ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


.....

გემო უცნობი...
სუნი ცვლადი - დროს გააჩნია...
ყურადღებაში თავს ვიტყუებთ;
შენ თამაშს არჩევ.
ახლა იცოდე, საღამოსი
ფიქრ საათია,
და თავის რიტმში მეშარმება
წვიმების მარში.
თვალები თაფლში არეკლილი
ზეცის სიშავე,
თმები...
რა გითხრა...
უყვარდაო - იტყვიან მერე..
სანდომიანი შეხვედრები ეჭვებს თიშავენ
და განშორებით გაწყვეტილი
ნერვები წერენ.
მარტი - წვიმების მავთულხლართში
მოდის სიცივე,
დროდადრო მტკივა და გულის მხარს ხელს ვერ ვაკარებ.
თოვს...
ზეცა გვაძლევს ამ სითეთრეს უფრო ფიცივით...
შენ კი ქარი ხარ
და ტოტივით ამაკანკალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს