ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2014


გაგრას

გაგრა... რამდენი რამე
შენთვის მინდოდა მეთქვა,
აღარ გათენდა ღამე...
ხარ ჩემი გულის ფეთქვა.
აივნიდან რომ ზღვა ჩანს
ის ხარ, და მისი სუნი,
შენზე ოცნება დამრჩა,
შენით სავსეა სული.
ვიღაც ალისფრად ფერავს
შენს მზიან, მწვანე ქუჩებს.
ხარ დანგრეული კერა,
აქ ასე სჯიან „ურჩებს“.
გული უდიდეს ტკივილს
სადღაც, სიღრმეში ჩაფლავს,
თუმცა ხანდახან ტირის
ბებიის ეულ საფლავს.
ხარ წართმეული სახლი,
ზღვა - შეღებილი წითლად,
სანაპიროს რომ ახლის
ტალღებს, ტირილის ნიშნად.
შენზე ვერ ვწერდი ადრე...
ან რა ფასი აქვთ სიტყვებს,
მტერი სამოთხის მხარეს
ჯოჯოხეთად რომ გიქცევს.
ჩემი ბავშვობა ახლაც
დარბის შენს ფერად ქვებზე,
ჩემს მოგონებებს ახლავს
უთქმელი დარდი შენზე.
ბჟუტავს იმედის სხივი,
თუმცა დაგიდგეს  ფარსი.
ხარ პათეტიკა სხვისთვის,
ჩემთვის - სიცოცხლის არსი.

2013.07.18.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები