ, თითქოს ახალ სიტყვას სწავლობსო და დარდიანად ამოიხვნეშა. – ყოველ შემთხვევაში, გულზე მეტად ნამდვილად არა.
– აჰაა, მივხვდი... ის კოპწიაჰალსტუხიანი შენთვის უცხო არ არის, არა?
– ჰო, აქამდე მეც ასე მეგონა. რას ვიფიქრებდი, თუ... ამნაირად გამიმეტებდა?! მგონი, მართლა არ გაუჭირდება ჩემი მოკვლა.
– დარდი ნუ გაქვს, აბა, მე აქ რისთვის ვარ თუ იცი?
– შენ? – კითხვით შეხედა ახალგაზრდამ. – აი, ეგ კი მართლა ძალიან მაინტერესებს, აქ და ამ დროს როგორ აღმოჩნდი?
– წეღანდელი ვერსია არ მოგეწონა? კარგი, მაშინ სიმართლეს გეტყვი: გზაზე მოვდიოდი, ხმაური გავიგონე და ვიფიქრე, იქნებ ვიღაცას ჩემი დახმარება სჭირდება-მეთქი. ჰოდა, აქეთ წამოვედი... დანარჩენი თვითონაც იცი.
– დახმარებას, უეჭველია, მე მთავაზობ...
ბებიკო ნაილმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
– თუმცა “მთავაზობ” მთლად შესაფერი სიტყვა არ არის. როცა საქმეში განსაკუთრებულად ავი ტიპები ერევიან, როგორც წესი, თავაზიანობას ვივიწყებ ხოლმე. მოკლედ, ასეა: გინდა, თუ არ გინდა, უნდა დაგეხმარო!
ახალგაზარდამ ციდან მოვლენილი მაშველი ძალა ყურადღებით შეათვალიერა და უბოროტოდ ჩაიცინა:
– კარგი, კარგი, მხოლოდ ჯერ მე დაგეხმარები, – თქვა და ბებიკო ნაილს ხელი გაუწოდა, – დროა, ქალაქში დავბრუნდეთ, არა?
გავაგრძელო? :)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მაგდალენა, დიდი მადლობა, რომ უშიშრად და მოთმინებით მომყვები ყველა ამბავში! :) უფრო მეტი მონდომებით ვეცდები, იმედი არ გაგიცრუო და ბოლომდე საინტერესო იყოს ეს ყველაფერი.
"უცხო ამბავი ქართული ქუჩებით"... ასე აღიქმება? საინტერესოა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ სათქმელს, რომლის გადმოცემაც ამ ზღაპრებით მომინდა, საერთო არა აქვს არც ეროვნებასთან, არც ასაკთან და არც სხვა დანარჩენ "ფორმალობებთან" (ბებიკო ნაილს რომ დავესესხო). "ბებიკოსთან" დაკავშირებით, შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ ასაკის ხაზგასმა მინდა ამით. სხვანაირად გამიჭირდება... იქნებ შეეჩვიოს ყური? თუ არა, აუცილებლად გამაფრთხილე :)
გმადლობ, კიდევ ერთხელ! მაგდალენა, დიდი მადლობა, რომ უშიშრად და მოთმინებით მომყვები ყველა ამბავში! :) უფრო მეტი მონდომებით ვეცდები, იმედი არ გაგიცრუო და ბოლომდე საინტერესო იყოს ეს ყველაფერი.
"უცხო ამბავი ქართული ქუჩებით"... ასე აღიქმება? საინტერესოა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ სათქმელს, რომლის გადმოცემაც ამ ზღაპრებით მომინდა, საერთო არა აქვს არც ეროვნებასთან, არც ასაკთან და არც სხვა დანარჩენ "ფორმალობებთან" (ბებიკო ნაილს რომ დავესესხო). "ბებიკოსთან" დაკავშირებით, შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ ასაკის ხაზგასმა მინდა ამით. სხვანაირად გამიჭირდება... იქნებ შეეჩვიოს ყური? თუ არა, აუცილებლად გამაფრთხილე :)
გმადლობ, კიდევ ერთხელ!
14. მოთმინება, მწერალო, მოთმინება! :) ყველაფერს ერთ თავში (უფრო სწორად, ნახევარ) თავში ხომ ვერ ჩავტევდი? :) გოგო და ბიჭის ამბავიც გაგრძელდება და სხვა პერსონაჟებისაც. უზომოდ მადლიერი ვიქნები, თუ წინა და შემდეგ თავებსც გადახედავთ :)) მოთმინება, მწერალო, მოთმინება! :) ყველაფერს ერთ თავში (უფრო სწორად, ნახევარ) თავში ხომ ვერ ჩავტევდი? :) გოგო და ბიჭის ამბავიც გაგრძელდება და სხვა პერსონაჟებისაც. უზომოდ მადლიერი ვიქნები, თუ წინა და შემდეგ თავებსც გადახედავთ :))
13. როგორ მომწონს ასაკთან ასეთი შეუფერებლობა! ძალიან დადებითი მუხტი მოდის ამ ამბებიდან. რომ ვკითხულობ, თავი უცხო, თან ნაცნობ სამყაროში მგონია.
"რა ექნა, ვერაფრით დაეუფლა სოლიდური ასაკისთვის ასე საჭირო მანერებს, რაც გარშემომყოფთა აზრით, მძიმე-მძიმედ სიარულსა, პენსიის სიმცირესა და სახსრების ტკივილზე დამაჯერებელ საუბარში გამოიხატებოდა. საკუთარი აზრების სხვისთვის თავს მოხვევა ერიდებოდა, თორემ, კარგად თუ ჩაეძიებოდით, შეიძლება იმაშიც გამოგტყდომოდათ, ასაკი უბრალო ფორმალობაა და სხვა არაფერიო. ამ სიტყვით მოიხსენიებდა ყველაფერს, რისთვისაც, მისთვის რომ გეკითხათ, ანგარიშის გაწევა და თავის ატკიება არაფრით ღირდა. მერე რა, თუ ზოგიერთებს მოხუცის საქციელი ისე აკვირვებდათ, თითქოს უცხოპლანეტელების თეფშს მოჰკრეს თვალიო. " "ბებიკო ნაილი" ძალიან ხშირად მხვდება და მეხამუშება . იმდენად უცხო ამბავია ქართული ქუჩებით, თითქოს "ბებიკო" აღარ უხდება... ველოდები გაგრძელებას! როგორ მომწონს ასაკთან ასეთი შეუფერებლობა! ძალიან დადებითი მუხტი მოდის ამ ამბებიდან. რომ ვკითხულობ, თავი უცხო, თან ნაცნობ სამყაროში მგონია.
"რა ექნა, ვერაფრით დაეუფლა სოლიდური ასაკისთვის ასე საჭირო მანერებს, რაც გარშემომყოფთა აზრით, მძიმე-მძიმედ სიარულსა, პენსიის სიმცირესა და სახსრების ტკივილზე დამაჯერებელ საუბარში გამოიხატებოდა. საკუთარი აზრების სხვისთვის თავს მოხვევა ერიდებოდა, თორემ, კარგად თუ ჩაეძიებოდით, შეიძლება იმაშიც გამოგტყდომოდათ, ასაკი უბრალო ფორმალობაა და სხვა არაფერიო. ამ სიტყვით მოიხსენიებდა ყველაფერს, რისთვისაც, მისთვის რომ გეკითხათ, ანგარიშის გაწევა და თავის ატკიება არაფრით ღირდა. მერე რა, თუ ზოგიერთებს მოხუცის საქციელი ისე აკვირვებდათ, თითქოს უცხოპლანეტელების თეფშს მოჰკრეს თვალიო. " "ბებიკო ნაილი" ძალიან ხშირად მხვდება და მეხამუშება . იმდენად უცხო ამბავია ქართული ქუჩებით, თითქოს "ბებიკო" აღარ უხდება... ველოდები გაგრძელებას!
12. რა ვთქვა არ ვიცი. :( დასაწყისმა მომიტაცა და დიდი ინტერესით გავყევი იქამდე ვიდრე გოგოსა და ბიჭის ამბავი არ დამთავრდა. შემდეგ კი მკვეთრად შეიცვალა თხრობამ მიმართულება. ბებიკო ნაილი ამ წყვილს რომ გაჰყოლოდა ბოლომდე ძალიან კარგი ფილმის გაკეთება შეიძლებოდა... იქნებ დაფიქრდეთ ავტორო? რა ვთქვა არ ვიცი. :( დასაწყისმა მომიტაცა და დიდი ინტერესით გავყევი იქამდე ვიდრე გოგოსა და ბიჭის ამბავი არ დამთავრდა. შემდეგ კი მკვეთრად შეიცვალა თხრობამ მიმართულება. ბებიკო ნაილი ამ წყვილს რომ გაჰყოლოდა ბოლომდე ძალიან კარგი ფილმის გაკეთება შეიძლებოდა... იქნებ დაფიქრდეთ ავტორო?
11. დიდი მადლობა, თეო დიდი მადლობა, თეო
10.
ავტორი: დეა მარადჩემია ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 12 მარტი, 2014 ქოსატყუილას ჩემგან 2,მზეჭაბუკს კი 3 დანარჩენს კიდევ 100:) წარმატებები:) უნდა გააგრძელოთ აბა მაგას კიდევ კითხვა უნდა ?:)
ავტორი: დეა მარადჩემია ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 12 მარტი, 2014 ქოსატყუილას ჩემგან 2,მზეჭაბუკს კი 3 დანარჩენს კიდევ 100:) წარმატებები:) უნდა გააგრძელოთ აბა მაგას კიდევ კითხვა უნდა ?:)
9. არავითარი გადაჭარბება! პირიქით - მადლობელი ვარ! ჩაფიქრებული ისე მქონდა, რომ ტრადიციული ზღაპრის ასოციაცია უნდა შეექმნა სათაურს. რაკი ქოსატყუილა უფრო შეჩვეული სახელია, იყოს ასე, არაფერი დაშავდება :)
პროფესიულ ენაზე "თაღლითი" მომეწონა :)). იურისტია "ბედუინის" ავტორი? რა საინტერესოა! თურმე რას და ვის აღარ ნახავ ამ ურაკზე :)) არავითარი გადაჭარბება! პირიქით - მადლობელი ვარ! ჩაფიქრებული ისე მქონდა, რომ ტრადიციული ზღაპრის ასოციაცია უნდა შეექმნა სათაურს. რაკი ქოსატყუილა უფრო შეჩვეული სახელია, იყოს ასე, არაფერი დაშავდება :)
პროფესიულ ენაზე "თაღლითი" მომეწონა :)). იურისტია "ბედუინის" ავტორი? რა საინტერესოა! თურმე რას და ვის აღარ ნახავ ამ ურაკზე :))
8. არა არა, არაფერს გაძალებთ. ავტორის გადაწყვეტილება ავტორის გადაწყვეტილებაა, მე მხოლოდ ჩემი ბავშვობის ქოსატყუილა მინდოდა, თორემ ახლა, პროფესიულ ენაზე მას უკვე "თაღლითს" ვეძახი. იყოს ქოსამატყუარა, ახალი სიტყვათშეხამება უხდება "ახალი ტიპის" ზღაპარს.
უFF, სანამ ამას ვწერდი უკვე შეგიცვლიათ... რა ვიცი, გონი გადავაჭარბე ახლა ჩემს უფლებამოსილებებს. :)) არა არა, არაფერს გაძალებთ. ავტორის გადაწყვეტილება ავტორის გადაწყვეტილებაა, მე მხოლოდ ჩემი ბავშვობის ქოსატყუილა მინდოდა, თორემ ახლა, პროფესიულ ენაზე მას უკვე "თაღლითს" ვეძახი. იყოს ქოსამატყუარა, ახალი სიტყვათშეხამება უხდება "ახალი ტიპის" ზღაპარს.
უFF, სანამ ამას ვწერდი უკვე შეგიცვლიათ... რა ვიცი, გონი გადავაჭარბე ახლა ჩემს უფლებამოსილებებს. :))
7. ხუთ ქულას რაღა ლაპარაკი უნდა :) გმადლობ, ნეფერტარი!
ორივე ფორმა გვხვდება, გადავამოწმე, მაგრამ რაკი ორი ასეთი არაჩვეულებრივი მკითხველი და ავტორიტეტი მიიჩნევს, რომ ქოსატყუილა უკეთესად ჟღერს, "გისმენთ და გემორჩილებით" :) ახლავე ჩავასწორებ :* ხუთ ქულას რაღა ლაპარაკი უნდა :) გმადლობ, ნეფერტარი!
ორივე ფორმა გვხვდება, გადავამოწმე, მაგრამ რაკი ორი ასეთი არაჩვეულებრივი მკითხველი და ავტორიტეტი მიიჩნევს, რომ ქოსატყუილა უკეთესად ჟღერს, "გისმენთ და გემორჩილებით" :) ახლავე ჩავასწორებ :*
6. დეა ულაპარაკო ხუთი ქულა... და... აშკარად " ქოსატყუილა" :) დეა ულაპარაკო ხუთი ქულა... და... აშკარად " ქოსატყუილა" :)
5. ზღაპრადმოსულის ზღაპრულად სწორი გადაწყვეტილება :)
ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით... გმადლობ. ზღაპრადმოსულის ზღაპრულად სწორი გადაწყვეტილება :)
ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით... გმადლობ.
4. ეს სჯობს თავიდან ბოლომდე წავიკითხო.:) ეს სჯობს თავიდან ბოლომდე წავიკითხო.:)
3. "ქოსატყუილა"- ჩემი ბავშვობის ზღაპრებიდან მახსოვს.
ავტორს როგორც ურჩევნია, ისე აჯობებს :)
"ქოსატყუილა"- ჩემი ბავშვობის ზღაპრებიდან მახსოვს.
ავტორს როგორც ურჩევნია, ისე აჯობებს :)
2. სწორად შენიშნე, ძვირფასო თოლია - უბრალოდ, ძალიან გრძელი გამოვიდა ეს თავი და შუაზე გავყავი, "დაგინდეთ" :)
თუ მირჩევ, მივამატებ აქვე. ნებისმიერ შემთხვევაში - დიდი მადლობა, რომ უყურადღებოდ არ მტოვებ.
ქოსატყუილა აჯობებს? სწორად შენიშნე, ძვირფასო თოლია - უბრალოდ, ძალიან გრძელი გამოვიდა ეს თავი და შუაზე გავყავი, "დაგინდეთ" :)
თუ მირჩევ, მივამატებ აქვე. ნებისმიერ შემთხვევაში - დიდი მადლობა, რომ უყურადღებოდ არ მტოვებ.
ქოსატყუილა აჯობებს?
1. ეს ბებია ნაილი პეპისავით გოგო იქნებოდა ბავშვობაში -აი, არასდროს რომ არ იზრდებიან იმაზე დიდები, წვიმაში ყვავილების მორწყვის რომ შერცხვეთ :)
როგორც ვხვდები, ყველა ზღაპარში (ყველა თავში) რაღაც ამბავი იწყება და მთავრდება, ხო? აქაც თუ ასეა, ვერ მივხვდი- ვინ არის მზეჭაბუკი და ვინ-ქოსამატყუარა(ქოსატყუილა)?
ეს ბებია ნაილი პეპისავით გოგო იქნებოდა ბავშვობაში -აი, არასდროს რომ არ იზრდებიან იმაზე დიდები, წვიმაში ყვავილების მორწყვის რომ შერცხვეთ :)
როგორც ვხვდები, ყველა ზღაპარში (ყველა თავში) რაღაც ამბავი იწყება და მთავრდება, ხო? აქაც თუ ასეა, ვერ მივხვდი- ვინ არის მზეჭაბუკი და ვინ-ქოსამატყუარა(ქოსატყუილა)?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|