ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


მიდიხარ

მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან,
იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი,
სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია,
უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.

მიდიხარ -  საზღვრები კი ისევ პირობითი ცნებებია,
ადრე გადაფრინდნენ სხვა თბილ ქვეყანაში იმედები,
შენიანები რომ სხვისიანებივით გექცევიან,
მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ.

წლებმა გაიყოლა, რაც კი გულუბრყვილოდ  გყვარებია,
ეს მხოლოდ მიწაა, დაუფასებელი სისხლით სავსე,
შენსა და მათ შორის ახლა ჩაკეტილი საზღვრებია,
უკვე შეეჩვიე, განდგომილის როლი შეითავსე.

ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს,
სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია,
ბევრისთვის  უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის,
და ფიქრობ, რომ სიყვარულს ალბათ ამ მიწისთვის არ სცალია.

მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან,
იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი,
სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია,
უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები