ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2014


და კიდევ კარგი!

ამჯერადაც დამვიწყებია,
რასაც ნიშნავდა
ხელზე უწინ დასმული ჯვარი,
ისეთი გამძლე უნდა გამება "ძაფი",
როგორც ხისტი გადასაბმელი,
ვერ მორეოდა ვერცერთი "ქარი",
რომ სიმშვიდეში დასაბრუნებლად მქონოდა კვალი,
დაბრუნებულს შეღებული დამხვედროდა "პირველი კარი",
მაგრამ ვიჩქარე
და ბავშვობიდან ისე სწრაფად ამოვიზარდე,
გადამავიწყდა...

და კიდევ კარგი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები