ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


ძველი წისქვილი

    ძველი წისქვილი

წისქვილის ტბორში მზე ამოვხელე,
თვლემს მოთენთილი ზაფხულის ხვარტით,
ღარიდან ნერწყვავს წყლის შხეფებს ღელე,
მიწას ცეცხლივით ალმური ასდის.
ლაღი ფიქრები ლაჟვარდს ელტვიან,
აქ გამიშლია ,,დევების სუფრა,”
წისქვილის ლოდი პაპის ფესვია
და ჩემთან ერთად ცოცხლობს და სუნთქავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები