არ მჩვევია დიდაქტიკურად წერა, მაგრამ იმ რეალობამ, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ლიტერატურული საზოგადოება დგას, გვარიანად დამაფიქრა და წინამდებარე წერილს მხოლოდ იმისთვის ვწერ, რომ გამოსავალი იქნებ ერთობლივად მოგვეძებნა, გვემსჯელა, რადგან ასე თუ გავაგრძელეთ, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენივე ხელით დავანგრევთ იმას, რაც ჯერ არც კი აგვიშენებია. პირადად მე, როდესაც რომელიმე ლიტერატურულ პორტალზე შევდივარ, თუ რაიმეს წაკითხვა მინდა, ან პირდაპირ ჩემი რჩეული ავტორების ახალგამოქვეყნებულ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ან კომენტარებს ვხსნი, რომ რომელიმე საინტერესო კომენტარს ,,გავყვე“ და რაიმე ისეთი წავიკითხო, რაც სიამოვნებას მომანიჭებს. მაგრამ უკვე დიდი ხანია ამ უკანასკნელი მეთოდით აღარ ვსარგებლობ და აი, რატომ: ,,გენიალურია!“ ,,მაგარია!“ ,,უდავოდ ნიჭიერია!“ ,,არაფრად ვარგა!“ ,,წვეთი პოეზია არაა აქ!“ და მისთ. გეცნოთ?!-მე პირადად მაღიზიანებს ეს ყველაფერი უკვე. და სადაა ასეთ კომენტარებში კრიტიკა?! იქნებ ,,არაფრად ვარგაა“ კრიტიკა?!-რაღაც არა მგონია. ვიდრე ვინმეს ნაწარმოებს ,,კრიტიკის“ ქარ-ცეცხლში გავატარებთ, იქნებ ისიც დაგვეწერა, რატომ ვფიქრობთ ასე, რატომ არ მოგვწონს ესა თუ ის ნაწერი, რა გვაიძულებს, რომ მოკლე და კატეგორიული შეფასებით შემოვიფარგლოთ? მეორე უკიდურესობა, რომელშიც ვვარდებით, ამოჩემებული ავტორების გაღმერთებაა. ისე ვაფასებთ ,,გენიალურად“, შუბლზე ძარღვიც არ გვიტოკდება და არც სინდისის ქენჯნა გვიპყრობს. ისე არ იფიქროთ, რომ ასეთი მოკლე შეფასებები ჩემ თითებს არ აუკაკუნებია კლავიატურაზე, მეც ,,ცოდვილი“ ვარ და კონკრეტულად ვერავის ვესვრი ქვას, მაგრამ ეს არაა საკმარისი მიზეზი, რომ გავჩუმდე და არ გთხოვოთ, გამოსავალი ერთად ვეძებოთ (და იქნებ ვიპოვოთ კიდეც). ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ თავი და თავი პრობლემისა ჩვენშია: ლიტერატურული საიტები დროის მოსაკლავად ,,გადავაკეთეთ“ და დროის რა მოგახსენოთ და ლიტერატურას კი ნამდვილად ვკლავთ. ჩემი აზრით, რამდენიმე ტიპის მკითხველი არსებობს კონკრეტულად ურაკპარაკზე და ვეცდები მოკლედ დავახასიათო ისინი:
მკითხველი - სუფლიორი მკითხველი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ავტორებს უკარნახოს, როგორ უნდა წერონ, რა ჟანრის, რა თემატიკის, რომელი ლექსიკური ერთეულები გამოიყენოს; მკითხველი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მისი ხმა აუცილებლად ,,შესმენილ და გათვალისწინებულ იქნას“;
მკითხველი - აღსაზრდელი მკითხველი, რომელიც ავტორისგან რაღაც ისეთს ელოდება, რომლითაც აუცილებლად ისწავლის რამეს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ის რაც მას არაფერს ასწავლის, მისი გულისა და გონებისთვის საზიანოა და შესაბამისად არ ვარგა;
მკითხველი - მასა მკითხველი, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივი სტერეოტიპებით მსჯელობს, ვიდრე ნაწერს დააკომენტარებს, იმაზე ფიქრობს, სხვა მკითხველი რას იფიქრებს მის კომენტარზე;
მკითხველი -,,ემოციელი“ მკითხველი, რომლის მთავარი საზომი ემოციაა. ნაწერმა თუ დაბურძგლა, ცრემლი ადინა ან გულიანად აცინა, ე.ი. მაგარი ნაწერია.
მკითხველი - ნოვატორი მკითხველი, რომელიც მხოლოდ სიახლეს ეძებს ნაწერში. ღმერთმა არ ქნას, ავტორი ,,არახალი“ ფორმისა და შინაარსის ნაწარმოებით გამოიჭიროს,-ვაი იმ ავტორის ბრალი.
მკითხველი-კირკიტა მექანიკოსი. მკითხველი, რომელიც მხოლოდ ,,ტექნიკითაა“ დაინტერესებული, ნაწერის სტრუქტურით და ავტორის ,,სიმარჯვით“.
მკითხველი-ცინიკოსი აქ რაიმეს დამატება, მგონი, ზემდმეტია.
მკითხველი-ანალიტიკოსი/კრიტიკოსი მკითხველი, რომელიც, მე, როგორც ასე თუ ისე ავტორს, მიყვარს და მენატრება. მენატრება, რადგან დიდი ხანია არც სხვის და არც ჩემ ნაწერთან აღარ შემხვედრია, მკითხველი, რომელიც კონსტრუქციული, საქმიანი, ზომიერად კრიტიკული, ობიექტური, კარგის და ცუდის გამრჩევი იქნება, ადამიანი, ვინც ისე შეაფასებს ნაწერს, რომ მისი შექებაცა და შენიშვნაც მისაღები იქნება საღად მოაზროვნე ავტორისთვის.
თავი რომ არ შეგაწყინოთ, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივიაო, ვიღაცას უთქვამს და სწორადაც უთქვამს, რადგან აი, რა გამოდის ჩვენი ,,შრომის“ შედეგად:
მკითხველი -სუფლიორი --- იღებს ავტორ მსახიობს, რომელიც ეთამაშება;
მკითხველი-მასა ---- იღებს ავტორ ვაიინდივიდს, რომელსაც ყელში აქვს გაჩრილი სტერეოტიპები და საკუთარი თავის ძიებაში, იმასაც კარგავს, რაც გააჩნდა;
მკითხველი-აღსაზრდელი --- იღებს ავტორ აღმზრდელს, რომელიც თითის დაქნევით და ხელების მაგიდაზე ტყაპუნით უტარებს გაკვეთილს;
მკითხველი-,,ემოციელი“ ---იღებს მწერალ ,,პოლიციელს“, რომელიც თავგადასავლებში ხვევს და თავბრუდამხვევი სიუჟეტებით დაუზარებლად და უხვად ამარაგებს.
მკითხველი-კირკიტა მექანიკოსი --- იღებს მწერალ ,,მოტორისტს“, რომელმაც უკვე კარგად დაამუღამა ,,მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიები“ და კარგად იცის, რომელი ნაწერი როგორ ,,ააწყოს“ და როგორი ნაწერი წაიყვანს შორს;
მკითხველი-ცინიკოსი --- იღებს შეშინებულ, ხალხირასიტყვის ავტორს;
მკითხველი-ანალიტიკოსი/კრიტიკოსი --- მართალია ასეთები ჭკუაგამყინვარებას ემსხვერპლნენ, გადაშენდნენ, მაგრამ ერთი-ორი კიდევ მოგვეპოვება და მათაც ნუ გადავაშენებთ ლიტერატურული პორტალებიდან, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ და აქვთ მორალური უფლება, რომ ავტორებს უჩვენონ გზა, რომელიც ყველას ერთად ლიტერატურის კარამდე მიგვიყვანს.
და ყველაზე მთავარი ალბათ: იმის მიუხედავად, რამდენად ზუსტია ჩვენი შეფასება, თხოვნა მექნება, ნუ დაგვავიწყდება, ასე დავიწყოთ სათქმელის ჩამოყალიბება- ,,ჩემი აზრით...“, ,,ვფიქრობ...“ ,,მგონია, რომ...“ ,,მე ვთვლი...“ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე და იქნებ ლიტერატურამაც გაგვიფორმოს ასოცირების ხელშეკრულება, დაგვიახლოვოს, კარი გაგვიღოს და ღმერთმა ქნას, ნატო-შიც (ნანატრ ტერიტორიაზე) მიგვიღოს. :) :)
საუკეთესო სურვილებით, ურაკპარაკის რიგითი წევრი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
71. გაიხარეთ, სინა, არც მე ვამტკიცებ არაფერს, უბრალოდ ვეცადე, ცივი გონებით, ცოტა გვერდიდან შემეხედა ამ ყველაფრისთვის. გაიხარეთ, სინა, არც მე ვამტკიცებ არაფერს, უბრალოდ ვეცადე, ცივი გონებით, ცოტა გვერდიდან შემეხედა ამ ყველაფრისთვის.
70. ლიტერატურული საიტები დროის მოსაკლავად ,,გადავაკეთეთ“ - ამაში მეც გამოვიჭირე თავი და მეწყინა უცებ მაგრამჩემთვის მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და პოზიტივის გარეშე ვერ ვძლებ :) ჰოდა მე მგონია რომ ნაყოფიერად ვკლავთ დროს თუკი აქ ვართ, სასარგებლო და სასიამოვნოს შეთავსებით :)
ყველაზე ხშირად ემოციელი მკითხველის პოზიციაში ვარ სამწუხაროდ თუ პირიქით, :) მაგრამ ვაი კრიტიკოსობას და ცინიკოსობას მაინც მირჩევნია ჩემი გულწრფელი ემოცია, თან მგონია რომ ტკივილი რომელმაც ცრემლი გვადინა ნაწარმოებში, უფრო გვაკეთილშობილებს და საერთოდაც ლიტერატურა სულის გაკეთილშობილებას არ უნდა ემსახურებოდეს? თუ მაინცდამაინც ცივი გონებით სჯა გვინდა არსებობს მათემატიკა:) (რომელიც ასევე ძაან მიყვარს) !
და ის ლაფსუსები რაც იპარება დამოკიდებულებებში ეს უბარლოდ ლიტერატურული შეცოდებები კი არაა ჩემი აზრით, მიზეზი უფრო ღრმაა, ადამიანური, ანუ ადამიანის ბუნებაა ესეთი, სუსტი, ,,თავის სიმცირეს ვერ მოერია" თემაა.
მოკლედ ჩემთვის ყველაფერი ძალიან საინტერესო და საგულისხმო იყო აქ თვით ნაწარმოები რა თქმა უნდა და ძირითადად ვეთანხმები ავტორს და თუ რამე სხვა აზრი გამოვთქვი ამით ავტორისეულს არ ვუარყოფ ჩემს წარმოდგენაში ეს უფრო მედლის მეორე მხარის ამბავია :) კომენტარებიც არანაკლებ საინტერესო იყო, თუმცა საშინლად მაღიზიანებს ნებისმიერი აგრესია და საერთოდ ვერ ვხვდები მისი არსებობის აუცილებლობას, როცა არსებობს დიპლომატია შეგნება და საკმაოდ ბევრი სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აზრის მკაფიოდ გადმოცემისთვის.
და კიდევ კლანების რა გითხრათ და საერთოდ რა მაფიაა :)) რისი არსებობაც აბსურდულად მიმაჩნია, ან ვისთვის უნდა მოქონდეს მორალური სარგებელი ,,ჩაწყობილ" წინსვლას?! ესეთი თემები ჩემთვის ყოვლად გაუგებარია.
ერთი კია, მე შედარებით ახალი ვარ აქ და განსაკუთრებით კეთილგანწყობით დამხვდა ნეფერტარი, რომელსაც დიდი პატივისცემა ჩემგან <3 ჯაფარა77-იც რომელმაც დამივიწყა შემდგომ :/ , მაგრამ ეგ ჩემი ბრალია ვერ დავრჩი საინტერესო ავტორად მისთვის, და მუხას ასევე დიდი გულტბილი მოკითხვა ჩემგან :)
მაპატიეთ გამიგრძელდა ძალიან სიტყვა, უბრალოდ ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის..." პრინციპი ჩემთან ვერ მუშაობს :))
პატივისცემით :)
ლიტერატურული საიტები დროის მოსაკლავად ,,გადავაკეთეთ“ - ამაში მეც გამოვიჭირე თავი და მეწყინა უცებ მაგრამჩემთვის მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და პოზიტივის გარეშე ვერ ვძლებ :) ჰოდა მე მგონია რომ ნაყოფიერად ვკლავთ დროს თუკი აქ ვართ, სასარგებლო და სასიამოვნოს შეთავსებით :)
ყველაზე ხშირად ემოციელი მკითხველის პოზიციაში ვარ სამწუხაროდ თუ პირიქით, :) მაგრამ ვაი კრიტიკოსობას და ცინიკოსობას მაინც მირჩევნია ჩემი გულწრფელი ემოცია, თან მგონია რომ ტკივილი რომელმაც ცრემლი გვადინა ნაწარმოებში, უფრო გვაკეთილშობილებს და საერთოდაც ლიტერატურა სულის გაკეთილშობილებას არ უნდა ემსახურებოდეს? თუ მაინცდამაინც ცივი გონებით სჯა გვინდა არსებობს მათემატიკა:) (რომელიც ასევე ძაან მიყვარს) !
და ის ლაფსუსები რაც იპარება დამოკიდებულებებში ეს უბარლოდ ლიტერატურული შეცოდებები კი არაა ჩემი აზრით, მიზეზი უფრო ღრმაა, ადამიანური, ანუ ადამიანის ბუნებაა ესეთი, სუსტი, ,,თავის სიმცირეს ვერ მოერია" თემაა.
მოკლედ ჩემთვის ყველაფერი ძალიან საინტერესო და საგულისხმო იყო აქ თვით ნაწარმოები რა თქმა უნდა და ძირითადად ვეთანხმები ავტორს და თუ რამე სხვა აზრი გამოვთქვი ამით ავტორისეულს არ ვუარყოფ ჩემს წარმოდგენაში ეს უფრო მედლის მეორე მხარის ამბავია :) კომენტარებიც არანაკლებ საინტერესო იყო, თუმცა საშინლად მაღიზიანებს ნებისმიერი აგრესია და საერთოდ ვერ ვხვდები მისი არსებობის აუცილებლობას, როცა არსებობს დიპლომატია შეგნება და საკმაოდ ბევრი სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აზრის მკაფიოდ გადმოცემისთვის.
და კიდევ კლანების რა გითხრათ და საერთოდ რა მაფიაა :)) რისი არსებობაც აბსურდულად მიმაჩნია, ან ვისთვის უნდა მოქონდეს მორალური სარგებელი ,,ჩაწყობილ" წინსვლას?! ესეთი თემები ჩემთვის ყოვლად გაუგებარია.
ერთი კია, მე შედარებით ახალი ვარ აქ და განსაკუთრებით კეთილგანწყობით დამხვდა ნეფერტარი, რომელსაც დიდი პატივისცემა ჩემგან <3 ჯაფარა77-იც რომელმაც დამივიწყა შემდგომ :/ , მაგრამ ეგ ჩემი ბრალია ვერ დავრჩი საინტერესო ავტორად მისთვის, და მუხას ასევე დიდი გულტბილი მოკითხვა ჩემგან :)
მაპატიეთ გამიგრძელდა ძალიან სიტყვა, უბრალოდ ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის..." პრინციპი ჩემთან ვერ მუშაობს :))
პატივისცემით :)
69. სრულიად გეთანხმებით! დიდი მადლობა! სრულიად გეთანხმებით! დიდი მადლობა!
68. რთული თემაა, ძირითადად გეთანხმებით. მკითხველთა სახეები საკმაოდ საინტერესოდ გაქვთ წარმოდგენილი. ალბათ ყოველი ჩვენგანი ვყოფილვართ აქ წარმოდგენილ მკითხველთა კატეგორიებიდან რომელიმეს როლში სხვადასხვა დროს. არის მომენტი, უბრალოდ აღფრთოვანდები და გინდა თქვა: მშვენიერია! და ამ დროს თუ ტექსტი მართლა ძალიან კარგია, ყველა გაიგებს თქვენს აღფრთოვანების მიზეზს და ბევრი ახსნა არც არის ხოლმე საჭირო. ჩემი აზრით, ყველა მკითხველს ტექსტის გარჩევა არ უნდა მოვთხოვოთ, ყველა კრიტიკოსი ვერ იქნება. თუმცა, როდესაც ადამიანი ზედმეტად პრეტენზიულია და ძალიან მაღალ ლიტერატურულ გემოვნებაზე დებს თავს, მაშინ რა თქმა უნდა უფრო მეტად სასურველია დაასაბუთოს თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ტექსტი. ავტორებზე უფრო ნაკლებს საუბრობთ აქ და მე ვიტყვი ჩემს აზრს თქვენის ნებართვით. მაგალითად, მაღიზიანებენ ხოლმე ისეთი ავტორები, რომლებიც მკითხველს ზემოდან უყურებენ თვლიან რომ ეს საიტი მათ ტექსტს არ იმსახურებს, და აქვთ "თქვენ ამას ვერ გაიგებთ" მიდგომა. არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება და ამის გამო რამდენიმე ავტორის მიმართ ინტერესიც დავკარგე. თუ ადამიანისთვის წერა მოთხოვნილებაა და არა უბრალოდ პოპულარობის მოხვეჭის საშუალება, ასეთი ადამიანი ზემოდან არავის შეხედავს, რადგან ადამიანი, უბრალო ადამიანი ნამდვილი ლიტერატორისთვის ყველაზე ფასეული უნდა იყოს (ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით). რთული თემაა, ძირითადად გეთანხმებით. მკითხველთა სახეები საკმაოდ საინტერესოდ გაქვთ წარმოდგენილი. ალბათ ყოველი ჩვენგანი ვყოფილვართ აქ წარმოდგენილ მკითხველთა კატეგორიებიდან რომელიმეს როლში სხვადასხვა დროს. არის მომენტი, უბრალოდ აღფრთოვანდები და გინდა თქვა: მშვენიერია! და ამ დროს თუ ტექსტი მართლა ძალიან კარგია, ყველა გაიგებს თქვენს აღფრთოვანების მიზეზს და ბევრი ახსნა არც არის ხოლმე საჭირო. ჩემი აზრით, ყველა მკითხველს ტექსტის გარჩევა არ უნდა მოვთხოვოთ, ყველა კრიტიკოსი ვერ იქნება. თუმცა, როდესაც ადამიანი ზედმეტად პრეტენზიულია და ძალიან მაღალ ლიტერატურულ გემოვნებაზე დებს თავს, მაშინ რა თქმა უნდა უფრო მეტად სასურველია დაასაბუთოს თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ტექსტი. ავტორებზე უფრო ნაკლებს საუბრობთ აქ და მე ვიტყვი ჩემს აზრს თქვენის ნებართვით. მაგალითად, მაღიზიანებენ ხოლმე ისეთი ავტორები, რომლებიც მკითხველს ზემოდან უყურებენ თვლიან რომ ეს საიტი მათ ტექსტს არ იმსახურებს, და აქვთ "თქვენ ამას ვერ გაიგებთ" მიდგომა. არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება და ამის გამო რამდენიმე ავტორის მიმართ ინტერესიც დავკარგე. თუ ადამიანისთვის წერა მოთხოვნილებაა და არა უბრალოდ პოპულარობის მოხვეჭის საშუალება, ასეთი ადამიანი ზემოდან არავის შეხედავს, რადგან ადამიანი, უბრალო ადამიანი ნამდვილი ლიტერატორისთვის ყველაზე ფასეული უნდა იყოს (ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით).
67. ბერბსტს უთქვამს; "კრიტიკა არის ხელოვნება - სხვის ხარჯზე სულიერად ისე გამდიდრდე , რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოსო"
ჩემი აზრით კი უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები , ვიდრე სხვისი.. და პირფერობაც არამგონია ადამიანის საუკეთესო თვისებათა ათეულში შედიოდეს ;)
ბერბსტს უთქვამს; "კრიტიკა არის ხელოვნება - სხვის ხარჯზე სულიერად ისე გამდიდრდე , რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოსო"
ჩემი აზრით კი უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები , ვიდრე სხვისი.. და პირფერობაც არამგონია ადამიანის საუკეთესო თვისებათა ათეულში შედიოდეს ;)
66. ჯერ ყველა მკითხველია ჯერ ყველა მკითხველია
65. ავტორი წერს და მერე ჩნდება მკითხველი, (თუნდაც ერთი იყოს მკითხველი) , ამიტომ სათაური უმჯებესი, ხო არ იქნებოდა ავტორი და მკითხველი?
ამბობენ: ყველაზე კარგი "ბარომეტრი" მკით.ხველია ავტორი წერს და მერე ჩნდება მკითხველი, (თუნდაც ერთი იყოს მკითხველი) , ამიტომ სათაური უმჯებესი, ხო არ იქნებოდა ავტორი და მკითხველი?
ამბობენ: ყველაზე კარგი "ბარომეტრი" მკით.ხველია
64. მხოლოდ ცოტ-ცოტა, დავით! :) მოკითხვა! მხოლოდ ცოტ-ცოტა, დავით! :) მოკითხვა!
63. ტექსტ-ილი, მინდია :) ასევე გულითადი მოკითხვა! :*
მე მაინც ვთვლი, რომ ჩემი მატერია ბებიების მოქსოვილი ქუდივით მარტივია, ვისაც უნდა დაიხურავს, ვისაც უნდა ჩა(ი)ხევს :) ტექსტ-ილი, მინდია :) ასევე გულითადი მოკითხვა! :*
მე მაინც ვთვლი, რომ ჩემი მატერია ბებიების მოქსოვილი ქუდივით მარტივია, ვისაც უნდა დაიხურავს, ვისაც უნდა ჩა(ი)ხევს :)
62. ჰეჰეჰეე ...:D კაი იყო არმენ ,მართალი ხარ სენ ხო იცი??:) ჰეჰეჰეე ...:D კაი იყო არმენ ,მართალი ხარ სენ ხო იცი??:)
61. არ შეჰფერის ფსიქოლოგიზმი ჩვენნაირ დიდ ადამიანებს ))
მოგიკითხეთ ყველა და ყველაფერი
ბოდიში არ შეჰფერის ფსიქოლოგიზმი ჩვენნაირ დიდ ადამიანებს ))
მოგიკითხეთ ყველა და ყველაფერი
ბოდიში
60. "შენი ეს წერილიც
როლან ბარტის ტექსტივით
ან ბებიაჩემის მოქსოვილი ქუდივით
გენიალურია"
ახლა ეს ფრაზა რომ დავგუგლოთ ამხანაგ დიმიტრი ბახუტაშვილის ქვეცნობიერში, ეგრევე ამოგვიდგებს ინფორმაციას, რომ მოქსოვილი ქუდი და როლან ბარტი აქ შემთხვევით არაა ერთად ნახსენები, რამეთუ როგორც როლან ბარტი იტყოდა, ნებისმიერი ტექსტი არის ქსოვილი, იგი იქსოვება სხვა ტექსტებისგან. თვითონ სიტყვა Text ლათინურად ნიშნავს ქსოვილს. :|
არმენს მოკითხვა : ) "შენი ეს წერილიც

არმენს მოკითხვა : )
59. ნ-ი-კ-ი, - 47-ე კომენტარს ბრავო. რა ვქნა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გონიერ, წესიერ და პატიოსან ადამიანებს.
ჟადენ, ძვირფასო, ახლა ძალიან კარგად მუშაობს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია. არა როგორც ავტორს ან აქ რამის გამომქვეყნებლს, მხოლოდ სამსახურებრივად და პროფესიულად მქონდა შეხება მაგათთან და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული და გაკვირვებული დავრჩი. 4 წელი, მხოლოდ კავშირების აწყობას დასჭირდა მსოფლიოს მასშტაბით. მოსინჯეთ, ვიცი კმაყოფილი დარჩებით.
ბელგარდის მოჩვენებავ, ორჯერ მოვუსმინე ყურადღებით, არ მომეწონა. არ შევდივარ იმ მილიონ ორას სამოცდარვა ათას ასრვა ადამიანში ვისაც მოეწონა. გემოვნებაზე ბევრს დავობენ. ეგეც ვიცი. ნ-ი-კ-ი, - 47-ე კომენტარს ბრავო. რა ვქნა ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გონიერ, წესიერ და პატიოსან ადამიანებს.
ჟადენ, ძვირფასო, ახლა ძალიან კარგად მუშაობს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია. არა როგორც ავტორს ან აქ რამის გამომქვეყნებლს, მხოლოდ სამსახურებრივად და პროფესიულად მქონდა შეხება მაგათთან და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული და გაკვირვებული დავრჩი. 4 წელი, მხოლოდ კავშირების აწყობას დასჭირდა მსოფლიოს მასშტაბით. მოსინჯეთ, ვიცი კმაყოფილი დარჩებით.
ბელგარდის მოჩვენებავ, ორჯერ მოვუსმინე ყურადღებით, არ მომეწონა. არ შევდივარ იმ მილიონ ორას სამოცდარვა ათას ასრვა ადამიანში ვისაც მოეწონა. გემოვნებაზე ბევრს დავობენ. ეგეც ვიცი.
58. გარკვეულ სტადიებს გადის ავტორიც და მკითხველიც, ასეც უნდა იყოს. მე რაღაცნაირად მიხარია ხოლმე ასეთი წერილები. "ჩემი აზრით" "მე ვფიქრობ" და "მგონია"_ არ არის საჭირო ამ სიტყვების დაფიქსირების აუცილებლობა, ვინაიდან კომენტარი სწორედ საკუთარი აზრის დაფიქსირებაა და რაღა საჭიროა ამის ხაზგასმა. ისე კი ნებისმიერი ავტორის მიმართ იმდანივე პატივისცემით უნდა გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები, რამდენადაც ეს ჩვენვე შეგვეფერება ანუ გვეკადრება. დიდ წილად 56-ე კომენტარს ვეთანხმები.
გარკვეულ სტადიებს გადის ავტორიც და მკითხველიც, ასეც უნდა იყოს. მე რაღაცნაირად მიხარია ხოლმე ასეთი წერილები. "ჩემი აზრით" "მე ვფიქრობ" და "მგონია"_ არ არის საჭირო ამ სიტყვების დაფიქსირების აუცილებლობა, ვინაიდან კომენტარი სწორედ საკუთარი აზრის დაფიქსირებაა და რაღა საჭიროა ამის ხაზგასმა. ისე კი ნებისმიერი ავტორის მიმართ იმდანივე პატივისცემით უნდა გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები, რამდენადაც ეს ჩვენვე შეგვეფერება ანუ გვეკადრება. დიდ წილად 56-ე კომენტარს ვეთანხმები.
57. მიღებულია, დიმა, შენი კომენტარი და იმაში გეთანხმები, რომ ხელოვნება ყველა ვარიანტში იქმნება, მაგრამ ლიტსაიტების უდავოდ დიდი ღირსებაა, რომ დამწყებ ავტორებს ეხმარებიან. ის, რის ,,დამუღამებასაც" დამწყები ავტორი თავისი ძალებით რამდენიმე წელს ანდომებს, მკითხველთან ურთიერთობა, შენიშვნების მოსმენა მის ,,მომზადებას" უფრო მნიშვნელოვანი სარბიელისთვის გარკვეულწილად აჩქარებს. ხოლო თუ ადამიანს ურთიერთობა ასეთ საიტებზე კომპეტენტურ მკითხველებსა და ავტორებთან ექნება, შედეგი მით უმეტეს გარანტირებულია. შეიძლება ამ ურთიერთობებმა ვინმეს საერთოდ უარი ათქმევინოს ლიტერატურულ მოღვაწეობაზე (რაშიც ნამდვილად არაფერია ტრაგიკული), მაგრამ მსოფლმხედველობრივად ბევრის მომცემი იქნება მაინც. რაკი შენ ლიტ.გედან და ნაწილობრივ აქედანაც ბადაგი უკვე გამოწურე, დააღვინე, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ვეღარავინ ვეღარაფერს ისწავლის :) მეც ვიცი, რომ ეს ნაწერი ,,გენიალურია" და ნერვებს ნუ მომიშლი ახლა, მეტი არც მქონია მიზნად :დ :*
მადლობა, რომ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ!
პ.ს. საკუთარი თავის რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნება სისულელეა, კლასიფიკაცია პირობითია აქ. ყველა მეტ-ნაკლებად ვასრულებთ რაღაც როლს, პერიოდულად ყველანაირ იმიჯს ვითავსებთ :) მიღებულია, დიმა, შენი კომენტარი და იმაში გეთანხმები, რომ ხელოვნება ყველა ვარიანტში იქმნება, მაგრამ ლიტსაიტების უდავოდ დიდი ღირსებაა, რომ დამწყებ ავტორებს ეხმარებიან. ის, რის ,,დამუღამებასაც" დამწყები ავტორი თავისი ძალებით რამდენიმე წელს ანდომებს, მკითხველთან ურთიერთობა, შენიშვნების მოსმენა მის ,,მომზადებას" უფრო მნიშვნელოვანი სარბიელისთვის გარკვეულწილად აჩქარებს. ხოლო თუ ადამიანს ურთიერთობა ასეთ საიტებზე კომპეტენტურ მკითხველებსა და ავტორებთან ექნება, შედეგი მით უმეტეს გარანტირებულია. შეიძლება ამ ურთიერთობებმა ვინმეს საერთოდ უარი ათქმევინოს ლიტერატურულ მოღვაწეობაზე (რაშიც ნამდვილად არაფერია ტრაგიკული), მაგრამ მსოფლმხედველობრივად ბევრის მომცემი იქნება მაინც. რაკი შენ ლიტ.გედან და ნაწილობრივ აქედანაც ბადაგი უკვე გამოწურე, დააღვინე, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ვეღარავინ ვეღარაფერს ისწავლის :) მეც ვიცი, რომ ეს ნაწერი ,,გენიალურია" და ნერვებს ნუ მომიშლი ახლა, მეტი არც მქონია მიზნად :დ :*
მადლობა, რომ წაიკითხეთ და დააკომენტარეთ!
პ.ს. საკუთარი თავის რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნება სისულელეა, კლასიფიკაცია პირობითია აქ. ყველა მეტ-ნაკლებად ვასრულებთ რაღაც როლს, პერიოდულად ყველანაირ იმიჯს ვითავსებთ :)
56. ლიტერატურა ყველაზე რადიკალური და ფეხებზემკიდია რამეა.
ვერც დააკლებს რამეს ურაკპარაკი, ვერც შესძენს
მსუბუქადაც ვერ შეეხება მხარზე ))
თუ ასე ურთიერთობა გიხარიათ ეგ კარგია, პარნასზე იდეების გარეშე
ხელოვნება იქმნება ყველაფრისგან დამოუკიდებლად
არც ბნელ ოთახებში
არც გვირილებიან მინდვრებზე
არც ეკლესიაში
არც ურაკპარაკზე
ტერიტორიული თავისებურებების გამორიცხვით
მაქსიმუმი, რაც შეუძლია სოციალურმა სივრცემ და სხვა საიტებმა
ადამიანს
ვიმეორებ - ა დ ა მ ი ა ნ ს მისცეს
არის ურთიერთობები
თავისი ინტრიგებით ლავ-სთორებით სისათუთეებით
დიდი ხანია გავხდი სუბიექტური
მიკერძოებული ცინიკოსი
მაღალი იდეების გარეშე
და მე, დიმა ბახუტაშვილი
ოფიციალურად ვადასტურებ
რომ შენი ეს წერილიც ~ როლან ბარტის ტექსტივით
ან ბებიაჩემის მოქსოვილი ქუდივით
გენიალურია ლიტერატურა ყველაზე რადიკალური და ფეხებზემკიდია რამეა.

გენიალურია
55. ყველაფერი შეგნების დონემდე დადის, თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა :)) ურაკპარაკი "მინი სამყაროაო" ამბობს მეორე ჩემი მეგობარი და "ამ საიტზე კამა რა ღირსო" ხუმრობს მესამე :)) (სიმართლის საკმაოდ დიდმარცვლიანი ხუმრობაა, ჩემი აზრით)
ამ სამეულის გარდა, კიდევ მყავს სხვებიც და მათი პოვნისთვის, ურაკპარაკს დიდი მადლობა. კიდევ იმისთვის მადლობა, რომ კარგი ნაწერებიც მხვდება და შეგრძნებებით ვივსები.
მოკლედ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქაც ძნელია ისე იყოს ყველაფერი, როგოც უნდა იყოს... ანუ მკითხველიც და ავტორიც მოწოდების სიმაღლეზე.
პ.ს. მაინც შეგნების დონეზე დადის ყველაფერი და არ მინდა აქაურობა ბაზარს დაემსგავსოს ( ჩემი აზრით, პროცესი დაწყებულია!)
სიკეთე ყველას! ყველაფერი შეგნების დონემდე დადის, თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა :)) ურაკპარაკი "მინი სამყაროაო" ამბობს მეორე ჩემი მეგობარი და "ამ საიტზე კამა რა ღირსო" ხუმრობს მესამე :)) (სიმართლის საკმაოდ დიდმარცვლიანი ხუმრობაა, ჩემი აზრით)
ამ სამეულის გარდა, კიდევ მყავს სხვებიც და მათი პოვნისთვის, ურაკპარაკს დიდი მადლობა. კიდევ იმისთვის მადლობა, რომ კარგი ნაწერებიც მხვდება და შეგრძნებებით ვივსები.
მოკლედ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქაც ძნელია ისე იყოს ყველაფერი, როგოც უნდა იყოს... ანუ მკითხველიც და ავტორიც მოწოდების სიმაღლეზე.
პ.ს. მაინც შეგნების დონეზე დადის ყველაფერი და არ მინდა აქაურობა ბაზარს დაემსგავსოს ( ჩემი აზრით, პროცესი დაწყებულია!)
სიკეთე ყველას!
54. კარგა ხანია ერთი იდეა მიტრიალებს თავში. ამ იდეის განხორციელებისგან თავს ვიკავებდი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ,,ჯანდაბას ჩემი დიეტა" - განვახორციელებ და ვნახოთ რა (დ)ეფექტი ექნება. კარგა ხანია ერთი იდეა მიტრიალებს თავში. ამ იდეის განხორციელებისგან თავს ვიკავებდი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ,,ჯანდაბას ჩემი დიეტა" - განვახორციელებ და ვნახოთ რა (დ)ეფექტი ექნება.
53. ჩემი, მე არ მომწონს და დიდი ამბავი, სოსო სიგუამ თუ არ მოიწონა :) ან საიდან დაასკვენი, რომ აღფრთოვანებული ვარ საუკათი ნაწერებით? ან გულდაწყვეტა საიდან შემატყვე? ან 48-ე + 51-ე კომენტარები რაშუაშია ამ თემასთან? ჩემი, მე არ მომწონს და დიდი ამბავი, სოსო სიგუამ თუ არ მოიწონა :) ან საიდან დაასკვენი, რომ აღფრთოვანებული ვარ საუკათი ნაწერებით? ან გულდაწყვეტა საიდან შემატყვე? ან 48-ე + 51-ე კომენტარები რაშუაშია ამ თემასთან?
52. მირაჟიე, შენ რაც გინდა ის უნდა, მაგრამ მე რას და ვის უნდა მოვუსმინო ჩემით გადავწყვეტ. სიგუას მთელი შემოქმედება და იდეა, ჩემთვის ზვიად რატიანის ერთი ლექსის ფასიც არ არის, აი იმდენად არ მაინტერესებს რას ფიქრობს რომ ენით ვერ აღგიწერ.
შენ სიგუას უსმინე მე შამუგიას მოვუსმენ, შენ შენი გზით მე ჩემი გზით. არ გამოიყვანა სიგუა ლიტერატურის მესია. თქვენ წერეთ ღმერთი-ერთი რითმით, მე საერთოდ არ დავწერ რითმმით და ასე, ისწავლეთ საწინააღმდეგო აზრის ფეხებზე დაკიდება და მოუსმინეთ https://www.youtube.com/watch?v=cwPg8gJq_Kw მირაჟიე, შენ რაც გინდა ის უნდა, მაგრამ მე რას და ვის უნდა მოვუსმინო ჩემით გადავწყვეტ. სიგუას მთელი შემოქმედება და იდეა, ჩემთვის ზვიად რატიანის ერთი ლექსის ფასიც არ არის, აი იმდენად არ მაინტერესებს რას ფიქრობს რომ ენით ვერ აღგიწერ.
შენ სიგუას უსმინე მე შამუგიას მოვუსმენ, შენ შენი გზით მე ჩემი გზით. არ გამოიყვანა სიგუა ლიტერატურის მესია. თქვენ წერეთ ღმერთი-ერთი რითმით, მე საერთოდ არ დავწერ რითმმით და ასე, ისწავლეთ საწინააღმდეგო აზრის ფეხებზე დაკიდება და მოუსმინეთ https://www.youtube.com/watch?v=cwPg8gJq_Kw
51. ბელგრადის მოჩვენება. სოსო სიგუაა ისაა, ვისი სიტყვაც უნდა გაითვალისწინო.:)) აბა, მეტი რა გითხრა.
ვიღაცას როგორ დასწყვეტია გული, ანუ 49 კომენტარის დამწერს ვგულისხმობ, ისიც 40 წელს დაბლაა, თუ არ ვცდები ;)
ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვა კრიტიკოსების აზრიც თანამედროვე პოეზიის შესახებ... წაიკითხეთ და დაუჯერეთ ამ ხალხს, გულწრფელად გირჩევთ.. ეს იმათ გასაგონად, რომლებსაც თავები გენიოსებად წარმოუდგენიათ. ახლა მაინც დარწმუნდებით, რომ ჩვენზე გაცილებით მცოდნე და განათლებულ ხალხს არ მოსწონს თქვენი პოეზია, თან არანაიარად. აგერ ფაქტი სახეზეა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა გვიანი, რომ ლექსის წერა ისწავლოთ, სიკეთეს გისურვებთ.
ბელგრადის მოჩვენება. სოსო სიგუაა ისაა, ვისი სიტყვაც უნდა გაითვალისწინო.:)) აბა, მეტი რა გითხრა.
ვიღაცას როგორ დასწყვეტია გული, ანუ 49 კომენტარის დამწერს ვგულისხმობ, ისიც 40 წელს დაბლაა, თუ არ ვცდები ;)
ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვა კრიტიკოსების აზრიც თანამედროვე პოეზიის შესახებ... წაიკითხეთ და დაუჯერეთ ამ ხალხს, გულწრფელად გირჩევთ.. ეს იმათ გასაგონად, რომლებსაც თავები გენიოსებად წარმოუდგენიათ. ახლა მაინც დარწმუნდებით, რომ ჩვენზე გაცილებით მცოდნე და განათლებულ ხალხს არ მოსწონს თქვენი პოეზია, თან არანაიარად. აგერ ფაქტი სახეზეა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა გვიანი, რომ ლექსის წერა ისწავლოთ, სიკეთეს გისურვებთ.
50. სიგუა ვინაა? სიგუა ვინაა?
49. 48. რა შუაშია ამ თემასთან ეგ კომენტი?..
გეთანხმებით, არმენ!
იმედია შეიცვლება რამე სასიკეთოდ. 48. რა შუაშია ამ თემასთან ეგ კომენტი?..
გეთანხმებით, არმენ!
იმედია შეიცვლება რამე სასიკეთოდ.
48. სოსო სიგუა: “თანამდროვე ქართულ პოეზიაში მე ვგულისხმობ ახალ თაობას. ახალ თაობაში კი შედის 40 წელს დაბლა ვინც არიან. მათ უარყვეს ქართული ლექსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ესთეტიკა; უარყვეს ის სალექსო ფორმები, რომლითაც არსებობდა დიდი ქართული პოეზია. ჩემთვის გასაგებია, რომ ახალგაზრდები ეძებენ გზას, რითაც ცდილობენ, გაამდიდრონ თანამედროვე ხედვა. მაგრამ ეს ახალი ხედვა მაშინ არის გამართლებული, როდესაც არ სცილდება ესთეტიზმს, როცა არ გავა ლიტერატურულობიდან. მარტო ის, რომ შემოიტანო პორნოგრაფია, პათოლოგია, ბილწსიტყვაობა – ორიგინალობა არ არის, ისევე, როგორც ჩაცმის ორიგინალურ სტილად არ ითვლება ის, რომ რუსთაველის გამზირზე ვინმემ ტიტველმა გაიაროს. ეს სენსაცია არ განეკუთვნება ხელოვნების სფეროს; შეიძლება უფრო ფსიქიკის პრობლემად მივიჩნიოთ, რაც ლიტერატურას ნაკლებად აინტერესებს." - ესეც თქვენი ნაქები და გენიოსებად შერაცხული პოეტები... ესეც მე ვარ? აი, რა დაწერა კაცმა, ვისაც ჩემზეც და თქვენზეც მეტი ესმის. აი, რა დაუწერა თქვენს გენიოსებად შერაცხულ პოეტებს... ამის მერე ხმა აღარ ამოგეღებათ, ჩემი აზრით, მე ბევრჯერ ვთქვი - ლექსის მაგიერ მოთხრობებს ნუ წერთ-მეთქი მაგრამ... ვოტ, ესეც ასე, პატივისცემით. სოსო სიგუა: “თანამდროვე ქართულ პოეზიაში მე ვგულისხმობ ახალ თაობას. ახალ თაობაში კი შედის 40 წელს დაბლა ვინც არიან. მათ უარყვეს ქართული ლექსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ესთეტიკა; უარყვეს ის სალექსო ფორმები, რომლითაც არსებობდა დიდი ქართული პოეზია. ჩემთვის გასაგებია, რომ ახალგაზრდები ეძებენ გზას, რითაც ცდილობენ, გაამდიდრონ თანამედროვე ხედვა. მაგრამ ეს ახალი ხედვა მაშინ არის გამართლებული, როდესაც არ სცილდება ესთეტიზმს, როცა არ გავა ლიტერატურულობიდან. მარტო ის, რომ შემოიტანო პორნოგრაფია, პათოლოგია, ბილწსიტყვაობა – ორიგინალობა არ არის, ისევე, როგორც ჩაცმის ორიგინალურ სტილად არ ითვლება ის, რომ რუსთაველის გამზირზე ვინმემ ტიტველმა გაიაროს. ეს სენსაცია არ განეკუთვნება ხელოვნების სფეროს; შეიძლება უფრო ფსიქიკის პრობლემად მივიჩნიოთ, რაც ლიტერატურას ნაკლებად აინტერესებს." - ესეც თქვენი ნაქები და გენიოსებად შერაცხული პოეტები... ესეც მე ვარ? აი, რა დაწერა კაცმა, ვისაც ჩემზეც და თქვენზეც მეტი ესმის. აი, რა დაუწერა თქვენს გენიოსებად შერაცხულ პოეტებს... ამის მერე ხმა აღარ ამოგეღებათ, ჩემი აზრით, მე ბევრჯერ ვთქვი - ლექსის მაგიერ მოთხრობებს ნუ წერთ-მეთქი მაგრამ... ვოტ, ესეც ასე, პატივისცემით.
47. მადლობა ყველას, ვისაც გიყვართ ურაკპარაკი და გსურთ მისი გაუმჯობესება და უკეთესობისკენ წასვლა. იმედია დაიხვეწება და ყველას თუ არა უმეტესობას მაინც მოეწონება
რაც შეეხება მტკივნეულ თემას - საავტორო უფლებების დაცვას ამის გადაწყვეტა ძალიან მარტივად შეიძლება. უბრალოდ თანხებთან არის დაკავშირებული თუ საჭირო იქნება, მცირედი საფასურის ფასად, შეიძლება გაიცეს მოწმობა, რომელიც უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება სასამართლო დავისას ( ცხადია თუკი საიტზე გამოქვეყნებამდე ვინმეს არ ჰქონდა ამაზე უტყუარი მტკიცებულება )
საფასური არც ისე დიდია და სავარაუდოდ 1 ლარს შეადგენს ერთ ლექსზე ან ცოტა მეტს მოთხრობაზე ან შეიძლება იქ რაღაც ვარირებაც გაკეთდეს
ასე რომ ამ საკითხს ეშველება მადლობა ყველას, ვისაც გიყვართ ურაკპარაკი და გსურთ მისი გაუმჯობესება და უკეთესობისკენ წასვლა. იმედია დაიხვეწება და ყველას თუ არა უმეტესობას მაინც მოეწონება
რაც შეეხება მტკივნეულ თემას - საავტორო უფლებების დაცვას ამის გადაწყვეტა ძალიან მარტივად შეიძლება. უბრალოდ თანხებთან არის დაკავშირებული თუ საჭირო იქნება, მცირედი საფასურის ფასად, შეიძლება გაიცეს მოწმობა, რომელიც უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება სასამართლო დავისას ( ცხადია თუკი საიტზე გამოქვეყნებამდე ვინმეს არ ჰქონდა ამაზე უტყუარი მტკიცებულება )
საფასური არც ისე დიდია და სავარაუდოდ 1 ლარს შეადგენს ერთ ლექსზე ან ცოტა მეტს მოთხრობაზე ან შეიძლება იქ რაღაც ვარირებაც გაკეთდეს
ასე რომ ამ საკითხს ეშველება
46. ,,ჩემი აზრით...“, ,,ვფიქრობ...“ ,,მგონია, რომ...“ ,,მე ვთვლი...“ – არც ერთი მოსაზრება არ დამიწერია მეზობელ საიტზე ამ და მსგავსი ფრაზების გარეშე და მაინც ... – ამ საიტზეც კი და დღესაც კი ვიმკი იქ "მოპოვებულ" სიძულვილს. :)))
ორივე "მხარეს" სჭირდება სწორი მიდგომა და სწორი აღქმა შეფასების.
თანხმობა ავტორს. მთავარია, რამდენად დავინახავთ ჩვენს თავებს ზემოთჩამოთვლილ "ტიპებში" და რამდენად მოვინდომებთ "გავიზარდოთ". ,,ჩემი აზრით...“, ,,ვფიქრობ...“ ,,მგონია, რომ...“ ,,მე ვთვლი...“ – არც ერთი მოსაზრება არ დამიწერია მეზობელ საიტზე ამ და მსგავსი ფრაზების გარეშე და მაინც ... – ამ საიტზეც კი და დღესაც კი ვიმკი იქ "მოპოვებულ" სიძულვილს. :)))
ორივე "მხარეს" სჭირდება სწორი მიდგომა და სწორი აღქმა შეფასების.
თანხმობა ავტორს. მთავარია, რამდენად დავინახავთ ჩვენს თავებს ზემოთჩამოთვლილ "ტიპებში" და რამდენად მოვინდომებთ "გავიზარდოთ".
45. არმენ, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები შენს მოსაზრებებს, რაც საიტზე გულშემატკივარი კაცის პოზიციაა, უდაოდ! ერთი ორჯერ კი მქონდა მცდელობა სათავფურცლედ შეწკეპილისთვის მოკეთეს ენით ამეხსნა, რა დათვური სამსახურია დაუმსახურებელი ქება-დიდება, მაგრამ ამან მხოლოდ აგრესია გამოიწვია...ლიტ.საიტი ხარისხიანი ლიტერატურის გამოვლენას უნდა ემსახურებოდეს და არა საახლობლოს "ტუსოვკებს". თუ კარგს, ცუდსა და საშუალოს შორის ზღვარი არ გაივლო, ვერც დებიუტანტები გაიზრდებიან და შეგვრჩება ერთი ვაი იუმორის მქონე ტელეგადაცემის სლოგანი -"დევეძალოთ საშუალოს!!!" აქ ერთხელ ასეთი "ექსპერიმენტის" მოწმეც გავხდი, მავანთა კოჰორტამ როგორ მოინდომა საკუთარი "ყოვლისშემძლეობის" დემონსტრირება და თავფურცელზე ისეთი ნაწარმოები გაიყვანა, პოეზიის ნიშანწყალიც რომ არ ეტყობოდა. რიგით მკითხველს არც ევალება ლიტერატურის პროფესიონალური ანალიზი, მაგრამ როცა ამის პრეტენზიას ის სუბიექტები აცხადებენ, რომელთაც ობიექტურ აზრზე წარმოდგენაც არ აქვთ და მხარდამჭერებიც ბლომად მოეპოვებათ, ლიტერატურის პროფანაციას ემსახურება ეს!!! ჰოდა, არმენ, შენი თქმისა არ იყოს, ლიტერატურა ხელში რომ არ ჩაგვაკვდეს, რამე ვიღონოთ, თუნდაც, არგუმენტირებული კომენტარების ავტორთა წახალისებით...გემოვნებაზე არ დაობენო! - ეს ფრაზა ბევრს ფარად აქვს აფარებული!!! უგემოვნობაზე, ბატონებო?.. არმენ, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები შენს მოსაზრებებს, რაც საიტზე გულშემატკივარი კაცის პოზიციაა, უდაოდ! ერთი ორჯერ კი მქონდა მცდელობა სათავფურცლედ შეწკეპილისთვის მოკეთეს ენით ამეხსნა, რა დათვური სამსახურია დაუმსახურებელი ქება-დიდება, მაგრამ ამან მხოლოდ აგრესია გამოიწვია...ლიტ.საიტი ხარისხიანი ლიტერატურის გამოვლენას უნდა ემსახურებოდეს და არა საახლობლოს "ტუსოვკებს". თუ კარგს, ცუდსა და საშუალოს შორის ზღვარი არ გაივლო, ვერც დებიუტანტები გაიზრდებიან და შეგვრჩება ერთი ვაი იუმორის მქონე ტელეგადაცემის სლოგანი -"დევეძალოთ საშუალოს!!!" აქ ერთხელ ასეთი "ექსპერიმენტის" მოწმეც გავხდი, მავანთა კოჰორტამ როგორ მოინდომა საკუთარი "ყოვლისშემძლეობის" დემონსტრირება და თავფურცელზე ისეთი ნაწარმოები გაიყვანა, პოეზიის ნიშანწყალიც რომ არ ეტყობოდა. რიგით მკითხველს არც ევალება ლიტერატურის პროფესიონალური ანალიზი, მაგრამ როცა ამის პრეტენზიას ის სუბიექტები აცხადებენ, რომელთაც ობიექტურ აზრზე წარმოდგენაც არ აქვთ და მხარდამჭერებიც ბლომად მოეპოვებათ, ლიტერატურის პროფანაციას ემსახურება ეს!!! ჰოდა, არმენ, შენი თქმისა არ იყოს, ლიტერატურა ხელში რომ არ ჩაგვაკვდეს, რამე ვიღონოთ, თუნდაც, არგუმენტირებული კომენტარების ავტორთა წახალისებით...გემოვნებაზე არ დაობენო! - ეს ფრაზა ბევრს ფარად აქვს აფარებული!!! უგემოვნობაზე, ბატონებო?..
44. მაგაში მეც გეთანხმები ,ლე ვან...ეგ მედლის ორი მხარეა_ხდება ასეც... ჩვენ ერთსა და იმავე პრობლემაზე ვსაუბრობთ ყველა-ოღონდ სხვადასხვა ენით...მაგრამ მე ეგ იმათზე ვთქვი,მარტო რითმა შეამჩნიეს და მის მიღმა არ იხედებიან. :) პატივისცემით მაგაში მეც გეთანხმები ,ლე ვან...ეგ მედლის ორი მხარეა_ხდება ასეც... ჩვენ ერთსა და იმავე პრობლემაზე ვსაუბრობთ ყველა-ოღონდ სხვადასხვა ენით...მაგრამ მე ეგ იმათზე ვთქვი,მარტო რითმა შეამჩნიეს და მის მიღმა არ იხედებიან. :) პატივისცემით
43. რაც შეეხება ,,მერხი_ფეხის ``გარითმვას( ლე ვინი)- თუ ასეთი სუსტი რითმა აქა-იქ გამოერია,არაა დიდი ტრაგედია,ბევრ დიდ პოეტსაც აქვს ასეთი ლაფსუსები,მაგრამ შეიძლება თვითონ ლექსი იყოს ყურადღების მისაქცევი.ვიცი ბევრი ავტორი,რითმათთხზვადობის პროცესში მთავარი სათქმელი,იდეა,მხატვრული მხარე,ემოციურობა,მელოდიურობა რომ ცხრა მთას იქით ეპარება და მისი ლექსი უსულო,მაგრამ ლამაზ თოჯინას გაგონებს... არაკომპეტენტური კრიტიკოსი(ამ შემთხვევაში-მკითხველი) ,პირდაპირ ამ რითმებს მივარდება ხოლმე-რადგან ზედაპირზე დევს და პატარა ბავშვიც კი ადვილად ამჩნევს.ასეთი ,,სუსტი" რითმებით გასულ საუკუნეში შედევრები შეიქმნა...თუ მის გარდა ვერაფერს დავინახავთ და განუწყვეტლივ ,,რითმები,რითმებიო" ვუკიჟინებთ,ბევრ ახალგაზრდა,ნიჭიერ პოეტს ეკარგება ასე სტიმული...და საერთოდ წყვეტს ლექსების დადებას,ანუ ზრდას,( ვიცი ამის ფაქტები)
მსგავსი მსჯელობა თავისთავად მისაღებია. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არის აქ ,,ლექსები" სადაც არც რიტმია, არც რითმა, არც აზრი, არც ემოცია... გამოტენილია გრამატიკული შეცდომებით. ჰოდა მაინც ვაშა-ურაა ატეხილი კომენტარებში. დაუმსახურებელი ქება-დიდება უფრო ვნებს ჩემი აზრით ავტორს. რაც შეეხება ,,მერხი_ფეხის ``გარითმვას( ლე ვინი)- თუ ასეთი სუსტი რითმა აქა-იქ გამოერია,არაა დიდი ტრაგედია,ბევრ დიდ პოეტსაც აქვს ასეთი ლაფსუსები,მაგრამ შეიძლება თვითონ ლექსი იყოს ყურადღების მისაქცევი.ვიცი ბევრი ავტორი,რითმათთხზვადობის პროცესში მთავარი სათქმელი,იდეა,მხატვრული მხარე,ემოციურობა,მელოდიურობა რომ ცხრა მთას იქით ეპარება და მისი ლექსი უსულო,მაგრამ ლამაზ თოჯინას გაგონებს... არაკომპეტენტური კრიტიკოსი(ამ შემთხვევაში-მკითხველი) ,პირდაპირ ამ რითმებს მივარდება ხოლმე-რადგან ზედაპირზე დევს და პატარა ბავშვიც კი ადვილად ამჩნევს.ასეთი ,,სუსტი" რითმებით გასულ საუკუნეში შედევრები შეიქმნა...თუ მის გარდა ვერაფერს დავინახავთ და განუწყვეტლივ ,,რითმები,რითმებიო" ვუკიჟინებთ,ბევრ ახალგაზრდა,ნიჭიერ პოეტს ეკარგება ასე სტიმული...და საერთოდ წყვეტს ლექსების დადებას,ანუ ზრდას,( ვიცი ამის ფაქტები)
მსგავსი მსჯელობა თავისთავად მისაღებია. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არის აქ ,,ლექსები" სადაც არც რიტმია, არც რითმა, არც აზრი, არც ემოცია... გამოტენილია გრამატიკული შეცდომებით. ჰოდა მაინც ვაშა-ურაა ატეხილი კომენტარებში. დაუმსახურებელი ქება-დიდება უფრო ვნებს ჩემი აზრით ავტორს.
42. ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ერთმა პირადში მთხოვა წაიკითხე ჩემი ლექსი და შემიფასეო. წავიკითხე და დავუკომენტარე და მომენტალურად მომწერა პირადში ისევ: როგორ, უმაღლესი შეფასებაც არ დამიწერეო? ძალიან მინდა თავფურცელზე გასვლაო. მოკლედ დავუწერე და მეორე თვის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შევცდი(თ), რადგან როგორც აღმოჩნდა, ამ ავტორმა მთელ საიტს ჩამოურბინა ანალოგიური თხოვნით და გავათავფურცლეთ, პირველ ნომრად გავიყვანეთ.
:) მეც მახსოვს ასეთები.
ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ერთმა პირადში მთხოვა წაიკითხე ჩემი ლექსი და შემიფასეო. წავიკითხე და დავუკომენტარე და მომენტალურად მომწერა პირადში ისევ: როგორ, უმაღლესი შეფასებაც არ დამიწერეო? ძალიან მინდა თავფურცელზე გასვლაო. მოკლედ დავუწერე და მეორე თვის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შევცდი(თ), რადგან როგორც აღმოჩნდა, ამ ავტორმა მთელ საიტს ჩამოურბინა ანალოგიური თხოვნით და გავათავფურცლეთ, პირველ ნომრად გავიყვანეთ.
:) მეც მახსოვს ასეთები.
41. =D მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები,ნეტავ? =D მგონი,არც ერთს ! =D მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები,ნეტავ? =D მგონი,არც ერთს !
40. მე ვარ ეგოისტი მკითხველი. პირველ რიგში, როდესაც ნაწერის კითხვას ვიწყებ, პირადად მე მინდა რომ სიამოვნება მივიღო, მხოლოდ საკუთარ ემოციურ "გამორჩეაზე" ვფიქრობ. ხშირად არც მაინტერესებს ავტორი. მთავარია მომეწონოს ლექსი, რაც საშინლად მახარებს ხოლმე. თუ მომწონს რაღაცით მაინც და ვხედავ რამოდენიმე ხარვეზს, რის გასწორებაც ჩემი აზრით ნაწერს უკეთესს გახდის, ყოველთვის ვწერ. გაითვალისწინებს თუ არა, უკვე ავტორის საქმეა.
პიროვნული დამოკიდებულება ავტორის მიმართ კი, კომენტარებიდან იწყება. არ აქვს მნიშვნელობა პირადად მე გამცეს პასუხი, თუ სხვას. გენიოს პოეტობას არავინ არავის სთხოვს, მაგრამ როცა კომენტარში აშკარად ჩანს გენიოსი პოეტის დონის გონორი, საშინლად მაღიზიანებს და ვაღიარებ, მოქმედებს კიდეც შემდეგი კომენტარის ტონზე ამ ავტორთან, ანუ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო ამ "აღიარებითი ჩვენებებით", შეიძლება ამ ნაწერში ჩამოთვლილ ყველა თვისებას ვაერთიანებდე პერიოდულად, კონკრეტული სიტუაციისდა მიხედვით.
დარეგისტრირების დღიდან მახსოვს - "გენაცვალე,თბილო,ჩაგეხუტე, მოგეფერე" და მისთ. კომენტარები, თუმცა, საბედნიეროდ, საიტმა მაინც მოაღწია აქამდე.ურაკპარაკის მთავარი ხიბლი სწორედ ეს თავისუფალი ფორმატი მგონია. ადრე მეც ვფიქრობდი, რომ უნდა იყოს მკაცრად დადგენილი წესები და ნორმები და მერე მივხვდი, ვერანაირი წესი და კანონი ვერ აჯობებს ჩვენს საკუთარ თავებში დადგენილ ადამიანურ კანონებსა და ნორმებს და სწორედ ამ თავისუფალ, ვიტყვი, დრეიფშია ამ საიტის მთავარი პლიუსი. ყველაზე ძალიან, ალბათ კარგი ბიბლიოთეკა "დახატავდა" ურაკპარაკს.რომელსაც, სასურველია თუ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი შეადგენდა. და "მოფერებითი" კომენტარების გარდა ასე თუ ისე საქმიანი კომენტარები, რომლის დატოვებასაც არავინ არავის უშლის. ვისაც გული შესტკივა, ყოველთვის შეუძლია, პერიოდულად მაინც შემოვიდეს და გააცოცხლოს მაგ მხრივ საიტი. დანარჩენი რა, ქარავანი ნელა, მაგრამ მაინც მიდის ხოლმე თავის გზით...
პ.ს..კი,წლებია არსებობს საქართველოში "საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც როგორც ვიცი, დიდად არც არაფერს აკეთებს და იმ ავტორების, რომლებიც, ასევე წლებია დარეგისტრირებულები არიან ამ ასოციაციაში არცერთი სერიოზული საჩივარი არ დაუკმაყოფილებიათ. არავინაა საქართველოში დაცული საავტორო უფლებების დარღევისგან. მე ვარ ეგოისტი მკითხველი. პირველ რიგში, როდესაც ნაწერის კითხვას ვიწყებ, პირადად მე მინდა რომ სიამოვნება მივიღო, მხოლოდ საკუთარ ემოციურ "გამორჩეაზე" ვფიქრობ. ხშირად არც მაინტერესებს ავტორი. მთავარია მომეწონოს ლექსი, რაც საშინლად მახარებს ხოლმე. თუ მომწონს რაღაცით მაინც და ვხედავ რამოდენიმე ხარვეზს, რის გასწორებაც ჩემი აზრით ნაწერს უკეთესს გახდის, ყოველთვის ვწერ. გაითვალისწინებს თუ არა, უკვე ავტორის საქმეა.
პიროვნული დამოკიდებულება ავტორის მიმართ კი, კომენტარებიდან იწყება. არ აქვს მნიშვნელობა პირადად მე გამცეს პასუხი, თუ სხვას. გენიოს პოეტობას არავინ არავის სთხოვს, მაგრამ როცა კომენტარში აშკარად ჩანს გენიოსი პოეტის დონის გონორი, საშინლად მაღიზიანებს და ვაღიარებ, მოქმედებს კიდეც შემდეგი კომენტარის ტონზე ამ ავტორთან, ანუ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო ამ "აღიარებითი ჩვენებებით", შეიძლება ამ ნაწერში ჩამოთვლილ ყველა თვისებას ვაერთიანებდე პერიოდულად, კონკრეტული სიტუაციისდა მიხედვით.
დარეგისტრირების დღიდან მახსოვს - "გენაცვალე,თბილო,ჩაგეხუტე, მოგეფერე" და მისთ. კომენტარები, თუმცა, საბედნიეროდ, საიტმა მაინც მოაღწია აქამდე.ურაკპარაკის მთავარი ხიბლი სწორედ ეს თავისუფალი ფორმატი მგონია. ადრე მეც ვფიქრობდი, რომ უნდა იყოს მკაცრად დადგენილი წესები და ნორმები და მერე მივხვდი, ვერანაირი წესი და კანონი ვერ აჯობებს ჩვენს საკუთარ თავებში დადგენილ ადამიანურ კანონებსა და ნორმებს და სწორედ ამ თავისუფალ, ვიტყვი, დრეიფშია ამ საიტის მთავარი პლიუსი. ყველაზე ძალიან, ალბათ კარგი ბიბლიოთეკა "დახატავდა" ურაკპარაკს.რომელსაც, სასურველია თუ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი შეადგენდა. და "მოფერებითი" კომენტარების გარდა ასე თუ ისე საქმიანი კომენტარები, რომლის დატოვებასაც არავინ არავის უშლის. ვისაც გული შესტკივა, ყოველთვის შეუძლია, პერიოდულად მაინც შემოვიდეს და გააცოცხლოს მაგ მხრივ საიტი. დანარჩენი რა, ქარავანი ნელა, მაგრამ მაინც მიდის ხოლმე თავის გზით...
პ.ს..კი,წლებია არსებობს საქართველოში "საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც როგორც ვიცი, დიდად არც არაფერს აკეთებს და იმ ავტორების, რომლებიც, ასევე წლებია დარეგისტრირებულები არიან ამ ასოციაციაში არცერთი სერიოზული საჩივარი არ დაუკმაყოფილებიათ. არავინაა საქართველოში დაცული საავტორო უფლებების დარღევისგან.
39. მე მკითხველის რომელ კატეგორიას მიმაკუთვნებთ, ბატონო არმენ? :) მე მკითხველის რომელ კატეგორიას მიმაკუთვნებთ, ბატონო არმენ? :)
38. მეც თქვენსავით მიყვარს აქაურობა ... ამდენი წელია აქ ვარ და მშობლიურივით გახდა ჩემთვისაც...:) ამიტომაც გვინდა ალბათ რომ უფრო დაიხვეწოს ,ლიტერატურული თვალსაზრისით, ნიჭიერი ავტორები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა, თავფურცელზე იქნება ეს თუ შეფასების დროს...მინდა ყველას ჰქონდეს ობიექტურობის განცდა და სურვილი ჰქონდეთ აქ რამის განთავსების...მოკლედ ყველაფერი კაი მინდა მეც თქვენსავით...:-* ნეფერტარ, მგონი თუ არ ვცდები აქვს საიტს ბიბლიოთეკა, სადაც თავფურცელზე გასული ნაწერები ინახება...არქივი ანუ...აქვს თუ გეგმაში იყო მაგის ქონა, ზუსტად აღარ მახსოვს...:)) მეც თქვენსავით მიყვარს აქაურობა ... ამდენი წელია აქ ვარ და მშობლიურივით გახდა ჩემთვისაც...:) ამიტომაც გვინდა ალბათ რომ უფრო დაიხვეწოს ,ლიტერატურული თვალსაზრისით, ნიჭიერი ავტორები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა, თავფურცელზე იქნება ეს თუ შეფასების დროს...მინდა ყველას ჰქონდეს ობიექტურობის განცდა და სურვილი ჰქონდეთ აქ რამის განთავსების...მოკლედ ყველაფერი კაი მინდა მეც თქვენსავით...:-* ნეფერტარ, მგონი თუ არ ვცდები აქვს საიტს ბიბლიოთეკა, სადაც თავფურცელზე გასული ნაწერები ინახება...არქივი ანუ...აქვს თუ გეგმაში იყო მაგის ქონა, ზუსტად აღარ მახსოვს...:))
37. მკითხველი და კრიტიკოსი ხდის პოპულარულს ნაწარმოებს. - სხვა ვინ? საკუთესო გაყიდვას " ბესთსელლერ" - როგორ ხდება წიგნი, - რეკლამას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ მარტო რეკლამის ამბავი არაა.
ბოლო პოსტი:
ვისაც გული შესტკივა ურაკპარაკზე და მართლა უნდა ამ საიტის განვითარება წინსვლით, - PM ში მომწეროს.
მკითხველი და კრიტიკოსი ხდის პოპულარულს ნაწარმოებს. - სხვა ვინ? საკუთესო გაყიდვას " ბესთსელლერ" - როგორ ხდება წიგნი, - რეკლამას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ მარტო რეკლამის ამბავი არაა.
ბოლო პოსტი:
ვისაც გული შესტკივა ურაკპარაკზე და მართლა უნდა ამ საიტის განვითარება წინსვლით, - PM ში მომწეროს.
36. ჩემი მოკრძალებული აზრით, მკითხველს ამხელა გავლენა არ უნდა ჰქონდეს (არც აქვს) ავტორზე ( მათზე, ვინც რაიმე ღირებულს ქმნის).
პატივისცემით, ზარმაცი მკითხველი ი.მ. :)
ჩემი მოკრძალებული აზრით, მკითხველს ამხელა გავლენა არ უნდა ჰქონდეს (არც აქვს) ავტორზე ( მათზე, ვინც რაიმე ღირებულს ქმნის).
პატივისცემით, ზარმაცი მკითხველი ი.მ. :)
35. მადლობა ნეფერტარ...ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საქართველოში არსებობდა "საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, " იცოდე კანონი და იქნები დაცული... :) მადლობა მადლობა ნეფერტარ...ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საქართველოში არსებობდა "საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, " იცოდე კანონი და იქნები დაცული... :) მადლობა
34. არსებობს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც საქპატენტთან არსებობს. ტელევიზიის პირდაპირ არიან. უნდა მიბრძანდეთ, რაგისტრაცია გაიაროთ როგორც ავტორმა, დაგიდებენ ხელშეკრულებას და აბა მერე, ვინმემ გაბედოს თქვენი ნაშრომის გამოყენება "გადახდის" და სათანადო პროცედურების გარეშე. მთელი მსოფლიოს სისტემაშია ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ.
მათი მომსახურება რაღაც ღირს (მაგრამ გადახდა ღირს, რადგან სიმბლურია და მთელ მსოფლიოს ადევნებენ თვალყურს)- ზუსტად არ ვიცი ოღონდ რამდენია, - გავარკვევ, დავურეკავ ხვალვე.
აგერაა მათი საიტი : http://www.sas.org.ge/
აგერაა საქპატენტის საავტორო უფლებების გვერდი: http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=3
დარეგისტრირდით: იცოდე კანონი და იქნები დაცული... :)
არსებობს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც საქპატენტთან არსებობს. ტელევიზიის პირდაპირ არიან. უნდა მიბრძანდეთ, რაგისტრაცია გაიაროთ როგორც ავტორმა, დაგიდებენ ხელშეკრულებას და აბა მერე, ვინმემ გაბედოს თქვენი ნაშრომის გამოყენება "გადახდის" და სათანადო პროცედურების გარეშე. მთელი მსოფლიოს სისტემაშია ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ.
მათი მომსახურება რაღაც ღირს (მაგრამ გადახდა ღირს, რადგან სიმბლურია და მთელ მსოფლიოს ადევნებენ თვალყურს)- ზუსტად არ ვიცი ოღონდ რამდენია, - გავარკვევ, დავურეკავ ხვალვე.
აგერაა მათი საიტი : http://www.sas.org.ge/
აგერაა საქპატენტის საავტორო უფლებების გვერდი: http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=3
დარეგისტრირდით: იცოდე კანონი და იქნები დაცული... :)
33. "პილიგრიმის გურული ვეფხისტყაოსანი გაზეთამ კვირის პალიტრამ მოიპარა და სხვა ავტორის სახელით დაბეჭდა. - აფერუმ კვირის პალიტრას. " ეგ ამბავი მეც ვიცი და მაინტერესებს, როგორ დამთავრდა? ისე, აქ გამოქვეყნებული ნაწერის,( თუ რომელიმე ღირებულია,) ხომ ყველას მოპარვა და მითვისებაა შესაძლებელი? როგორ უნდა დაიზღვიოს ავტორმა თავი? ნუ კითხვა დავსვი და , აქ ამაზე ვინ მიპასუხებს :D "პილიგრიმის გურული ვეფხისტყაოსანი გაზეთამ კვირის პალიტრამ მოიპარა და სხვა ავტორის სახელით დაბეჭდა. - აფერუმ კვირის პალიტრას. " ეგ ამბავი მეც ვიცი და მაინტერესებს, როგორ დამთავრდა? ისე, აქ გამოქვეყნებული ნაწერის,( თუ რომელიმე ღირებულია,) ხომ ყველას მოპარვა და მითვისებაა შესაძლებელი? როგორ უნდა დაიზღვიოს ავტორმა თავი? ნუ კითხვა დავსვი და , აქ ამაზე ვინ მიპასუხებს :D
32. არმენ არაფრის განვრცობას არ ვაპირებ მე. ნებისმიერ სფეროში ხელოვნებაა, ლიტერატურა - თუ მომსახურების სფერო,-მომხმარებელი გეყოლება თუ მკითხველი, - რეჟისორი ხარ, პოეტი თუ პროზაიკოსი პატივი უნდა სცე და მის ღირსებაზე იფიქრო. (მხატვარს და კომპოზიტორს არ ეხება). ბანკირი შენ ხარ არმენ, - მე იურისტი ვარ და სხვანაირად ვუყურებ ბანკირებსაც და ცხოვრებსაც. სუბიექტურიც ნუ იქნები, რადგან შენ ვინც გყავს მხედველობაში, - მე ის ავტორი სრულიადაც არ მყავს მხედველობაში.
აქედან გამომდინარე ადმინისტრატორებთან და ჟიურისთან განსაკუთრებით - მაქვს ასეთი წინადადება.
თავფურცელზე ერთი და იგივე ნაწარმოები, თუ მას დასრულებული სახე ჰქონდა (მოთხრობა,ლექსი, ნოველა, პოემა, მინიმა თუ სხვა) - მისი გენიალურობის ან და ავტორის პოპლულარობის მიუხედავად - მეორედ თავფურცელზე აღარ უნდა მოხვდეს. - ერთი და იგივე ნაწერით "რჩეული ავტორი" - ორჯერ არავინ არ უნდა გახდეს, - ისევე როგორც ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთიადამიანი ორჯერ არ უნდა დაისაჯოს. ეს უნდა იქცეს შეუქცევად წესად.
ამასთანავე ყველა ნამუშევარი, რომელიც თავფურცელზე მოხვდა - ცალკე არქივად უნდა არსებობდეს. თუ ავტორი თავის გვერდს გააუქმებს, ამ არქივიდან მაინც არაფერი არ უნდა წაიშალოს. ამითი თავფურცელზე გასული ავტორის გენიალური ამბიციები დაკმაყოფილდება , მემკვიდრეობითობა დაცული იქნება და მკითხველებს განსაკუთრებით ემიგრანტებს - შეეძლებათ ერთად გაეცნონ წლის თუ თვის საუკეთესი ნაშრომებს.
თუ ვინმეს მათი ნაწერის გამოქვეყნება მოუნდება ბეჭდვით ორგანოში ან ავტორს მიმართოს ან ურაკპარაკის ადმინისტრაციას. ამითი ლიტერატურულ ქურდობასაც მოვსპობთ და საავტორო უფლებასაც დავიცავთ. პილიგრიმის გურული ვეფხისტყაოსანი გაზეთამ კვირის პალიტრამ მოიპარა და სხვა ავტორის სახელით დაბეჭდა. - აფერუმ კვირის პალიტრას.
არმენ არაფრის განვრცობას არ ვაპირებ მე. ნებისმიერ სფეროში ხელოვნებაა, ლიტერატურა - თუ მომსახურების სფერო,-მომხმარებელი გეყოლება თუ მკითხველი, - რეჟისორი ხარ, პოეტი თუ პროზაიკოსი პატივი უნდა სცე და მის ღირსებაზე იფიქრო. (მხატვარს და კომპოზიტორს არ ეხება). ბანკირი შენ ხარ არმენ, - მე იურისტი ვარ და სხვანაირად ვუყურებ ბანკირებსაც და ცხოვრებსაც. სუბიექტურიც ნუ იქნები, რადგან შენ ვინც გყავს მხედველობაში, - მე ის ავტორი სრულიადაც არ მყავს მხედველობაში.
აქედან გამომდინარე ადმინისტრატორებთან და ჟიურისთან განსაკუთრებით - მაქვს ასეთი წინადადება.
თავფურცელზე ერთი და იგივე ნაწარმოები, თუ მას დასრულებული სახე ჰქონდა (მოთხრობა,ლექსი, ნოველა, პოემა, მინიმა თუ სხვა) - მისი გენიალურობის ან და ავტორის პოპლულარობის მიუხედავად - მეორედ თავფურცელზე აღარ უნდა მოხვდეს. - ერთი და იგივე ნაწერით "რჩეული ავტორი" - ორჯერ არავინ არ უნდა გახდეს, - ისევე როგორც ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთიადამიანი ორჯერ არ უნდა დაისაჯოს. ეს უნდა იქცეს შეუქცევად წესად.
ამასთანავე ყველა ნამუშევარი, რომელიც თავფურცელზე მოხვდა - ცალკე არქივად უნდა არსებობდეს. თუ ავტორი თავის გვერდს გააუქმებს, ამ არქივიდან მაინც არაფერი არ უნდა წაიშალოს. ამითი თავფურცელზე გასული ავტორის გენიალური ამბიციები დაკმაყოფილდება , მემკვიდრეობითობა დაცული იქნება და მკითხველებს განსაკუთრებით ემიგრანტებს - შეეძლებათ ერთად გაეცნონ წლის თუ თვის საუკეთესი ნაშრომებს.
თუ ვინმეს მათი ნაწერის გამოქვეყნება მოუნდება ბეჭდვით ორგანოში ან ავტორს მიმართოს ან ურაკპარაკის ადმინისტრაციას. ამითი ლიტერატურულ ქურდობასაც მოვსპობთ და საავტორო უფლებასაც დავიცავთ. პილიგრიმის გურული ვეფხისტყაოსანი გაზეთამ კვირის პალიტრამ მოიპარა და სხვა ავტორის სახელით დაბეჭდა. - აფერუმ კვირის პალიტრას.
31. დიდი მადლობა, ქ-ნო ნინო, ამ სიტყვებისთვის! მართალი ბრძანდებით! რომელიმე ახალი წევრი გულიან მოკითხვას, თბილ სალამს თუ გადააწყდება, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აქ კლანია და ის ზედმეტია, შანსი არ აქვს. ნუ დაავიწდებათ, რომ მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორებიც ადამიანები არიან, 99% გახსნილია, არავის აღიქვამს ჭიანჭველად და მზადაა სამეგობროდ. რა ვიცი, ჩემთვის პირადად ზემოდან არავის გადმოუხედია, ხან ჩემი, ხან სხვისი მხრიდან წამოსულა ინიციატივა, შევხვედრილვართ, გაგვიცნია ერთმანეთი და ვმეგობრობთ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ ხოლმე.
დიდი მადლობა, ქ-ნო ნინო, ამ სიტყვებისთვის! მართალი ბრძანდებით! რომელიმე ახალი წევრი გულიან მოკითხვას, თბილ სალამს თუ გადააწყდება, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აქ კლანია და ის ზედმეტია, შანსი არ აქვს. ნუ დაავიწდებათ, რომ მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორებიც ადამიანები არიან, 99% გახსნილია, არავის აღიქვამს ჭიანჭველად და მზადაა სამეგობროდ. რა ვიცი, ჩემთვის პირადად ზემოდან არავის გადმოუხედია, ხან ჩემი, ხან სხვისი მხრიდან წამოსულა ინიციატივა, შევხვედრილვართ, გაგვიცნია ერთმანეთი და ვმეგობრობთ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ ხოლმე.
30. ქვემო კომენტარსაც გამოვეხმაურები და გამაგდეთ , შემოვიჭრები ხოლმე :)) ზუსტად იგივე განცდა მაქვს მე , როდესაც ნიკი ამ საიტს ქმნიდა აი, როგორ გითხრათ , გულისფანცქალით ველოდებოდი და წამდაუწუმ გულს ვუჭამდი, ჰა რა ქენი, ჰა, რა ხდება , გამოდის ? არ გამოდის ? .... ამა წინათ ვიცნოდით კიდეც , ჯერ მე ვარ დარეგისტრირებულიო და ჩემს მერე შენო :)) ძალიან მშობლიურია და თავის დროზე ხომ საერთოდ , ამომასუნთქა და გადამარჩინა ამ საიტმა, არ ვაჭარბებ , მართლა ... მაშინ მახსოვს ლიტ.გეზე ისეთი აუტანელი სიტუაცია იყო , რა ვქნა ასე იყო , ვისაც უნდა ეწყინოს ახლა და ნიკი სულ ამბობდა გავაკეთებ საიტს და ... ჰა , გააკეთა და შევეფარე თიტქოს აქაურობას. მიხარია ზალიან , რომ ლიტ.ჯიდან დაწყებული და მერე აქ , ძალიან ბევრი ადამიანი შევიძინე , ვმეგობრობთ და არა მხოლოდ მათ გარეშე, ამ საიტის გარეშეც კი ვეღარ წამომიდგენია ცხოვრება . ქვემო კომენტარსაც გამოვეხმაურები და გამაგდეთ , შემოვიჭრები ხოლმე :)) ზუსტად იგივე განცდა მაქვს მე , როდესაც ნიკი ამ საიტს ქმნიდა აი, როგორ გითხრათ , გულისფანცქალით ველოდებოდი და წამდაუწუმ გულს ვუჭამდი, ჰა რა ქენი, ჰა, რა ხდება , გამოდის ? არ გამოდის ? .... ამა წინათ ვიცნოდით კიდეც , ჯერ მე ვარ დარეგისტრირებულიო და ჩემს მერე შენო :)) ძალიან მშობლიურია და თავის დროზე ხომ საერთოდ , ამომასუნთქა და გადამარჩინა ამ საიტმა, არ ვაჭარბებ , მართლა ... მაშინ მახსოვს ლიტ.გეზე ისეთი აუტანელი სიტუაცია იყო , რა ვქნა ასე იყო , ვისაც უნდა ეწყინოს ახლა და ნიკი სულ ამბობდა გავაკეთებ საიტს და ... ჰა , გააკეთა და შევეფარე თიტქოს აქაურობას. მიხარია ზალიან , რომ ლიტ.ჯიდან დაწყებული და მერე აქ , ძალიან ბევრი ადამიანი შევიძინე , ვმეგობრობთ და არა მხოლოდ მათ გარეშე, ამ საიტის გარეშეც კი ვეღარ წამომიდგენია ცხოვრება .
29. ჭა, ახლა იმან დამაფიქრა კიდევ, რომ თურმე მეგობრები მხოლოდ დადებითად ვაფასებთ ერთმანეთს, უმაღლეს ქულებს ,,ვუგროვებთ" და ალბათ ვინმე ფიქრობს კიდეც, რომ ჩაწყობებით თავფურცელზეც გაგვყავს. შემაშფოთებელი ამბავია, რადგან ეს ასე არ ხდება. შენ, როგორც საიტის სტაჟიანმა წევრმა, იცი ეს. მაგრამ მე უძლური ვარ ვინმეს იმაში დასარწმუნებლად, რომ არანაირი კლანი არ არსებობს. ყველაზე მეტად რატომ მაწუხებს ურაკპარაკის ჩიხში ყოფნა იცი?-ეს საიტი საკუთარივით მიყვარს, რადგან უამრავი ადამიანი შევიძინე, კიდევაც შევიძენ და ბავშვივით მიხარია ხოლმე, როცა რომელიმე ,,აქაურს" პირადად ვიცნობ. მადლობა ნიკის, რომ შექმნა ურაკპარაკი! ამ საიტმა როგორც ავტორს, ბევრი მომცა, აქ შევიძინე მეგობრები, რომლებსაც სამწუხაროდ იშიათად ვნახულობ და მათ გარეშე ვერანაირი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია. ვიმეგობროთ, ადამიანურად გამოვეხმაუროთ ერთმანეთს და ყველაფერი დალაგდება. ჭა, ახლა იმან დამაფიქრა კიდევ, რომ თურმე მეგობრები მხოლოდ დადებითად ვაფასებთ ერთმანეთს, უმაღლეს ქულებს ,,ვუგროვებთ" და ალბათ ვინმე ფიქრობს კიდეც, რომ ჩაწყობებით თავფურცელზეც გაგვყავს. შემაშფოთებელი ამბავია, რადგან ეს ასე არ ხდება. შენ, როგორც საიტის სტაჟიანმა წევრმა, იცი ეს. მაგრამ მე უძლური ვარ ვინმეს იმაში დასარწმუნებლად, რომ არანაირი კლანი არ არსებობს. ყველაზე მეტად რატომ მაწუხებს ურაკპარაკის ჩიხში ყოფნა იცი?-ეს საიტი საკუთარივით მიყვარს, რადგან უამრავი ადამიანი შევიძინე, კიდევაც შევიძენ და ბავშვივით მიხარია ხოლმე, როცა რომელიმე ,,აქაურს" პირადად ვიცნობ. მადლობა ნიკის, რომ შექმნა ურაკპარაკი! ამ საიტმა როგორც ავტორს, ბევრი მომცა, აქ შევიძინე მეგობრები, რომლებსაც სამწუხაროდ იშიათად ვნახულობ და მათ გარეშე ვერანაირი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია. ვიმეგობროთ, ადამიანურად გამოვეხმაუროთ ერთმანეთს და ყველაფერი დალაგდება.
28. ეს კონკრეტულად შენზე არ დამიწერია, ზოგადად ვთქვი, რადგან ეს პრობლემა რომ არსებობს ეს ცხადია. და კიდევ, ერთში გეთანხმები, რომ ყველამ თავის შეფასება უნდა დაიწყოს შემდეგი სიტყვებით - "ჩემი აზრით" რადგან ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას ერთიდაიგივე რამ ვერ მოეწონება რას ვიზამთ, ეს ხომ არაა ახალი ფენომენი, ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება. კიდევ რისი თქმაც მინდა ისაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ლიტერატურული ავტორიტეტი თუ ა. შ. ვინც არ უნდა იყოს, ნურავის ეგონება, რომ რახამ მან შეაფასა კონკრეტული ავტორი დადებითად ან უარყოფითად აუცილებლად მართალია და არ ცდება. გრიგოლ ორბელიანი შეცდა ბარათაშვილის შეფასებისას, არც ნიჭი ეკლდა, არც განათლება და არც არაფერი და ახლა ვიღაცა აქ, რომელსაც აქებენ, ის დაუწერს ვიღაცას კარგს ან ცუდ კომენტარს და მერე იმის მტკიცება, რომ რახამ მან დაწერა აუცილებლად მართალია და წვეთი არ გავარდება მის სიტყვებს, ეს არის უაზრობა უბრადლოდ, გაუაზრებელი საუბარი. შენზე არ ვიძახი ზოგადად ვამბობ, ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს ლიტერატორი თუ ა. შ. - ნურავის ეგონება, რომ აუცილებლად მისი აზრია სწორი და სხვის აზრს პატივი არ უნდა სცეს. ოღონდ ამას ვიძახი ისეთ ავტორებზე, რომლებიც რაღაცას წერე ნორმალურს, თორემ ახლა სალუქვაძე რომ პოეზიის ანტონიმია ეს ყველამ ვიცით და მტკიცება არს სჭირდება და არც დროა საჭირო რომ მტყუან-მართალი გაირკვეს. ეს კონკრეტულად შენზე არ დამიწერია, ზოგადად ვთქვი, რადგან ეს პრობლემა რომ არსებობს ეს ცხადია. და კიდევ, ერთში გეთანხმები, რომ ყველამ თავის შეფასება უნდა დაიწყოს შემდეგი სიტყვებით - "ჩემი აზრით" რადგან ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას ერთიდაიგივე რამ ვერ მოეწონება რას ვიზამთ, ეს ხომ არაა ახალი ფენომენი, ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება. კიდევ რისი თქმაც მინდა ისაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ლიტერატურული ავტორიტეტი თუ ა. შ. ვინც არ უნდა იყოს, ნურავის ეგონება, რომ რახამ მან შეაფასა კონკრეტული ავტორი დადებითად ან უარყოფითად აუცილებლად მართალია და არ ცდება. გრიგოლ ორბელიანი შეცდა ბარათაშვილის შეფასებისას, არც ნიჭი ეკლდა, არც განათლება და არც არაფერი და ახლა ვიღაცა აქ, რომელსაც აქებენ, ის დაუწერს ვიღაცას კარგს ან ცუდ კომენტარს და მერე იმის მტკიცება, რომ რახამ მან დაწერა აუცილებლად მართალია და წვეთი არ გავარდება მის სიტყვებს, ეს არის უაზრობა უბრადლოდ, გაუაზრებელი საუბარი. შენზე არ ვიძახი ზოგადად ვამბობ, ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს ლიტერატორი თუ ა. შ. - ნურავის ეგონება, რომ აუცილებლად მისი აზრია სწორი და სხვის აზრს პატივი არ უნდა სცეს. ოღონდ ამას ვიძახი ისეთ ავტორებზე, რომლებიც რაღაცას წერე ნორმალურს, თორემ ახლა სალუქვაძე რომ პოეზიის ანტონიმია ეს ყველამ ვიცით და მტკიცება არს სჭირდება და არც დროა საჭირო რომ მტყუან-მართალი გაირკვეს.
27. მეც ვეთანხმები ჭას, საიტზე რომ იყოს გარკვეული ჯგუფი,კომპეტენტური ამ ამბავში, რომელთაც ექნებათ შეფასების შესაძლებლობა , არა მგონია ეს საწყენი იყოს სხვა დანარჩენი წევრებისთვის , კომენტარის დაწერის და მოწონება არ მოწონების უფლება კი ყველას გვქონდეს , მე მგონი ცუდი არ იქნება . გასაგებია რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები იდება და გარკვეული ჯგუფი ყველას ვერ წაიკითხავს , მაგრამ ეტაპობრივად მოხდება წაკითხვა ან გადანაწილება ჯგუფის წევრების მიერ. ყოველ შემთხვევაში ,,ვაიმე დედა გული გამისკდა რა დევს თავფურცელზე,, მაინც აღარ დაგვემართება . მაგალითად მე , როდესაც ვხსნი რომელიმე ლექსს ან პროზაულ ნაწარმოებს პირველივე წინადადებიდან ვხდები ხოლმე ღირს თუ არა ბოლომდე ჩავიკითხო... ნაწარმოებს ,,კოჭებშივე,, ეტყობა ასე რომ ვთქვათ არის თუ არა ღირებული :)) მეც ვეთანხმები ჭას, საიტზე რომ იყოს გარკვეული ჯგუფი,კომპეტენტური ამ ამბავში, რომელთაც ექნებათ შეფასების შესაძლებლობა , არა მგონია ეს საწყენი იყოს სხვა დანარჩენი წევრებისთვის , კომენტარის დაწერის და მოწონება არ მოწონების უფლება კი ყველას გვქონდეს , მე მგონი ცუდი არ იქნება . გასაგებია რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები იდება და გარკვეული ჯგუფი ყველას ვერ წაიკითხავს , მაგრამ ეტაპობრივად მოხდება წაკითხვა ან გადანაწილება ჯგუფის წევრების მიერ. ყოველ შემთხვევაში ,,ვაიმე დედა გული გამისკდა რა დევს თავფურცელზე,, მაინც აღარ დაგვემართება . მაგალითად მე , როდესაც ვხსნი რომელიმე ლექსს ან პროზაულ ნაწარმოებს პირველივე წინადადებიდან ვხდები ხოლმე ღირს თუ არა ბოლომდე ჩავიკითხო... ნაწარმოებს ,,კოჭებშივე,, ეტყობა ასე რომ ვთქვათ არის თუ არა ღირებული :))
26. წავიკითხე. მეორედაც და მესამედაც. ამ თემაზე მეც "წამოვიკნავლებ" ხოლმე:) მაგრამ ასეთი სტრუქტურული ანალიზი ვერ მოვახერხე და ძალიან მესიამოვნა, შენ რომ დაახარისხე ყველა და ყველაფერი , არმენ! პირადად მე, თანახმა ვარ, მკითხველმა შევაფასოთ ანდა კომენტარი, ემოციურია თუ არაემოციური, როგორიც გვინდა, ისეთი დავწეროთ.ქულები კი ნაწერს კომპეტენტურმა ადამიანებმა დაუწეროს. პატივისცემით წავიკითხე. მეორედაც და მესამედაც. ამ თემაზე მეც "წამოვიკნავლებ" ხოლმე:) მაგრამ ასეთი სტრუქტურული ანალიზი ვერ მოვახერხე და ძალიან მესიამოვნა, შენ რომ დაახარისხე ყველა და ყველაფერი , არმენ! პირადად მე, თანახმა ვარ, მკითხველმა შევაფასოთ ანდა კომენტარი, ემოციურია თუ არაემოციური, როგორიც გვინდა, ისეთი დავწეროთ.ქულები კი ნაწერს კომპეტენტურმა ადამიანებმა დაუწეროს. პატივისცემით
25. მეც ასე ვარ არმენ...:-* ტყუილს ვერ დავწერ და მეგობარს მით უფრო , ვერ ვაკადრებ, მაგრამ ეს მორალური კანონებია, რომელსაც ვერ მოსთხოვ ყველას...:) ამიტომ უნდა ჰქონდეს რაღაც სახით თავისი კანონები საიტს , ნაწარმოების შეფასებაში...წეროს მკითხველმა კომენტარები მხოლოდ, შეფასების უფლება კი ჰქონდეთ კომპეტენტურ პირებს...სხვანაირად სულ ასე იქნება...რა ვიცი აბა...ჩემი აზრი ასეთია...:-* თუმცა ისაც ვიცი, ბევრჯერ იყო მცდელობა, რაიმეს შეცვლის, მაგრამ...
მეც ასე ვარ არმენ...:-* ტყუილს ვერ დავწერ და მეგობარს მით უფრო , ვერ ვაკადრებ, მაგრამ ეს მორალური კანონებია, რომელსაც ვერ მოსთხოვ ყველას...:) ამიტომ უნდა ჰქონდეს რაღაც სახით თავისი კანონები საიტს , ნაწარმოების შეფასებაში...წეროს მკითხველმა კომენტარები მხოლოდ, შეფასების უფლება კი ჰქონდეთ კომპეტენტურ პირებს...სხვანაირად სულ ასე იქნება...რა ვიცი აბა...ჩემი აზრი ასეთია...:-* თუმცა ისაც ვიცი, ბევრჯერ იყო მცდელობა, რაიმეს შეცვლის, მაგრამ...
24. მირაჟიე, ჯანსაღი კრიტიკა სწორედაც რომ არსებობს და რომ აღარ ჩანს, ამან დამაწერინა ეს წერილიც. პირადად მე არასოდეს ვაკომენტარებ იმას დადებითად, რაც არ მომწონს, არასოდეს მიპირფერია არავისთან. თუ ვინმეს ვაქებ, ე.ი. ჩემი აზრით იმსახურებს. არმოწონების შემთხვევაში უფრო თავს ვიკავებ ხოლმე რამის თქმისგან, ხოლო თუ რატომ, ჩემ წინა კომენტარში ავხსენი,-პასუხი ხშირად არაადეკვატურია. თუ სურვილი გაქვს, დამისახელე ჩემი რომელიმე მეგობრის ნაწერთან ჩემი დაწერილი კომენტარი და განვმარტავ ჩემ შეფასებას. არავის ეგონოს, რომ მეგობრები მხოლოდ ვაქებთ ერთმანეთს. ხშირად საათობითაც გვიკამათია თუნდაც ერთი ფრაზის, სტრიქონის ავკარგიანობის გამო. მირაჟიე, ჯანსაღი კრიტიკა სწორედაც რომ არსებობს და რომ აღარ ჩანს, ამან დამაწერინა ეს წერილიც. პირადად მე არასოდეს ვაკომენტარებ იმას დადებითად, რაც არ მომწონს, არასოდეს მიპირფერია არავისთან. თუ ვინმეს ვაქებ, ე.ი. ჩემი აზრით იმსახურებს. არმოწონების შემთხვევაში უფრო თავს ვიკავებ ხოლმე რამის თქმისგან, ხოლო თუ რატომ, ჩემ წინა კომენტარში ავხსენი,-პასუხი ხშირად არაადეკვატურია. თუ სურვილი გაქვს, დამისახელე ჩემი რომელიმე მეგობრის ნაწერთან ჩემი დაწერილი კომენტარი და განვმარტავ ჩემ შეფასებას. არავის ეგონოს, რომ მეგობრები მხოლოდ ვაქებთ ერთმანეთს. ხშირად საათობითაც გვიკამათია თუნდაც ერთი ფრაზის, სტრიქონის ავკარგიანობის გამო.
23. საინტერესო წერილია მართლაც...:-* დავფიქრდი ახლა ნეტავი რომელი მკითხველი ვარ მეთქი მე?...:))) ალბათ მკითხველი ემოცია...:) ერთი კია ....არა მგონია მკითხველს კრიტიკაც ევალებოდეს...მკითხველი მკითხველია მხოლოდ და თავის მოწონებას ან არ მოწონებას...ემოციას... დაბურძგვლას ...გამოხატავს ამა თუ იმ ნაწერზე...მკითხველის კომენტარები მე თუ მკითხავთ დიდ. გავლენას არც უნდა ახდენზე ნაწერის ხარისხიანობაზზე...-ამას კრიტიკოსები ჭირდება და მხოლოდ მათ უნდა ქონდეთ ქულებით შეფასების უფლება...ან რაღაც გარკვეულ ჯგუფს , ჟიურის...რომელსაც თუნდაც, პირობითად , აირჩევს საიტი...ასეთ შემთხვევაში თავფურცელზეც არ მოხვდება ის, რაც არ უნდა მოხვდეს...:) უბრალო მკითხველს კი რას ვერჩით, ვისაც უნდა აქებს და ვისაც უნდა არა...:-* საინტერესო წერილია მართლაც...:-* დავფიქრდი ახლა ნეტავი რომელი მკითხველი ვარ მეთქი მე?...:))) ალბათ მკითხველი ემოცია...:) ერთი კია ....არა მგონია მკითხველს კრიტიკაც ევალებოდეს...მკითხველი მკითხველია მხოლოდ და თავის მოწონებას ან არ მოწონებას...ემოციას... დაბურძგვლას ...გამოხატავს ამა თუ იმ ნაწერზე...მკითხველის კომენტარები მე თუ მკითხავთ დიდ. გავლენას არც უნდა ახდენზე ნაწერის ხარისხიანობაზზე...-ამას კრიტიკოსები ჭირდება და მხოლოდ მათ უნდა ქონდეთ ქულებით შეფასების უფლება...ან რაღაც გარკვეულ ჯგუფს , ჟიურის...რომელსაც თუნდაც, პირობითად , აირჩევს საიტი...ასეთ შემთხვევაში თავფურცელზეც არ მოხვდება ის, რაც არ უნდა მოხვდეს...:) უბრალო მკითხველს კი რას ვერჩით, ვისაც უნდა აქებს და ვისაც უნდა არა...:-*
22. ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს, როდესაც შენ სუბიუქტური ხარ შენს მეგობრებთან მიმართებაში და ერთ კრიტიკულ სიტყვასაც არ უწერ, (მით უმეტეს, თუ ამას აშკარად იმსახურებენ) ანუ შენთვის თუ მეგობრობა სამართლიან კრიტიკას გამორიცხავს და ამის ფონზე მერე სხვა ავტორებს აკრიტიკებ, თუნდაც სამართლიანად, მაშინ უნდა გესმოდეს, რომ მათ შენს შენიშვნებსა და კრიტიკაზე აგრესია ექნებათ და ვერც გაამტყუნებ ამისათვის. ახლა არ თქვას არავინ, რომ სხვანაირადაა რამე, ყველამ იცის, როგორც ხდება და რაც ხდება, ანუ სამართლიანობის განცდა როცა ექნებათ - მაშინ მიიღებენ კრიტიკასაც, მანამდე კი სიტუაცია არ გამოსწორდება და მგონი რაც ახლა ხდება - ეს არავის სიამოვნებს... ამის თქმა მინდოდა სულ.. ყოველთვის სხვას ნუ შევაწმნდავთ ხელებს, ჩვენს საქციელსაც დავუფიქრდეთ, როგორ ვიქცევით და თუ ვიქცევით სწორედ... ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს, როდესაც შენ სუბიუქტური ხარ შენს მეგობრებთან მიმართებაში და ერთ კრიტიკულ სიტყვასაც არ უწერ, (მით უმეტეს, თუ ამას აშკარად იმსახურებენ) ანუ შენთვის თუ მეგობრობა სამართლიან კრიტიკას გამორიცხავს და ამის ფონზე მერე სხვა ავტორებს აკრიტიკებ, თუნდაც სამართლიანად, მაშინ უნდა გესმოდეს, რომ მათ შენს შენიშვნებსა და კრიტიკაზე აგრესია ექნებათ და ვერც გაამტყუნებ ამისათვის. ახლა არ თქვას არავინ, რომ სხვანაირადაა რამე, ყველამ იცის, როგორც ხდება და რაც ხდება, ანუ სამართლიანობის განცდა როცა ექნებათ - მაშინ მიიღებენ კრიტიკასაც, მანამდე კი სიტუაცია არ გამოსწორდება და მგონი რაც ახლა ხდება - ეს არავის სიამოვნებს... ამის თქმა მინდოდა სულ.. ყოველთვის სხვას ნუ შევაწმნდავთ ხელებს, ჩვენს საქციელსაც დავუფიქრდეთ, როგორ ვიქცევით და თუ ვიქცევით სწორედ...
21. უღრმესი მადლობა, ანიტა, ორივე კომენტარისთვის! სრულიად გეთანხმებით ორივე მათგანში,-ბევრი უნდა ვიკითხოთ ჭეშმარიტი ლიტერატურა და თუ ერთმანეთისთვის სიკეთე გვინდა, შენიშვნებიც არ უნდა დავიშუროთ. მადლობა, რომ ასეთი კარგი თვალით მიყურებთ, მაგრამ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე თავს მე სრულიად რიგით, არავისზე აღმატებულ წევრად ვთვლი.
მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საიტის ახალი წევრის ნაწარმოები ზომიერების ფარგლებში გავაკრიტიკე, შენიშვნები მივეცი საკმაოდ კორექტულად და ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ავტორი ასე გამომეხმაურა დაახლოებით-შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ვის აინტერესებს შენი აზრიო. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, ვაკომენტარებ მხოლოდ იმ ავტორებს, ვინც მომისმენს (სულაც არ ვავალდებულებ არავის, აუცილებლად გაითვალისწინოს ჩემი აზრი). მზად ვარ, რომ ჩემი აზრი დავწერო იმ ავტორის ნაწარმოებებთან, რომელთაც აინტერესებთ ჩემი აზრი, მაგრამ ვერ ავიღებ თავზე იმდენსაც, რომ ვინმეს ,,შევუვარდე" და არამკითხე მოამბე გამოვიდე,-აქ ხომ ბევრს კრიტიკის გაგონებაც კი არ უნდა.
თეა, ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ერთმა პირადში მთხოვა წაიკითხე ჩემი ლექსი და შემიფასეო. წავიკითხე და დავუკომენტარე და მომენტალურად მომწერა პირადში ისევ: როგორ, უმაღლესი შეფასებაც არ დამიწერეო? ძალიან მინდა თავფურცელზე გასვლაო. მოკლედ დავუწერე და მეორე თვის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შევცდი(თ), რადგან როგორც აღმოჩნდა, ამ ავტორმა მთელ საიტს ჩამოურბინა ანალოგიური თხოვნით და გავათავფურცლეთ, პირველ ნომრად გავიყვანეთ. მოკლედ ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემაა და ეტაპობრივად, რაღაც უნდა შევცვალოთ აუცილებლად! უღრმესი მადლობა, ანიტა, ორივე კომენტარისთვის! სრულიად გეთანხმებით ორივე მათგანში,-ბევრი უნდა ვიკითხოთ ჭეშმარიტი ლიტერატურა და თუ ერთმანეთისთვის სიკეთე გვინდა, შენიშვნებიც არ უნდა დავიშუროთ. მადლობა, რომ ასეთი კარგი თვალით მიყურებთ, მაგრამ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე თავს მე სრულიად რიგით, არავისზე აღმატებულ წევრად ვთვლი.
მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საიტის ახალი წევრის ნაწარმოები ზომიერების ფარგლებში გავაკრიტიკე, შენიშვნები მივეცი საკმაოდ კორექტულად და ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ავტორი ასე გამომეხმაურა დაახლოებით-შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ვის აინტერესებს შენი აზრიო. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, ვაკომენტარებ მხოლოდ იმ ავტორებს, ვინც მომისმენს (სულაც არ ვავალდებულებ არავის, აუცილებლად გაითვალისწინოს ჩემი აზრი). მზად ვარ, რომ ჩემი აზრი დავწერო იმ ავტორის ნაწარმოებებთან, რომელთაც აინტერესებთ ჩემი აზრი, მაგრამ ვერ ავიღებ თავზე იმდენსაც, რომ ვინმეს ,,შევუვარდე" და არამკითხე მოამბე გამოვიდე,-აქ ხომ ბევრს კრიტიკის გაგონებაც კი არ უნდა.
თეა, ასეთი შემთხვევაც მახსენდება, როცა ერთმა პირადში მთხოვა წაიკითხე ჩემი ლექსი და შემიფასეო. წავიკითხე და დავუკომენტარე და მომენტალურად მომწერა პირადში ისევ: როგორ, უმაღლესი შეფასებაც არ დამიწერეო? ძალიან მინდა თავფურცელზე გასვლაო. მოკლედ დავუწერე და მეორე თვის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შევცდი(თ), რადგან როგორც აღმოჩნდა, ამ ავტორმა მთელ საიტს ჩამოურბინა ანალოგიური თხოვნით და გავათავფურცლეთ, პირველ ნომრად გავიყვანეთ. მოკლედ ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემაა და ეტაპობრივად, რაღაც უნდა შევცვალოთ აუცილებლად!
20. თვალს ვადევნებდი კომენტარებს და სურვილი გამიჩნდა რაღაც მეთქვა, კიდევ ერთხელ :)) უპირველეს ყოვლისა, ბატონო არმენ, მინდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურულ წრეში ნამდვილად არ ხართ ერთი "რიგითი", არც ურაკპარაკზე. თქვენ მიეკუთვნებით იმ მცირედთა ნაკადს, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოესმინა ჯანსაღი კრიტიკა და ალბათ იცის კიდეც მისი ფასი, მაგრამ აქ ახალი წევრების უმეტესობას სულ სხვა სურათი დახვდა მოსვლისთანავე. თუ, ვინმე კითხულობდა მათ ნაწერებს, მხოლოდ ლაკონური ფრაზებით აფიქსირებდა აზრს, ისიც ხშირად ავატართან დაკავშირებით ან მუსიკასთან, ან გაფორმებასთან მიმართებაში. მესმის რისი თქმაც გსურთ, მაგრამ იმდენად დამახინჯებულია საიტის არსი წევრთა ფსიქოლოგიაში, რომ მას ვერც ერთი და ვერც ასი წერილით ვერ გამოასწორებთ. იქნებ გეცადათ და ახალი წევრების ნაწერების კითხვით დაგეწყოთ, მერე დაგედოთ ჯანსაღი კრიტიკა, მერე იქნებ სხვებსაც გასჩენოდათ სურვილი თქვენი მობაძვის.იქნებ... რაც დავინახე აქ მოსვლის დღიდან, მხოლოდ ის, რომ საიტის ცნობილ წევრებთან იდება კრიტიკა (არა აქვს მნიშვნელობა ჯანსაღი თუ უსაფუძვლო) მთავარია, რომ ვიღაც ფიქრობს მათ ნაწერებზე. და რა ქნან ახალმა წევრებმა? კრიტიკა ხომ მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ! კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კრიტიკა მხოლოდ სტიმულია, სტიმული კი გვაიძულებს ვიბრძოლოთ მიზნების მისაღწევად.
პ.ს. მიმაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი (და არა მხოლოდ) კატეგორიის დამკომენტარებელთა არსებობა აუცილებელია. თუ ჯანსაღი კრიტიკის ნაკლებობაა საიტზე ეს თქვენი ბრალიცაა და გააკეთეთ რაიმე სიტუაციის გამოსასწორებლად, გთხოვთ.
პატივისცემით, თვალს ვადევნებდი კომენტარებს და სურვილი გამიჩნდა რაღაც მეთქვა, კიდევ ერთხელ :)) უპირველეს ყოვლისა, ბატონო არმენ, მინდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურულ წრეში ნამდვილად არ ხართ ერთი "რიგითი", არც ურაკპარაკზე. თქვენ მიეკუთვნებით იმ მცირედთა ნაკადს, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოესმინა ჯანსაღი კრიტიკა და ალბათ იცის კიდეც მისი ფასი, მაგრამ აქ ახალი წევრების უმეტესობას სულ სხვა სურათი დახვდა მოსვლისთანავე. თუ, ვინმე კითხულობდა მათ ნაწერებს, მხოლოდ ლაკონური ფრაზებით აფიქსირებდა აზრს, ისიც ხშირად ავატართან დაკავშირებით ან მუსიკასთან, ან გაფორმებასთან მიმართებაში. მესმის რისი თქმაც გსურთ, მაგრამ იმდენად დამახინჯებულია საიტის არსი წევრთა ფსიქოლოგიაში, რომ მას ვერც ერთი და ვერც ასი წერილით ვერ გამოასწორებთ. იქნებ გეცადათ და ახალი წევრების ნაწერების კითხვით დაგეწყოთ, მერე დაგედოთ ჯანსაღი კრიტიკა, მერე იქნებ სხვებსაც გასჩენოდათ სურვილი თქვენი მობაძვის.იქნებ... რაც დავინახე აქ მოსვლის დღიდან, მხოლოდ ის, რომ საიტის ცნობილ წევრებთან იდება კრიტიკა (არა აქვს მნიშვნელობა ჯანსაღი თუ უსაფუძვლო) მთავარია, რომ ვიღაც ფიქრობს მათ ნაწერებზე. და რა ქნან ახალმა წევრებმა? კრიტიკა ხომ მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ! კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კრიტიკა მხოლოდ სტიმულია, სტიმული კი გვაიძულებს ვიბრძოლოთ მიზნების მისაღწევად.
პ.ს. მიმაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი (და არა მხოლოდ) კატეგორიის დამკომენტარებელთა არსებობა აუცილებელია. თუ ჯანსაღი კრიტიკის ნაკლებობაა საიტზე ეს თქვენი ბრალიცაა და გააკეთეთ რაიმე სიტუაციის გამოსასწორებლად, გთხოვთ.
პატივისცემით,
19. ძალიან საჭირო თემას შეეხე, არმენ...
თუ გვინდა, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, ყველამ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. პირველ რიგში, საკუთარ თავში.
ისე კი, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მკითხველი ამავდროულად ავტორიცაა. შესაბამისად, გვაქვს ასეთი კატეგორიებიც: შემიქე? - შეგიქებ! გამიკრიტიკე? - გაგიკრიტიკებ! რასაც, ჩვეულებრივ მოსდევს +ების და -ების ცვენა. (მერე რა, რომ უარყოფითი ქულები საიტზე საერთოდ არ არსებობს :)))
ძალიან საჭირო თემას შეეხე, არმენ...

18. ნინო, თემურ, ზუსტად ამის თქმა მინდა, ამას მინდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, რომ რაიმე ისეთი დავუწეროთ ერთმანეთს, რომელიც პირველ რიგში ავტორს წაადგება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით! მიხარია, რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ეს ნაწერი, იქნებ რაიმე სასარგებლოც ,,გამოდნეს" ამდენი განსხვავებული პოზიციიდან. ნინო, თემურ, ზუსტად ამის თქმა მინდა, ამას მინდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, რომ რაიმე ისეთი დავუწეროთ ერთმანეთს, რომელიც პირველ რიგში ავტორს წაადგება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, რომ წაიკითხეთ და აზრი გამოთქვით! მიხარია, რომ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ეს ნაწერი, იქნებ რაიმე სასარგებლოც ,,გამოდნეს" ამდენი განსხვავებული პოზიციიდან.
17. მოგესალმებით! პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა! რა თქმა უნდა ამ წერილს არ აქვს პრეტენზია, რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს,-წუხელ ურაკპარაკზე რომ შემოვედი, ერთი კარგი ავტორის ლექსთან დაწერილმა ლაკონურმა, უნიჭო კომენტარმა ( ჩემი აზრით :) )გამაღიზიანა და სახელდახელოდ ავკრიფე ჩემი დიდი ხნის შთაბეჭდილება. შესაბამისად თემის მრავალპლანიანობის გამო მეც ვფიქრობ, რომ ის ყველაფერი ვერ ჩამოვაყალიბე ნახევარ საათში, რისი თქმაც მინდოდა, უბრალოდ მთავარ პრობლემებს შევეხე. მართალი ბრძანდებით, ვინც მომიწოდებთ, რომ ავტორებთან მიმართებაშიც ვთქვა ერთი-ორი. ,,აქაც" მდგომარეობა არანაკებ საშინელია და ნამდვილად იმსახურებს ვრცელ მიმოხილვას. ეს წერილი კომენტარად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დაწერის შემდეგ მოცულობას რომ გადავხედე, რაღაც-რაღაცები შევცვალე და ცალკე დავდე, რადგან რომელი ნაწარმოების კომენტარების ველშიც არ უნდა დამედო, უადგილო პოლემიკას გამოიწვევდა, კონკრეტულ ნაწერთან არათავსებადს.
ნეფერტარ, შენც იცი, როგორ დიდ პატივს გცემ და მინდა შენ ვრცელ კომენტარს (მადლობა ამისთვის) გამოვეხმაურო. 1) აუშენებელის დანგრევა ჩვენ რომ ვიცით, ასე არავის ეხერხება :) 2) ლიტერატურა ხალხისთვის. - მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი ( ანუ კლიენტი) - ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს მ ა რ თ ა ლ ი ა. ---აქ კატეგორიულად არ გეთანხმები. ყოველთვის ვერც მკითხველი და ვერც ავტორი იქნება მართალი და ზოგადად ნურავინ გამოიდებს თავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს. ამ სიტყვებით შენი მეორე მე, ბანკირი მეტყველებს, რომელიც კლიენტების ხუშტურსაც კი დიდი მოწიწებით ეპყრობა; რაც შეეხება ინტერნეტ-ჩაცუცქვებს, სრულიად მართალი ხარ,-ბევრი კარგი მკითხველი თუ მწერალი საიტიდან სწორედ ამან ,,გააქცია". 3) შენს მეშვიდე პუნქტში ვინც იგულისხმე, შემიძლია დარწუნებით გითხრა, რომ მიწაზე მყარად დგას, თავმდაბალი ადამიანია და არც არავის თვლის ჭიანჭველად. თხოვნა მექნება, ამ მონაკვეთს ნუ განვავრცობთ, რადგან შენც და მეც სუბიექტურები გავხდებით და ამ ავტორთან მიმართებაში ვერასოდეს შევთანხმდებით; ვერაფერს ვხედავ ცუდს, ვინმე თუ წავა და შემდეგ მობრუნდება, ნეტავ ბევრი აქედან წასული მობრუნდებოდეს. აქ ,,დაობებული" ნაწერის გამომზეურება საერთოდ არაფერ შუაშია. ჯერ ისიც საკითხავია, მართლა დაობებულია თუ არა ესა თუ ის ნაწერი. 4) დიახ, მე მკითხველის ადვოკატი ვარ, რადგან ჩემთვის, ყველაზე კარგი მოსამართლე - მკითხველია---მაინც მგონია, რომ მკითხველს მკითხველისგან (ჩემგან) დაცვა არ ჭირდება, რადგან არავის ვუწყობ ,,სასამართლოს", ამის არც მორალური უფლება და არც სურვილი არ გამაჩნია და ამ წერილით მხოლოდ ჩემ გულისტკივილს გამოვხატავ და ნიშნისმოგებით არავის ვარიგებ ჭკუას.
მირანგულა, საერთოდ, საერთოდ არ მაქვს რამე შენი საწინააღმდეგო და ვერ გამიგია, საიდან ამდენი აგრესია. მე რომ სხვის აზრს პატივს არ ვცემდე, არც თქვენ სამსჯავროზე გამოვიტანდი ჩემ გულისტკივილს და არც რამეს გამოვაქვეყნებდი აქ. როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნე, ,,საბოლოო ჯამში ძალიან ზედაპირული ნაწერია, ზედაპირული მსჯელობაა, ძალიან ბევრი ნიუანსია არ გაქვს გათვალისწინებული, როცა ამას წერდი."-სრულიად გეთანხმები, თემა მრავალპლანიანია და ყველაფერს ვერც ჩამოვაყალიბებდი ერთ წერილში, არც მქონია ამის პრეტენზია და ზოგადად არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ სრულ სიმართლეს ვწერ.
წარმატებებს გისურვებთ! მოგესალმებით! პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა! რა თქმა უნდა ამ წერილს არ აქვს პრეტენზია, რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს,-წუხელ ურაკპარაკზე რომ შემოვედი, ერთი კარგი ავტორის ლექსთან დაწერილმა ლაკონურმა, უნიჭო კომენტარმა ( ჩემი აზრით :) )გამაღიზიანა და სახელდახელოდ ავკრიფე ჩემი დიდი ხნის შთაბეჭდილება. შესაბამისად თემის მრავალპლანიანობის გამო მეც ვფიქრობ, რომ ის ყველაფერი ვერ ჩამოვაყალიბე ნახევარ საათში, რისი თქმაც მინდოდა, უბრალოდ მთავარ პრობლემებს შევეხე. მართალი ბრძანდებით, ვინც მომიწოდებთ, რომ ავტორებთან მიმართებაშიც ვთქვა ერთი-ორი. ,,აქაც" მდგომარეობა არანაკებ საშინელია და ნამდვილად იმსახურებს ვრცელ მიმოხილვას. ეს წერილი კომენტარად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ დაწერის შემდეგ მოცულობას რომ გადავხედე, რაღაც-რაღაცები შევცვალე და ცალკე დავდე, რადგან რომელი ნაწარმოების კომენტარების ველშიც არ უნდა დამედო, უადგილო პოლემიკას გამოიწვევდა, კონკრეტულ ნაწერთან არათავსებადს.
ნეფერტარ, შენც იცი, როგორ დიდ პატივს გცემ და მინდა შენ ვრცელ კომენტარს (მადლობა ამისთვის) გამოვეხმაურო. 1) აუშენებელის დანგრევა ჩვენ რომ ვიცით, ასე არავის ეხერხება :) 2) ლიტერატურა ხალხისთვის. - მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი ( ანუ კლიენტი) - ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს მ ა რ თ ა ლ ი ა. ---აქ კატეგორიულად არ გეთანხმები. ყოველთვის ვერც მკითხველი და ვერც ავტორი იქნება მართალი და ზოგადად ნურავინ გამოიდებს თავს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს. ამ სიტყვებით შენი მეორე მე, ბანკირი მეტყველებს, რომელიც კლიენტების ხუშტურსაც კი დიდი მოწიწებით ეპყრობა; რაც შეეხება ინტერნეტ-ჩაცუცქვებს, სრულიად მართალი ხარ,-ბევრი კარგი მკითხველი თუ მწერალი საიტიდან სწორედ ამან ,,გააქცია". 3) შენს მეშვიდე პუნქტში ვინც იგულისხმე, შემიძლია დარწუნებით გითხრა, რომ მიწაზე მყარად დგას, თავმდაბალი ადამიანია და არც არავის თვლის ჭიანჭველად. თხოვნა მექნება, ამ მონაკვეთს ნუ განვავრცობთ, რადგან შენც და მეც სუბიექტურები გავხდებით და ამ ავტორთან მიმართებაში ვერასოდეს შევთანხმდებით; ვერაფერს ვხედავ ცუდს, ვინმე თუ წავა და შემდეგ მობრუნდება, ნეტავ ბევრი აქედან წასული მობრუნდებოდეს. აქ ,,დაობებული" ნაწერის გამომზეურება საერთოდ არაფერ შუაშია. ჯერ ისიც საკითხავია, მართლა დაობებულია თუ არა ესა თუ ის ნაწერი. 4) დიახ, მე მკითხველის ადვოკატი ვარ, რადგან ჩემთვის, ყველაზე კარგი მოსამართლე - მკითხველია---მაინც მგონია, რომ მკითხველს მკითხველისგან (ჩემგან) დაცვა არ ჭირდება, რადგან არავის ვუწყობ ,,სასამართლოს", ამის არც მორალური უფლება და არც სურვილი არ გამაჩნია და ამ წერილით მხოლოდ ჩემ გულისტკივილს გამოვხატავ და ნიშნისმოგებით არავის ვარიგებ ჭკუას.
მირანგულა, საერთოდ, საერთოდ არ მაქვს რამე შენი საწინააღმდეგო და ვერ გამიგია, საიდან ამდენი აგრესია. მე რომ სხვის აზრს პატივს არ ვცემდე, არც თქვენ სამსჯავროზე გამოვიტანდი ჩემ გულისტკივილს და არც რამეს გამოვაქვეყნებდი აქ. როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნე, ,,საბოლოო ჯამში ძალიან ზედაპირული ნაწერია, ზედაპირული მსჯელობაა, ძალიან ბევრი ნიუანსია არ გაქვს გათვალისწინებული, როცა ამას წერდი."-სრულიად გეთანხმები, თემა მრავალპლანიანია და ყველაფერს ვერც ჩამოვაყალიბებდი ერთ წერილში, არც მქონია ამის პრეტენზია და ზოგადად არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ სრულ სიმართლეს ვწერ.
წარმატებებს გისურვებთ!
16. საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა ჩვენთაგანი დავეთანხმებით არმენ არუთინოვს, ვიტყვით, გავიზიარებთ, მადლობას მოვახსენებთ საინტერესო თემისთვის, რის შემდეგაც ამ უმრავლესობის უმრავლესობა ჩვენს ჩვეულ შეფასების მანერას დავუბრუნდებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია საქმით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და რეალურად შევცვალოთ მიდგომა.
საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა ჩვენთაგანი დავეთანხმებით არმენ არუთინოვს, ვიტყვით, გავიზიარებთ, მადლობას მოვახსენებთ საინტერესო თემისთვის, რის შემდეგაც ამ უმრავლესობის უმრავლესობა ჩვენს ჩვეულ შეფასების მანერას დავუბრუნდებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია საქმით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და რეალურად შევცვალოთ მიდგომა.
15. ,,მკითხველი ურაკპარაკის სტატუსით ლიტერატორი გამოგრჩა, ++++++ ასე რომ წერენ :დდ '' - ეს.
ჰოოდა. გაღიზიანებულებო, გამოდით, გიცანით :)
http://www.youtube.com/watch?v=h0G1Ucw5HDg განწყობისთვის. ,,მკითხველი ურაკპარაკის სტატუსით ლიტერატორი გამოგრჩა, ++++++ ასე რომ წერენ :დდ `` - ეს.
ჰოოდა. გაღიზიანებულებო, გამოდით, გიცანით :)
http://www.youtube.com/watch?v=h0G1Ucw5HDg განწყობისთვის.
14. სამარცხვინო ნაწერია, დიდი ხანია ასეთი უაზრობა არ წამიკითხავს და კომენტარები უფრო სამარცხვინოა. ნუ ნაცნობ-მეგობრობის მენტალიტეტი მძვინვარებს და რა ვქნათ. მაღალი კრიტერიუმებით მოაზროვნე "ლიტერატურული საზოგადოება" ეძებს გამოსავალს :D ვაი, ჩვენი ბრალი... სამარცხვინო ნაწერია, დიდი ხანია ასეთი უაზრობა არ წამიკითხავს და კომენტარები უფრო სამარცხვინოა. ნუ ნაცნობ-მეგობრობის მენტალიტეტი მძვინვარებს და რა ვქნათ. მაღალი კრიტერიუმებით მოაზროვნე "ლიტერატურული საზოგადოება" ეძებს გამოსავალს :D ვაი, ჩვენი ბრალი...
13. თვითონ წერილში და კომნეტარებში იმდენი ითქვა , რა უნდა დავამატო .....წერილი მომეწონა.
ერთადერთი ვისურვებდი, რომ ეს მხოლოდ წერილად არ დარჩეს და მივიღოთ რაიმე ზომა, ვიყოთ უფრო ობიექტურები . თვითონ წერილში და კომნეტარებში იმდენი ითქვა , რა უნდა დავამატო .....წერილი მომეწონა.
ერთადერთი ვისურვებდი, რომ ეს მხოლოდ წერილად არ დარჩეს და მივიღოთ რაიმე ზომა, ვიყოთ უფრო ობიექტურები .
12. სასაცილო იყო უბრალოდ და ახლავე ვიტყვი რატომაც, პირველ რიგში. ამ წერილის დამწერეს ეტყობა. რომ სხვის აზრსა და გემოვნებას პატივს არ სცემს, ახლავე დავაარგუმენტებ რატომაც
"მკითხველი -,,ემოციელი“ მკითხველი, რომლის მთავარი საზომი ემოციაა. ნაწერმა თუ დაბურძგლა, ცრემლი ადინა ან გულიანად აცინა, ე.ი. მაგარი ნაწერია."
შენ რა გინდა. თუ სხვას ასეთი ლექსები მიაჩნია მაგარ ნაწარებად, ესეგი შენ რაც მოგწონს - სხვასაც ის უნდა მოეწონოს და როგორ ბედავენ რომ არმენ არუთოვისნაირი გემოვნებას არ ემთხვევა მათი გემოვნება, აქ მარტივადაა საქმე, შენ სხვა კრიტერიუმებით აფასებ ლექსებს და ისინი სხვა კრიტერიუმებით აფასებენ და გემოვნებაზე დავა უაზრობაა და სასაცილოც, მე თუ მიითხავთ. შენ და ვერც ვერავინ ვერავის დააძალებ ის მოეწონოთ, რაც თქვენ მოგწონთ სხვას როგორი პოეზია უყვარს - ეს შენი საქმე არ არის რა, რბილად რომ ვთქვათ, ჩემო არმენ და ისე ნუ წერ თითქოს ერთადერთ ჭეშმარიტებას ამბობდე. თუ სიმართლე გაინტერესებს, შენ ვისაც მიიჩნევ პოეზიის მეტრებად - მე ისინი პოეტებადაც არ მიმაჩნია და სულ სხვა ავტორები მომწონს, მარა ამის გამო არ გაკრიტიკრბ, რადგან სხვის აზრს პატივს, ვცემ შენგან განსხვავებით. საბოლოო ჯამში ძალიან ზედაპირული ნაწერია, ზედაპირული მსჯელობაა, ძალიან ბევრი ნიუანსია არ გაქვს გათვალისწინებული, როცა ამას წერდი. ამის დამწერს უბრაოდ ელემეტარული ანალიზის უნარი არ აქვს და მარტო ის მიაჩნია და კარგ პოეზიათ, რაც თვითონ მოსწონს, რაც თავისთავად ძალიან სასაცილოა და ვუთანაგრძნობს გულწრფელად. შენნაირმა ადამიანებმა არ იციან პოეზია რა არის, ან რისთვისაა საერთოდ და ვერც ვერასდროს გაიგებენ. წინასწარ ვიძახი, რომ არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, რადგან გულწრფელად გითხრათ მეზარება უბრალოდ, მე ჩემი სათქმელი დავწერე მოვრჩი. წარმატებები. სასაცილო იყო უბრალოდ და ახლავე ვიტყვი რატომაც, პირველ რიგში. ამ წერილის დამწერეს ეტყობა. რომ სხვის აზრსა და გემოვნებას პატივს არ სცემს, ახლავე დავაარგუმენტებ რატომაც
"მკითხველი -,,ემოციელი“ მკითხველი, რომლის მთავარი საზომი ემოციაა. ნაწერმა თუ დაბურძგლა, ცრემლი ადინა ან გულიანად აცინა, ე.ი. მაგარი ნაწერია."
შენ რა გინდა. თუ სხვას ასეთი ლექსები მიაჩნია მაგარ ნაწარებად, ესეგი შენ რაც მოგწონს - სხვასაც ის უნდა მოეწონოს და როგორ ბედავენ რომ არმენ არუთოვისნაირი გემოვნებას არ ემთხვევა მათი გემოვნება, აქ მარტივადაა საქმე, შენ სხვა კრიტერიუმებით აფასებ ლექსებს და ისინი სხვა კრიტერიუმებით აფასებენ და გემოვნებაზე დავა უაზრობაა და სასაცილოც, მე თუ მიითხავთ. შენ და ვერც ვერავინ ვერავის დააძალებ ის მოეწონოთ, რაც თქვენ მოგწონთ სხვას როგორი პოეზია უყვარს - ეს შენი საქმე არ არის რა, რბილად რომ ვთქვათ, ჩემო არმენ და ისე ნუ წერ თითქოს ერთადერთ ჭეშმარიტებას ამბობდე. თუ სიმართლე გაინტერესებს, შენ ვისაც მიიჩნევ პოეზიის მეტრებად - მე ისინი პოეტებადაც არ მიმაჩნია და სულ სხვა ავტორები მომწონს, მარა ამის გამო არ გაკრიტიკრბ, რადგან სხვის აზრს პატივს, ვცემ შენგან განსხვავებით. საბოლოო ჯამში ძალიან ზედაპირული ნაწერია, ზედაპირული მსჯელობაა, ძალიან ბევრი ნიუანსია არ გაქვს გათვალისწინებული, როცა ამას წერდი. ამის დამწერს უბრაოდ ელემეტარული ანალიზის უნარი არ აქვს და მარტო ის მიაჩნია და კარგ პოეზიათ, რაც თვითონ მოსწონს, რაც თავისთავად ძალიან სასაცილოა და ვუთანაგრძნობს გულწრფელად. შენნაირმა ადამიანებმა არ იციან პოეზია რა არის, ან რისთვისაა საერთოდ და ვერც ვერასდროს გაიგებენ. წინასწარ ვიძახი, რომ არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, რადგან გულწრფელად გითხრათ მეზარება უბრალოდ, მე ჩემი სათქმელი დავწერე მოვრჩი. წარმატებები.
11. ცოტა ვიყოყმანე დამედო თუ არა კომენტარი, მაგრამ მერე ვიფიქრე: -რატომაც არა.
ერთი თვეა რაც აქ ვარ და ბევრი რამ მომწონს, ბევრი საინტერესო ავტორი აღმოვაჩინე, ბევრი კარგი ადამიანი დავიმეგობრე, :მაგრამ"
თავიდან ქულების დაგროვების მიზნით, ვკითხულობდი და ვაკომენტარებდი ყველას ნაწარმოებს, ზოგმა მიიღო, ზოგმა არა, და თანდათანობით ავტორები ტვითონ გადაერჩა ვის როგორი კომენტარი ახარებს, რადგან ვერ ვკარგავ ობიექტურობის შეგრძნებას, ამიტომ ვაკომენტარებ მხოლოდ იქ, სადაც კარგადაა საქმე, ან იქ, სადაც იღებენ კრიტიკას, ან ახლებთან, რომ დავადგინო მომავალში დავუწერო კომენტარი თუ არა.
აღმოჩნდა აქ ხალხი, ვისაც ჩემი აზრი ლექსზე გამოქვეყნებამდეც აინტერესებს, რაც მახარებს რათქმაუნდა, მაგრამ არ ვთვლი რომ იმდენად კომპეტენტური ვარ, რომ ამათუიმ ლექსის ბედი გადავწყვიტო.
შესაბამისად აქ ჩამოთვლილი კატეგორიების რომელ მუხლს მივეკუთვნები, მკითხველმა გადაწყვიტოს. ისე ცოდვა გამხელილი ჯობია და ყველა სახის მკითხველი ვყოფილვარ ერთხელ მაინც ცოტა ვიყოყმანე დამედო თუ არა კომენტარი, მაგრამ მერე ვიფიქრე: -რატომაც არა.
ერთი თვეა რაც აქ ვარ და ბევრი რამ მომწონს, ბევრი საინტერესო ავტორი აღმოვაჩინე, ბევრი კარგი ადამიანი დავიმეგობრე, :მაგრამ"
თავიდან ქულების დაგროვების მიზნით, ვკითხულობდი და ვაკომენტარებდი ყველას ნაწარმოებს, ზოგმა მიიღო, ზოგმა არა, და თანდათანობით ავტორები ტვითონ გადაერჩა ვის როგორი კომენტარი ახარებს, რადგან ვერ ვკარგავ ობიექტურობის შეგრძნებას, ამიტომ ვაკომენტარებ მხოლოდ იქ, სადაც კარგადაა საქმე, ან იქ, სადაც იღებენ კრიტიკას, ან ახლებთან, რომ დავადგინო მომავალში დავუწერო კომენტარი თუ არა.
აღმოჩნდა აქ ხალხი, ვისაც ჩემი აზრი ლექსზე გამოქვეყნებამდეც აინტერესებს, რაც მახარებს რათქმაუნდა, მაგრამ არ ვთვლი რომ იმდენად კომპეტენტური ვარ, რომ ამათუიმ ლექსის ბედი გადავწყვიტო.
შესაბამისად აქ ჩამოთვლილი კატეგორიების რომელ მუხლს მივეკუთვნები, მკითხველმა გადაწყვიტოს. ისე ცოდვა გამხელილი ჯობია და ყველა სახის მკითხველი ვყოფილვარ ერთხელ მაინც
10. აბსოლუტურად ვეთანხმები ეწრილის პათოსს. უპირველეს ყოვლისა, კოენტატორთა ძმაკაცურ-შინაურული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.გემოვნებას ვერაფერს მოუხერხებ. აბსოლუტურად ვეთანხმები ეწრილის პათოსს. უპირველეს ყოვლისა, კოენტატორთა ძმაკაცურ-შინაურული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.გემოვნებას ვერაფერს მოუხერხებ.
9. ძალიან აქტულაური სტატიაა და ბევრ რამეში ვეტანხმები ავტორს,მაგრამ ასევე ბევრ რამეშივეთანხმები ნეფერტარს_ვერაფერს დავამატებ...რაც შეეხება ,,მერხი_ფეხის ''გარითმვას( ლე ვინი)- თუ ასეთი სუსტი რითმა აქა-იქ გამოერია,არაა დიდი ტრაგედია,ბევრ დიდ პოეტსაც აქვს ასეთი ლაფსუსები,მაგრამ შეიძლება თვითონ ლექსი იყოს ყურადღების მისაქცევი.ვიცი ბევრი ავტორი,რითმათთხზვადობის პროცესში მთავარი სათქმელი,იდეა,მხატვრული მხარე,ემოციურობა,მელოდიურობა რომ ცხრა მთას იქით ეპარება და მისი ლექსი უსულო,მაგრამ ლამაზ თოჯინას გაგონებს... არაკომპეტენტური კრიტიკოსი(ამ შემთხვევაში-მკითხველი) ,პირდაპირ ამ რითმებს მივარდება ხოლმე-რადგან ზედაპირზე დევს და პატარა ბავშვიც კი ადვილად ამჩნევს.ასეთი ,,სუსტი" რითმებით გასულ საუკუნეში შედევრები შეიქმნა...თუ მის გარდა ვერაფერს დავინახავთ და განუწყვეტლივ ,,რითმები,რითმებიო" ვუკიჟინებთ,ბევრ ახალგაზრდა,ნიჭიერ პოეტს ეკარგება ასე სტიმული...და საერთოდ წყვეტს ლექსების დადებას,ანუ ზრდას,( ვიცი ამის ფაქტები), რაც შეეხება დაობებული ლექსების მერამდენედ გამომზეურებას-მე მგონია,რომ საიტზე ის ლექსი უნდა დაიდოს,რომელიც აქ ადრე არ დადებულა.ჩემმა ზოგმა ლექსმა 100-ზე და მეტი ქულაც მიიღო,ზოგმა ნაკლები,ახლა მაღალრეიტინგიანი წავშალო და დავდო მერამდენედ,ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ლექსი -ლექსია,ფსალმუნი ხომ არ არის,რომ განუწყვეტლივ იკითხო ფსკვნილით ხელში? სიმართლე გითხრათ,ასეთების წაკითხვა ,თუ მოზრდილია ,დამეზარება და ისე დავწერ კომენტარს...დარწმუნებული ვარ,ასე იქცევა მკითხველთა 90%....მაშ რა აზრი აქვს ამ ნაფტალინწაყრილი ლექსების გამოზეურებას? ვფიქრობ ეს მკითხველის სამსჯავროზე გამოსატანად კი არა-სხვა რამისთვისაა გაიზნული... ოღონდ ეგ ვერ გავიგე-რისთვის :) ასეთი რამეები სხვაგანაც ხდებოდა და ამიტომ ვამბობ...ტიპიური მოვლენაა ლიტსაიტებისთვის...ცნობილი და ნიჭიერი თუა პოეტი,მის ახალ-ახალ ნაწარმოებს მოუთმენლად უნდა ელოდეს მკითხველი და არა უკვე დაწერილს იზეპირებდეს(თუ ღირსეული ნაარმოებია,პირველივე დადების შემდეგაც დაიზეპირებს,ამიტომ თავის მიძალება ცუდი ტონი მგონია) და კიდევ ერთი რამ,საიტზე პირადი მეგობრობა და ,,შენ გენაცვალე,მიყვარხარ,ვგიჟდები შენზე"....და ასეთი რამეები საჭირო არაა-აქ ნაწარმოებზე იმსჯელე მიუკერძოებლად და ობიექტურად, ეს ,,ვა,შენ გენაცვალე" კი_პირადად! ძალიან აქტულაური სტატიაა და ბევრ რამეში ვეტანხმები ავტორს,მაგრამ ასევე ბევრ რამეშივეთანხმები ნეფერტარს_ვერაფერს დავამატებ...რაც შეეხება ,,მერხი_ფეხის ``გარითმვას( ლე ვინი)- თუ ასეთი სუსტი რითმა აქა-იქ გამოერია,არაა დიდი ტრაგედია,ბევრ დიდ პოეტსაც აქვს ასეთი ლაფსუსები,მაგრამ შეიძლება თვითონ ლექსი იყოს ყურადღების მისაქცევი.ვიცი ბევრი ავტორი,რითმათთხზვადობის პროცესში მთავარი სათქმელი,იდეა,მხატვრული მხარე,ემოციურობა,მელოდიურობა რომ ცხრა მთას იქით ეპარება და მისი ლექსი უსულო,მაგრამ ლამაზ თოჯინას გაგონებს... არაკომპეტენტური კრიტიკოსი(ამ შემთხვევაში-მკითხველი) ,პირდაპირ ამ რითმებს მივარდება ხოლმე-რადგან ზედაპირზე დევს და პატარა ბავშვიც კი ადვილად ამჩნევს.ასეთი ,,სუსტი" რითმებით გასულ საუკუნეში შედევრები შეიქმნა...თუ მის გარდა ვერაფერს დავინახავთ და განუწყვეტლივ ,,რითმები,რითმებიო" ვუკიჟინებთ,ბევრ ახალგაზრდა,ნიჭიერ პოეტს ეკარგება ასე სტიმული...და საერთოდ წყვეტს ლექსების დადებას,ანუ ზრდას,( ვიცი ამის ფაქტები), რაც შეეხება დაობებული ლექსების მერამდენედ გამომზეურებას-მე მგონია,რომ საიტზე ის ლექსი უნდა დაიდოს,რომელიც აქ ადრე არ დადებულა.ჩემმა ზოგმა ლექსმა 100-ზე და მეტი ქულაც მიიღო,ზოგმა ნაკლები,ახლა მაღალრეიტინგიანი წავშალო და დავდო მერამდენედ,ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ლექსი -ლექსია,ფსალმუნი ხომ არ არის,რომ განუწყვეტლივ იკითხო ფსკვნილით ხელში? სიმართლე გითხრათ,ასეთების წაკითხვა ,თუ მოზრდილია ,დამეზარება და ისე დავწერ კომენტარს...დარწმუნებული ვარ,ასე იქცევა მკითხველთა 90%....მაშ რა აზრი აქვს ამ ნაფტალინწაყრილი ლექსების გამოზეურებას? ვფიქრობ ეს მკითხველის სამსჯავროზე გამოსატანად კი არა-სხვა რამისთვისაა გაიზნული... ოღონდ ეგ ვერ გავიგე-რისთვის :) ასეთი რამეები სხვაგანაც ხდებოდა და ამიტომ ვამბობ...ტიპიური მოვლენაა ლიტსაიტებისთვის...ცნობილი და ნიჭიერი თუა პოეტი,მის ახალ-ახალ ნაწარმოებს მოუთმენლად უნდა ელოდეს მკითხველი და არა უკვე დაწერილს იზეპირებდეს(თუ ღირსეული ნაარმოებია,პირველივე დადების შემდეგაც დაიზეპირებს,ამიტომ თავის მიძალება ცუდი ტონი მგონია) და კიდევ ერთი რამ,საიტზე პირადი მეგობრობა და ,,შენ გენაცვალე,მიყვარხარ,ვგიჟდები შენზე"....და ასეთი რამეები საჭირო არაა-აქ ნაწარმოებზე იმსჯელე მიუკერძოებლად და ობიექტურად, ეს ,,ვა,შენ გენაცვალე" კი_პირადად!
8. ნამდვილად ობიექტური, ამ საიტისთვის ზედგამოჭრილი და დროული დაკვირვებაა ნამდვილად ობიექტური, ამ საიტისთვის ზედგამოჭრილი და დროული დაკვირვებაა
7. მკითხველი-ანალიტიკოსი/კრიტიკოსი მკითხველი, რომელიც, მე, როგორც ასე თუ ისე ავტორს, მიყვარს და მენატრება. მენატრება, რადგან დიდი ხანია არც სხვის და არც ჩემ ნაწერთან აღარ შემხვედრია, მკითხველი, რომელიც კონსტრუქციული, საქმიანი, ზომიერად კრიტიკული, ობიექტური, კარგის და ცუდის გამრჩევი იქნება, ადამიანი, ვინც ისე შეაფასებს ნაწერს, რომ მისი შექებაცა და შენიშვნაც მისაღები იქნება საღად მოაზროვნე ავტორისთვის.
ასეთი მკითხველი ფუფუნებაა.
ნეფერტარს გადმოუცია ჩემი სათქმელიც ნაწილობრივ, თუმცა ყველაფერში ვერ დავეთანხმები.
ხანდახან შევდივარ ,,სადღაც" და მხვდება ,,რითმები": მერხი - ფეხი, ციალა - კრიალა და ა. შ. მერე შევდივარ კომენტარებში ქებათაQებას ვკითხულობ. აღარ ვიცი ავტორი შემეცოდოს თუ მკითხველი. თუ ორივე ერთად.
ისე ავტორო რადგან დაიწყეთ ბარემ ავტორებზეც გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა.
მკითხველი-ანალიტიკოსი/კრიტიკოსი მკითხველი, რომელიც, მე, როგორც ასე თუ ისე ავტორს, მიყვარს და მენატრება. მენატრება, რადგან დიდი ხანია არც სხვის და არც ჩემ ნაწერთან აღარ შემხვედრია, მკითხველი, რომელიც კონსტრუქციული, საქმიანი, ზომიერად კრიტიკული, ობიექტური, კარგის და ცუდის გამრჩევი იქნება, ადამიანი, ვინც ისე შეაფასებს ნაწერს, რომ მისი შექებაცა და შენიშვნაც მისაღები იქნება საღად მოაზროვნე ავტორისთვის.
ასეთი მკითხველი ფუფუნებაა.
ნეფერტარს გადმოუცია ჩემი სათქმელიც ნაწილობრივ, თუმცა ყველაფერში ვერ დავეთანხმები.
ხანდახან შევდივარ ,,სადღაც" და მხვდება ,,რითმები": მერხი - ფეხი, ციალა - კრიალა და ა. შ. მერე შევდივარ კომენტარებში ქებათაQებას ვკითხულობ. აღარ ვიცი ავტორი შემეცოდოს თუ მკითხველი. თუ ორივე ერთად.
ისე ავტორო რადგან დაიწყეთ ბარემ ავტორებზეც გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა.
6. ჩემს პატივისცემას ამ ავტორის მიმართ, დასტური და ფიცი-მტკიცი არ ჭირდება, მაგრამ განსხვავებული აზრი მაქვს და ვწერ კიდეც:
1. ამ წერილში "მკითხველი" ავტორით რომ შეიცვალოს, - უფრო ნათელ და ზუსტ სურათს მივიღებთ "ჭკუაგამყინვარების" გამოკლებით, იმიტომ რომ ვინც წერს /ავად თუ კარგად/ საშუალოდ მაინც აზროვნებს. 2. აუშენებელს ვერ დაანგრევ;
3. ლიტერატურული საიტი დროის გაყვანის საშუალება. - ვერაფერს ვხედავ ცუდს იამაში. მთელი ბელგია, საფრანგეთი და ბალტიისპირა ქვენების და რუსეთის მოსახლეობა, - ჯიბით ატარებს წიგნს ან აიპადს რომ ტრანსპორტით მგზავრობისთვის საჭირო დრო კარგად "გაიყვანოს" და გაერთოს. ვისაც გასაყვანი დრო აქვს, ნეტავ ყველა აქ შემოდიოდეს , -ძაღლის და ბედის ამბავი იქნებოდა. თუმცა ბევრი აქაური ავტორი ვიცი, - ინტერნეტ კაზინოში და სლოტებში რომ ატარებს დროს აქ ყოფნის ნაცვლად და მერე აქ მაღალი მორალის კითხვას და ჭკუის სწავლებას იწყებს... :) 4. ლიტერატურა ხალხისთვის. - მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი ( ანუ კლიენტი) - ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს მ ა რ თ ა ლ ი ა. სანამ რამეს დავწერთ, ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთ რა და როგორ უნდა მივაწოდოთ საზოგადოების ფართო წრეს. რა დარჩება მას გონებაში და სულში ჩვენი ნაწერის წაკითხვის შემდეგ. სულ რომ ფეხასცმელი გესროლოს მონიტორიდან - უნდა დაფიქრდე ავტორი, - რატომ გესროლა მკთხველმა, დედ-მამიშვილები არ უნდა აგინო და ინტერნეტ-ჩაცუცქვები არ უნდა მოუწყო.
სტატისტიკურად დადგენილია რომ ერთი კმაყოფილი ადამიანი არანაკლებ 7 ადამიანს ეუბნება თავისი კმაყოფილების მიზეზის შესახებ. ხოლო ერთი უკმაყოფილო- არანაკლებ 15 -ს.
5. ლიტერატურა ლიტერატურისთვის. - ანუ სპეციალური ლიტერატურა. ასეთი ნაშრომები, შეიძლება ვერც გაიგოს ყველამ, მაგრამ ძალიან ღირებული იყოს ლიტ.ისტორიისთვის და ლიტერატურათმცოდნეებისთვის, კრიტიკოსებისთვის და ანალიტიკოსებისთვის, ანუ მეცნიერებისთვის. მკითხველს არ მოეწონება, - კომენტარებიც უარყოფითი იქნება, -ან ერთი კომენტარი ექნება, მაგრამ მცოდნე მკითხველმა კი უნდა "შეინახოს" ასეთი ნაწერი, - რომ ლიტერატურას ღირებული საგანძურს არ დაეკარგოს.
6. ვერავინ დამიშლის და ვერც ვერავის დაუშლიან - საყვარელი ავტორის სიახლეები ნახოს პირველ რიგში. მაგრამ პოპულარულ ავტორებს საკუთარი სინდისი უნდა აკისრებდეს ვალდებულებას, - ახალბედას "მიხედონ". წაახალისონ, კ ე თ ი ლ მ ო ს უ რ ნ ე დ გააკრიტიკონ და მოეფერონ.
7. ბევრ ავტორს თავი იმდენად გენიოსი ჰგონია- რომ თუ რამე დაუბეჭდეს /ჩაწყობით, ძმაკაცობით თუ დამსახურებულად/ ბეჭვით მედიაში, აქედან ყველაფერს წაშლის ხოლმე და ოლიმპოს მწვერვალიდან უცქერის აქაურ "ჭიანჭველებს". "ჭიანჭველაც" მკითხველია ბატონო და თუ დაკარგე - სხვა მკითხველის პოვნა მოგიწევს, რადგან ნაწყენი "ჭიანჭველა" , - რომელის კომენტარმაც თავის დროზე წერის სტიმული მოგცა, რწმენა ჩაგინერგა და ავტორად გაქცია და ახლა ზემოდან უყურებ - აღარ მოგიბრუნდება / თუ ძალიან დიდსულოვანი არაა ან პირადად არ იცნობს ავტორს/.
ეს იმათ საყურადღებოდ დავწერე, ვინც აქედან "სახელი გაითქვა",მერე აქაურობა მიატოვა და ახლა ისევ "გამოჩნდა." ძველი ნაწერი "ახლად" დადო, ყურადღება ვერ მიიპყრო. ერთი-ორი სახელიანი ავტორების შემოვარდნა -დაკომენტარება ვერ შველის საქმეს. მარკეტინგზე და"ბრენდზე" მთელი მეცნიერება არსებობს , - როგორ იყო მოთხოვნადი, საინტერესო და როგორ წახვიდე წინ ან პოზიციები მაინც როგორ უნდა შეინარჩუნო. ასე რომ ნუ დაკარგავთ იმას, რაც უკვე გაქვთ მოპოვებული, თორემ თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს, - შეიძლება თქვენთან შედარებით უნიჭოც, მაგრამ ყურადღებას მაინც იმას მიაქცევენ.
8. აქ როგორც მკითხველს "მუხას" ვერავინ შეედრება. სულ იმას ფიქრობს, რამე კარგი არ გამომრჩესო და ღამეებიც უთენებია კითხვაში. უკეთილშობილეს ადამიანს და პატიოსან მკითხველს. ეს ადამიანი არასოდეს არ მიატოვებს ავტორს შუა გზაზე და არც პროზის წაკითხვა ეზარება იმ მიზეზით რომ "დიდია"...- ჩემი დიდი პატივისცემა მას.
9. ასე რომ სანამ მკითხველებს მივდგებით, ჯერ ავტორებზე გვეფიქრა, ის მაინც გვეთქვა რომ ავტორი, - არცერთ უაყოფით კომენტარს არ უნდა გაეპასუხოს, თუ გაეპასუხება დასაბუთება და პატივისცემა უნდა ჩანდეს. ჯობია საერთოდ თუ არ უპასუხებს და გაითვალისწინებს რა და რატომ უთხრეს და PM გამოიყენოს.
10. აქაურ მკთხველებს გააჩნიათ იმისი უნარი - გამოარჩიონ აქ ბრილიანტები და მარგალიტები, - რადგან უმრავლესობა სამართლიანობის მომხრეა და ნიჭის გაბრწყინებასაც კარგად ხედავენ.
დიახ, მე მკითხველის ადვოკატი ვარ, რადგან ჩემთვის, ყველაზე კარგი მოსამართლე - მკითხველია და სწორედ მათი წყალობითაა რომ ჩვენი მოთხრობები და ლექსები " უჯრების პატიმრები" არ არიან და მათ არა ნაკლებ ოცი ადამიანი მაინც კითხულობს თუ სამასი არა.
ბოდიში არმენ და მადლობა ყურადღებისთვის. ჩემს პატივისცემას ამ ავტორის მიმართ, დასტური და ფიცი-მტკიცი არ ჭირდება, მაგრამ განსხვავებული აზრი მაქვს და ვწერ კიდეც:

ბოდიში არმენ და მადლობა ყურადღებისთვის.
5. გეთანხმებით, არმენ. ნამდვილად ჯადოსნური სიტყვებია მასეთ შემთხვევებში "ვფიქრობ" და ა.შ. ერთ ფსიქოლოგს ვუსმენდი ამის წინ. ის საუბრობდა კავშირ "მაგრამ"-ის შესახებ. თუ როგორ შეუძლია დაუფიქრებლად ნათქვამმა ამ სიტყვამ, ვითომ უწყინარმა, დაძაბოს სიტუაცია." "მაგრამ" ლიტ-პორტალზე მოსაფერებელია, სხვა გამოთქმებთან შედარებით. ბევრმა ჩვენთაგანმა ისიც კი არ იცის, რომ წინადადების "მე" ნაცვ.-ით დაწყება, უხერხული და მიუღებელია. უნდა იყოს: " ჩემმა მეგობრებმა და მე." შენი თავი არ უნდა დააყენო პირველ ადგილზე. ნაწარმოებშიდაც არ მომწონს, თუ ავტორი "კეკლუცობს" და მით უმეტეს, კომენტარებში, რა მოსაწონია! ერთი სიტყვით, ამოუწურავი თემაა ეს. კარგია, რომ შეეხეთ. საინტერესო კლასიფიკაცია იყო. გეთანხმებით, არმენ. ნამდვილად ჯადოსნური სიტყვებია მასეთ შემთხვევებში "ვფიქრობ" და ა.შ. ერთ ფსიქოლოგს ვუსმენდი ამის წინ. ის საუბრობდა კავშირ "მაგრამ"-ის შესახებ. თუ როგორ შეუძლია დაუფიქრებლად ნათქვამმა ამ სიტყვამ, ვითომ უწყინარმა, დაძაბოს სიტუაცია." "მაგრამ" ლიტ-პორტალზე მოსაფერებელია, სხვა გამოთქმებთან შედარებით. ბევრმა ჩვენთაგანმა ისიც კი არ იცის, რომ წინადადების "მე" ნაცვ.-ით დაწყება, უხერხული და მიუღებელია. უნდა იყოს: " ჩემმა მეგობრებმა და მე." შენი თავი არ უნდა დააყენო პირველ ადგილზე. ნაწარმოებშიდაც არ მომწონს, თუ ავტორი "კეკლუცობს" და მით უმეტეს, კომენტარებში, რა მოსაწონია! ერთი სიტყვით, ამოუწურავი თემაა ეს. კარგია, რომ შეეხეთ. საინტერესო კლასიფიკაცია იყო.
4. ადამიანს თუ რამ მიიყვანს ''ლიტერატურის კარამდე'', ალბათ ღირებული წიგნ(ებ)ი და ნიჭი (ჯანსაღი კრიტიკა სტიმული უფროა). როდესაც სხვა ავტორის ნაშრომს კითხულობ, მაშინ ყველაზე უკეთ აცნობიერებ შენ მიერ წერისას დაშვებულ შეცდომებს და ხდები საკუთარი ნაწერის საუკეთესო კრიტიკოსი. ასე მგონია მე :)) ადამიანს თუ რამ მიიყვანს ``ლიტერატურის კარამდე``, ალბათ ღირებული წიგნ(ებ)ი და ნიჭი (ჯანსაღი კრიტიკა სტიმული უფროა). როდესაც სხვა ავტორის ნაშრომს კითხულობ, მაშინ ყველაზე უკეთ აცნობიერებ შენ მიერ წერისას დაშვებულ შეცდომებს და ხდები საკუთარი ნაწერის საუკეთესო კრიტიკოსი. ასე მგონია მე :))
3. სმიტ თუ შენ ეგ ხარ მე საერთოდ უფლება არ მაქვს კომენტარი დავწერო. მკითხველი ურაკპარაკის სტატუსით ლიტერატორი გამოგრჩა, ++++++ ასე რომ წერენ :დდ სმიტ თუ შენ ეგ ხარ მე საერთოდ უფლება არ მაქვს კომენტარი დავწერო. მკითხველი ურაკპარაკის სტატუსით ლიტერატორი გამოგრჩა, ++++++ ასე რომ წერენ :დდ
2. მე ის ვარ, რამის დამატება რომ ზედმეტია =))
შევიცან თავი ჩემი
ჰო, ეს ძნელი თემაა და უფრო ისეთი, საქმით რომ უკეთ გამოიხატება მე ის ვარ, რამის დამატება რომ ზედმეტია =))
შევიცან თავი ჩემი
ჰო, ეს ძნელი თემაა და უფრო ისეთი, საქმით რომ უკეთ გამოიხატება
1. არც ,,გენიალურია!“-ს და არც ,,მაგარია!“ -ს ვიტყვი, უბრალოდ, მართალია ეს ბიჭი, თუმცა, ვფიქრობ (ხომ ,,ითხოვ" აზრის ასე დაფიქსირებას) ცოტა უფრო მკაცრი ტონიც არ აწყენდა :) აი, მკითხველების დაყოფა მომეწონა განსაკუთრებულად, მე, პირადად, მკითხველი - მასა ყველაზე ხშირად ,,მეჩხირება" თვალში... მაგრამ არაუშავს, ასეთები რომ არ არსებობდნენ, არც ეს კრიტიკა ,,გამოცხვებოდა"... ჰოდა, ნატო-ში შესვლის რა გითხრა, მაგრამ ლიტერატურულ სარბიელზე რაღაცების გამოსწორება უფრო მეიმედება :))
აქვე გულთბილი მოკითხვა :) არც ,,გენიალურია!“-ს და არც ,,მაგარია!“ -ს ვიტყვი, უბრალოდ, მართალია ეს ბიჭი, თუმცა, ვფიქრობ (ხომ ,,ითხოვ" აზრის ასე დაფიქსირებას) ცოტა უფრო მკაცრი ტონიც არ აწყენდა :) აი, მკითხველების დაყოფა მომეწონა განსაკუთრებულად, მე, პირადად, მკითხველი - მასა ყველაზე ხშირად ,,მეჩხირება" თვალში... მაგრამ არაუშავს, ასეთები რომ არ არსებობდნენ, არც ეს კრიტიკა ,,გამოცხვებოდა"... ჰოდა, ნატო-ში შესვლის რა გითხრა, მაგრამ ლიტერატურულ სარბიელზე რაღაცების გამოსწორება უფრო მეიმედება :))
აქვე გულთბილი მოკითხვა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|