ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 მარტი, 2014


ჯრბდსლაჯდიგ....ანუ ვირტუალური ომი

განზოგადოებისათვის ამ საიტზე მოღვაწე ადამიანებს სამ კატეგორიად დავყოფ:

პირველი: ყველაზე მეტად "მასლიანი" და თავგამძლე...( ყველაფერი რომ მოსწონთ)
მეორე: ზოგისთვის კარგი...( მხოლოდ მათი რჩეული რომ მოსწონთ)
მესამე: ყველასთვის ცუდი  ( არასოდეს არაფერი რომ არ მოსწონთ)

დიდი უსიამოვნებით ვაპირებ თითოეული კატეგორიის დეფინიციას და იმედია შევძლებ:

რამდენიმე თვის წინ მე თვითონ გავხდი ვირტუალური ომის, უფრო სწორად კი "კიბერთავდასხმის" სამიზნე.
მეგობარმა ერთერთ ფორუმზე მიმიწვია და ისეთი თავდასხმა წამოვიდა იმ ფორუმის წევრებისგან, თავი ურჩხული მეგონა.ერთ ერთმა პატივცემულმა ბატონმა კი ასე მომწერა: აქ ჩემი ტერიტორიაა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც მამალი დედლების გარემოცვაში, ტერიტორიების გადანაწილება დამთავრებულია და აქედან მიბრძანდიო.
არადა, ასეთი ბატონი, თუ სადმე სუფრაზე ანდა ლიტერატურულ კონკურსზე შეგხვდება, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი
შეიძლება ხელზეც გაკოცოს და რადგან თვალი თვალში გაუყარე და ცოცხლად გნახა, შეიძლება შენიანიც გახდეს მთელი
ცხოვრება...ხოდა შე დალოცვილო, მაინცადამაინც თვალით რომ ვერ მხედავ და ინტერნეტით მწერ, ამიტომ უნდა დამესხა თავს და გამომლანძღო? რატომ გავიწყდება, იქნება შენზე ცუდ დღეში მაქვს ნერვები და რაღაცას ჩემთვის "ვცდილობ"
იქნებ უცხოპლანეტელი არ ვარ და შენნაირი კლავიატურა მიჭირავს ხელში :)

  (ამ რამდენიმე დღის წინ საიტზე კიდევ ერთი თავდასხმის მომსწრე  გავხდით.ახალგაზრდა გოგონას შეურაცხყოფას აყენებდნენ, დღისით, მზისით მთელი საიტის თვალწინ და თავს ესხმოდნენ.  პირად შეურაცხყოფაში გადადიოდნენ. მე  ჩვეული კოსმოპოლიტური სიმშვიდით მივწერე ორივე მხარეს და იმედია არაფერი ეწყინათ.)

  ზოგს ისეთი სათვალე აქვს, მხოლოდ ცუდს ხედავს.  ხოდა შე დალოცვილო, მარტო მუქ ფერებში რომ ხედავ,მაგ ლამაზ თვალებზე მოიხსენი ხანდახან  შავი სათვალე და ისე გამოიხედე.. არც დედობრივი
ინსტიქტი რომ არ გაქვს და მარტო: ცუდია, ხელოვნურია ,  ვერ მოვიწონე ,  რომ გაწერია პირზე, ხანდახან დადებითი კომენტარიც დადე, საპირწონედ.
თუ არადა, საიდან ამდენი ბოღმა და ...ვირტუალური ომის სურვილი...

  ამ რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ლექსი გამოაქვეყნა, გული ჩამწყდა, გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა...
ყელში სწვდნენ, ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნიაო...დაფიქრდი მაინც, სანამ რამეს დაწერ?  ხან კი იმდენად  კომპეტენტური,ყველას პირში მიახალო,რაც მოგწონს ანდა არ მოგწონს???
ყველაფერთან ერთად  ამ ბოლო დროს ერთმანეთთან ჭორაობა და ენის მიტან-მოტანა შემოვიდა  ურაკპარაკზე  მოდაში.

რადგან copy და paste  ჯადოსნური კვერთხის გარეშეც ძალიან ადვილია...

  დასასრულ, არ მაქვს დიდი ილუზია, რომ საიტზე რამე გამოსწორდება, რადგან ნათესაობა და მეგობრობა ღმერთს მოუგონია, მაგრამ ცოტა დაფიქრების უნარი ხომ არ წაურთმევია იგივე ღმერთს???



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები