ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2014


,,ურაკი" ჩემი სახლია ( ვუძღვნი საიტის წევრებს)

,,ურაკი” ჩემი სახლია
 
            გეძღვნებათ თქვენ, ჩემო კეთილებო.

ოჯახი გახდა ჩემთვის ,,ურაკი,”
უკიდეგანო სიგრძე-სიგანით,
უკვე არ მეთქმის პოეტს, დურაკი,
ქებათა-ქება მერგო დიდძალი.
აქ საოცარი სივრცეებია,
ცისფრად ბიბინებს ლექსების ყანა,
გულის სიღრმეებს ეხეთქებიან,
მუზები, შეშლილ ზღვის ტალღებს გვანან.
აქ ,,მორცხვი მთვარე” ეტრფის ,,დიანას,”
,,ვარსკვლავთმრიცხველი” თვლებს ფანტავს ქარში,
,,პუშკინი” უხვევს ,,დანტესს” იარას,
,,გაზრდილი” ,,გამზრდელს” დამბაჩას აწვდის.
აქ თემუჩინი - ყაენი ჩინგიზ,
სონეტებს თარგმნის, აცოცხლებს შექსპირს,
ერთი მრევლი ჰყავს ტაძარს და მიზგითს,
მათი ხატია, ფარფატა ლექსი.
რა საოცარი ფერთა სხივია,
ამდენი შლეგი შეყრილი ერთად,
პარნასისაკენ ერთად ივლიან? ...
ღმერთმა ისურვოს! ... ატაროს ღმერთმა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები