 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 აპრილი, 2014 |
(ამ ბლოკნოტს ყველა ჩემს სურვილს,რწმენას,იმედს,წარუმატებლობას და იმედგაცრუებას ვანდობ..)
₪₪₪₪₪₪ გვერდი პირველი
ხანდახან მინდა ემბრიონის ფორმა მივიღო ან სპირალივით დავიხვე....თითიდან გამოწოვილი სისხლით გამოვიკვებო და კნუტივით პატარა და მიუსაფარი, ვინმეს მივეკედლო... არავინაა ჩემით სავსე და მე თვითონ ვარ გამოფიტული... არ არსებობს დედამიწაზე ადგილი,სადაც უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს,ვიდრე აქ. დრო გადის და ჩემთვის არაფერი იცვლება.... დრო? რომელი დრო? საკითხავია რა არის დრო? დრო არაფერია, რადგან მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული? დროის განზომილება ხომ პირობითია....წამი,წუთი,საათი,კვირა ან თვე, მხოლოდ პირობითი ერთეულებია...არ გჯერათ? აბა ვინმემ დრო დაინახა ან შეიგრძნო? მხოლოდ ჩემთვის, სიცოცხლის ასათვლელადაა შექმნილი , რომ დამეთვალოს წუთები და საათები,რომ დროში გავრცობილი ჩემი სხეული დანაწევრდეს და უფორმო და უსახო, ისე გაიბნეს კოსმოსში,როგორც მეტეორი იმსხვრევა და ნაწევრდება ატმოსფეროში შემოსვლისას... სამყაროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.მე კი მისი ერთი წამი ვარ.... ერთი წამი და ერთი პრანა....საოცრად მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული... მე ხომ ამ სამყაროში გაბნეული ერთი პრანა ვარ....სადაც უნდა ვიყო,ჩემი სამყარო კუსავით ზურგზე მაქვს აკიდებული და საშინელ სიმარტოვეში თან დამაქვს.
₪₪₪₪₪₪ გვერდი მეორე
ჩემი სამყარო , რომელიც ზურგზე მაქვს აკიდებული, ჩემი ბაკანი, ძალიან მძიმეა და ძალიან უხეში...თუმცა საიმედოა და უსაფრთხო....შევძვრები ხოლმე მასში და ემბრიონის ,ხანდახან ზამბარის ფორმას მივიღებ ...თუმცა სიმძიმისაგან ნეკნები მტკივა და მარტო მიჭირს მისი ტარება... სწორედ ამ დროს ვფიქრობ, თუ სამყარო უსასრულოა, და მე მისი ნაწილი ვარ, მეც უსასრულო ვარ....უსასრულოა ჩემი შესაძლებლობები და სურვილები. უკიდეგანო და უსაზღვროა ჩემი რწმენა .შესაძლებლობებისა და სურვილების ზღვარი კი დაუდგენელია. ვინ დაადგინა ცეცხლისა და წვიმის ძლიერება , ანდა ვინ გაზომა ქარის ძალა.? მე კი.... მე კი დაუსრულებელი და ძლიერი ქარი ვარ, უფრო კი ქარიშხალი, მშვიდ და წყნარ ამინდში, მხურვალე და მოგიზგიზე ცეცხლი ვარ , ჩანჩქერთან ახლოს და ძლიერი , თავსხმა წვიმა ვარ, მზიან და უღრუბლო ამინდში....
ლურჯ ფერს ვერასდროს ვიტანდი... ამ ლურჯ რვეულს კი ვერაფრით შეველიე... მეტად არ დავწერ მასში არაფერს...არასდროს ჩავწერ მასში ჩემს ტკივილს და სევდას...არც იმედისა და სასოწარკვეთის გაზიარება მინდა ვინმესთვის...
შევინახავ მას ისეთს, როგორიც ვიყიდე, ცარიელს და ხელუხლებელს.... სამყაროზე ჩემი წამოდგენის მიუხედავად,ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე უფრო ძლიერია.
₪₪₪₪₪₪ გვერდი მესამე
გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეა დღიურში არაფერი დამიწერია. რვეული მოვიძიე და საწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ძალიან დაჭმუჭნული და წამლის სუნიც ასდის....როგორ მძულს წამლების სუნი...გულს მირევს. მესამე გვერდზე გადავშალე.გვერდი ცარიელი დამხვდა..კარგად დავაკვირდი და სიტყვებმა თვალები ამიჭრელა. გუგები გამიფართოვდა და სათვალე მოვიმარჯვე. ყველაფერი ამოტივტივდა და ახლა სუფთა გვერდზე ვკითხულობ... ვკითხულობ იმას, რაც ჩემი ბედის მწერალმა დიდი ხნის წინ უკვე დაწერა.
როგორ მინდოდა ყვავილები მქონოდა...ყვავილების ორანჟერეა....
ყოველ დილით ყვავილების მოვლა უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა...მაშინ ღამით წამლებსაც სიხარულით დავლევდი,იმის შეგნებით,რომ მათ ვჭირდები....სასიამოვნოა იმაზე ფიქრი,რომ ვინმეს ახსოვხარ ან ვინმეს ჭირდები....ყვავილები რომ „ვინმე“ არაა?!..... არაუშავს .... მე მათი მესმოდა და სიხარულით ვესაუბრებოდი ხოლმე.დავანაყრებდი,წყლითა და საკვებით მოვამარაგებდი....პატარა ყლორტებს დავუკოცნიდი, მოვეფერებოდი...
წამლებმა მგონი ამნეზია დამმართა. აღარც მახსოვს,თორემ ჩემს ბეღურებსაც ხომ ვჭირდებოდი...ყოველ საღამოს ფანჯრის რაფაზე მიკაკუნებდნენ ,მე კი ჩემს მთავარ საქმედ მათი დანაყრება მიმაჩნდა. ჩემთვის მოტანილ პურს ხელის გულით კარგად დავფშვნიდი, დავანამცეცებდი და ფანჯრის რაფაზე დავყრიდი... როცა ვუყურებდი, არც კი მიფრთხოდნენ ხოლმე...კენკავდნენ და კენკავდნენ...სიცივით გათოშილებს პური მაინც ხომ უნდა ეჭამათ,რომ არ მომკვდარიყვნენ.... ჩემსავით იყვნენ ამ ბებერ სახლზე შეჩვეულები და არსად წასვლას არ აპირებდნენ... ჩემი სიცოცხლე ამ პატარა ფრინველებმა გამიხანგრძლივეს.... ახლა კი ჩემი სული, დანაწევრებული და სამყაროში გაფანტული , ჩემი ბეღურებივით უსუსური და უმწეოა..
₪₪₪₪₪₪ გვერდი მეოთხე
დიდი ხანი არაა, რაც ჩემს გარშემო უცნაური , პარანორმალური, მოვლენები ხდება. აი, მაგალითად , ჩემს გარშემო მიზიდულობის ძალა გაქრა.... ირგვლივ ყველაფერი მიმოიფანტა და ქაოსურად ყრია.... იმ ყველაფერმა, რაც ჩემს გარშემო ტრიალებდა , მაფიქრებდა, მამოძრავდა , მაოცებდა, მაყვარებდა, მაძულებდა, მიზიდულობის ძალა გაარღვიეს, დაძლიეს, გაწყვიტეს და ადგილი შეიცვალეს დროსა და სივრცეში....დამშორდნენ.... ეტყობა მუხტი დავკარგე, დადებითი მუხტი....მიზიდულობის ძალაც ამიტომ გაქრა....
სამყაროში რამდენი დადებითი მუხტიცაა, იმდენივეა უარყოფითი, რომ წონასწორობა იყოს შენარჩუნებული...მე კი წონასწორობა დავკარგე...ჩემმა პოლუსებმა ურთიერთმიზიდულობა დაძლიეს და გამინაპირდნენ.
ამას კიდევ როგორმე გადავიტანდი, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია, რომ „ისინი“ ჩემთან ერთად ცხოვრობენ (ან მე ვცხოვრობ მათთან). მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, მესმის მათი სუნთქვა, უხმაურო და უსაფრთხო. მათი აურა ჩემზეც გადმოდის , მათ სითბოს ჩემი სხეული გრძნობს, ჩემი კანის შრეები...ინფრაწითელ გამოსხივებას, რომელსაც ორი წყვილი თვალი აფრქვევს, რომლებიც გვერდიდან არ მცილდებიან , ქვეცნობიერში მისახლდებიან და სტიმულს მაძლევენ.... მე ამას მხარში დგომას ვეძახი. არა, ისინი სულში დგომას უფრო ახერხებენ. ძილშიც, ცხადშიც, სიზმარშიც კი ჩემთან არიან, ჩემს საწოლში წვებიან, ენერგიით და სიყვარულით მავსებენ....ხანდახან მწვავენ, მაგრამ ეს წვაც მსიამოვნებს. ეს ცეცხლიც, რომელიც ნებისმიერ წვაზე უფრო სასიამოვნოა...
თუ მე ის მუხტი, რომელიც დედამიწასთან მაკავშირებდა, დავკარგე და ეს ორი წყვილი, ინფრაწითელი გამოსხივების მქონე თვალი ყოველდღე მწვავს, მაშასადამე,მე უკვე სხვა სამყაროში და სხვა გამზომილებაში ვარ....ტოპოლოგიურ სივრცეში და მეოთხე განზომილებაში..... უდიდესი ენერგია.... უსასრულო ზეცა.... ბოლოში გვირაბი.... მე დავბრუნდები
₪₪₪₪₪₪ გვერდი მეხუთე
რამდენიმე წელია , სიკვდილის შიში დავძლიე...ჩემი რწმენის სიძლიერე მხოლოდ ღმერთია. ის ჩემშია და მთლიანად მავსებს. მე მწამს სახეცვლილი დაბადების...
---თუ შენს ახლოს შენივე ჩრდილს დაინახავ,იცოდე რომ ეს ჩემი ჩრდილიცაა...
---თუ მინდვრის ყვავილებში ყველაზე მეტად თავდახრილ და უღონო ყვავილს შეხვდები,იფიქრე, რომ მასშია ჩემი სული აღმოცენებული...
---თუ უეცრად ანთებული სანთელი ჩაგიქრა, გაიხსენე,როგორ ვანცობდით და ვთამაშობდით ბავშვობაში კუკუდამალობანას....
---ხოლო თუ მოულოდნელად შენი ყავის ჭიქაში ყავის დონე დაკლებული დაგხვდა,იცოდე , მე შეგეზიარე... მიყვარს შენი ბაგის შენახები ჭიქის შეხება...
----შენ ვერასოდეს იგრძნობ ჩემ სუნთქვას,მაგრამ თუ ქარმა თმა აგიწეწა,მასში ჩემი სუნთქვაცაა შეწყმული და აუცილებლად იქნება თბილი და ალერსიანი
მე ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ,როცა არ მეშინია გარდაცვალების... მე მწამს სახეცვლილი დაბადების....
₪₪₪₪₪₪გვერდი მეექვსე
მითხრეს,რომ ჩემს დაავადებას ამნეზია ქვია, თუმცა ეს სიტყვაც არაფერს მეუბნება; მავიწყდება იმ წამლის სახელი,რომელიც უნდა დავლიო...ვერ ვპოულობ წამლების ყუთს და არც ვსვამ....ანდა რისთვის უნდა დავლიო? არაფერი მტკივა: არც მშია ,არც მწყურია, არც მცივა. უბრალოდ ,ყურებში რაღაც გუგუნი ჩამესმის. დავდივარ სახლში და ეს ქალ-ვაჟი ვინაა არ ვიცი...არც ამათი სახელები მახსოვს....შვილებიაო, მეუბნებიან. არ მახსოვს რა მქვია,ანდა რამდენი წლის ვარ. აშკარაა,რომ ქალი ვარ.... რისთვის ვარ აქ, ამ სახლში,ვერ ვხვდები...საკუთარი ადგილი არ მაქვს საერთოდ რისთვის ვარსებობ,ეს უფრო გაუგებარია ირგვლივ ყველაფერი მეუცხოება. მაკვირვებს, ის რომ მაგიდაზე პიანინო დევს...ხანდახან დაუკრავად მღერის, კლავიშების გარეშე და ახლა ამას კლავიატურას ეძახიან.მეც კი ვუკრავდი,ადრე სულ ადრე...ჩემი თითები აცეკვდებოდნენ კლავიშებზე და ვუკრავდი,სიყვარულით და გრძნობით...
როდის იყო ეს?
როცა ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიქნებოდი....სად დავიბადე ან როგორ გავიზარდე, ვერ ვიხსენებ. ვერავის ვიხსენებ...აი ეს, ჩემ წინ რომ დგას,ვინაა ვერ გამიგია...ცხვირი და სახე ნაცნობი აქვს,თმაც,მაგრამ ვინაა არ ვიცი... ხელი მინდა შევახო... სარკე ყოფილა...
ანუ ეს მე ვარ?!
ვისაც წარსული არ აქვს, ვერც მომავალი ექნება...
მე წარსული დამეკარგა და ახლა მომავალს ვეძებ.
და რადგან ზუსტად არ ვიცი,სად ვეძებო, ამიტომ ვეძებ ყველგან,მათ შორის,შენს თვალებშიც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მომეწონა ეს ჩანაწერები!
ბერი18, მზე არ ინთება და ქრება, ის ანთია და ჩაქრობამდე ბევრი უკლია, იმედია :)
ხატავს და ხატოს, ჩვენც ეს არ გვინდა? გვათბობს და კვლავაც ასე იქნება, მხოლოდ ვინატრებ, მზე ჩვენი ხატვით დაე ნურასდროს ნუ დაიღლება. მომეწონა ეს ჩანაწერები!
ბერი18, მზე არ ინთება და ქრება, ის ანთია და ჩაქრობამდე ბევრი უკლია, იმედია :)
ხატავს და ხატოს, ჩვენც ეს არ გვინდა? გვათბობს და კვლავაც ასე იქნება, მხოლოდ ვინატრებ, მზე ჩვენი ხატვით დაე ნურასდროს ნუ დაიღლება.
17. მადლობა საინტერესო აზრებისათვის თემურ, კახაბერ. მადლობა საინტერესო აზრებისათვის თემურ, კახაბერ.
16. მეტერია და დრო განუყოფელია. თუ არის მატერია არის დროც, ადამიანმა რომ არ ითვალოს მზე ინთება და ქრება ვიღაცისთვის ეს წამი შეიძლება იყოს , მაგრამ რადგან მოქმედება აქვს საწყისი დასრულება (არააქვს აზრი რა პერიოდით) ეს პერიოდი არის დრო მეტერია და დრო განუყოფელია. თუ არის მატერია არის დროც, ადამიანმა რომ არ ითვალოს მზე ინთება და ქრება ვიღაცისთვის ეს წამი შეიძლება იყოს , მაგრამ რადგან მოქმედება აქვს საწყისი დასრულება (არააქვს აზრი რა პერიოდით) ეს პერიოდი არის დრო
15. კამათი შევწყვიტოთ. ვაღიარებ დამარცხებას, რადგან ჭეშმარიტება ნამდვილად არ ვიცი რა არის, მოსაზრება კი მოგახსენეთ. ეს კომპლიმენტი არ არის. კონსტატაციაა. კამათი შევწყვიტოთ. ვაღიარებ დამარცხებას, რადგან ჭეშმარიტება ნამდვილად არ ვიცი რა არის, მოსაზრება კი მოგახსენეთ. ეს კომპლიმენტი არ არის. კონსტატაციაა.
14. მადლობა ბატონო თემურ, თუმცა კომპლიმენტად ვერ აღვიქვი. ჯობდა თვითონ თემაზე გვეკამათა:) ისე ჯერჯერობით, ჩემი სიჯიუტით არაფერი აღმომიჩენია:DDD მადლობა ბატონო თემურ, თუმცა კომპლიმენტად ვერ აღვიქვი. ჯობდა თვითონ თემაზე გვეკამათა:) ისე ჯერჯერობით, ჩემი სიჯიუტით არაფერი აღმომიჩენია:DDD
13. ქალბატონო მარი, მივესალმები თქვენს სიჯიუტეს. თქვენიდან დიდი მეცნიერი დადგებოდა, რადგან სიჯიუტით იწყება აღმოჩენები. ქალბატონო მარი, მივესალმები თქვენს სიჯიუტეს. თქვენიდან დიდი მეცნიერი დადგებოდა, რადგან სიჯიუტით იწყება აღმოჩენები.
12. ბატონო თემურ, ჩემი მსჯელობა არ ჩაჯდება ვერცერთ თეორიასა და მოძღვრებაში, რადგან მე მათ არ ვიცნობ:D
რატომ არ ვეთანხმები ხოლმე სხვათა მოძღვრებებს? იმიტომ რომ მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული:D
თუმცა რელიგის მჯერა: ბატონო თემურ, ჩემი მსჯელობა არ ჩაჯდება ვერცერთ თეორიასა და მოძღვრებაში, რადგან მე მათ არ ვიცნობ:D
რატომ არ ვეთანხმები ხოლმე სხვათა მოძღვრებებს? იმიტომ რომ მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული:D
თუმცა რელიგის მჯერა:
11. ეხლა ვნახე აქ შეფასება არ იწერება..
თემური 57 -ის კომენტარებინძალიან მომეწონა.
ყოველივე ადამიანის ხელში იქცევა ან ჭირად და უბედურებად ან პირიქით კეთილად და მკურნალად.
როგორც დანა(სკალპელი) შეიძლება ადამიანის გადასარჩენად გამოიყენო და შეიძლება მის სასიკვდილოდ, იგივეა ატომზე, კომპიუტერზე,ცოდნაზე,...... ყველაფერზე ეხლა ვნახე აქ შეფასება არ იწერება..
თემური 57 -ის კომენტარებინძალიან მომეწონა.
ყოველივე ადამიანის ხელში იქცევა ან ჭირად და უბედურებად ან პირიქით კეთილად და მკურნალად.
როგორც დანა(სკალპელი) შეიძლება ადამიანის გადასარჩენად გამოიყენო და შეიძლება მის სასიკვდილოდ, იგივეა ატომზე, კომპიუტერზე,ცოდნაზე,...... ყველაფერზე
10. ძალიან საინტერესო და კარგი დღიურია.
დამაფიქრებელი.
5+ ძალიან საინტერესო და კარგი დღიურია.
დამაფიქრებელი.
5+
9. თქვენს მსჯელობას სხვა მიმართულება აქვს, რომელიც არ ჯდება არცერთ თეორიასა და მოძღვრებაში, ამიტომ ჩვენი კამათი და მიმართულებები, ორივე ჭიშმარიტია. შეიძლება ითქვას, თქვენი უფრო, რადგან ხელოვანი ახლოსაა შემოქმედდთან ვიდრე სწავლული (მე მგონი ამაში დამეთანხმებით. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ატომური ბომბის შემქმნელი ალბათ უფრო სატანის მსახურია ვიდრე ღმერთისა). თქვენს მსჯელობას სხვა მიმართულება აქვს, რომელიც არ ჯდება არცერთ თეორიასა და მოძღვრებაში, ამიტომ ჩვენი კამათი და მიმართულებები, ორივე ჭიშმარიტია. შეიძლება ითქვას, თქვენი უფრო, რადგან ხელოვანი ახლოსაა შემოქმედდთან ვიდრე სწავლული (მე მგონი ამაში დამეთანხმებით. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ატომური ბომბის შემქმნელი ალბათ უფრო სატანის მსახურია ვიდრე ღმერთისა).
8. სამყაროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.უბრალოდ, სამყაროში შემავალი სხვადასხვა მატერია ერთი სახეობიდან გადადის მეორე სახეობაში... დრო ხომ საერთოდ , პირობითია და მას მხოლოდ ინტერვალებში განვიხილავთ: მაგალითად, ქრისტეშობიდან დღემდე...ანდა გუშინდლიდან დღემდე... რადგან დრო არავის დაუნახავს, არც უგრძნია და არც სხვა გრძნობებზე გამოუხატავს თავისი ზემოქმედება, ესე იგი არ არსებობს...
ვზივარ და ვფიქრობ: დედამიწაზე სხვა დროის ერთეულები გვაქვს, სხვა ცივილიზაციებს კი სხვა განზომილებები ექნებათ, ნეტავ მათთან ერთი წელიწადი რამდენი დღეა? ანდა დღე რამდენი საათია? აი, თუნდაც ის, რომ მათთან რამდენიმე ათასი სინათლის წელი გვაშორებს, ხომ ნიშნავს, რომ დროის ათვლა პირობითია და მხოლოდ იმ ადამიანებზე არის დამოკიდებული, ვინ ეს ერთეულები შემოიღო.. .მე სულ ვაპროტესტებდი...მინდოდა საათში 100 წუთი ყოფილიყო და წუთში 100 წამი. ამთ ახლა მე გაცილებით ახალგაზრდა ვიქნებოდი:DDD
თქვენი" ცხოვრების ფილოსოფია" ძალიან მომეწონა, თუმცა ბევრი ვერაფერი გავიგე:D სამყაროს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.უბრალოდ, სამყაროში შემავალი სხვადასხვა მატერია ერთი სახეობიდან გადადის მეორე სახეობაში... დრო ხომ საერთოდ , პირობითია და მას მხოლოდ ინტერვალებში განვიხილავთ: მაგალითად, ქრისტეშობიდან დღემდე...ანდა გუშინდლიდან დღემდე... რადგან დრო არავის დაუნახავს, არც უგრძნია და არც სხვა გრძნობებზე გამოუხატავს თავისი ზემოქმედება, ესე იგი არ არსებობს...
ვზივარ და ვფიქრობ: დედამიწაზე სხვა დროის ერთეულები გვაქვს, სხვა ცივილიზაციებს კი სხვა განზომილებები ექნებათ, ნეტავ მათთან ერთი წელიწადი რამდენი დღეა? ანდა დღე რამდენი საათია? აი, თუნდაც ის, რომ მათთან რამდენიმე ათასი სინათლის წელი გვაშორებს, ხომ ნიშნავს, რომ დროის ათვლა პირობითია და მხოლოდ იმ ადამიანებზე არის დამოკიდებული, ვინ ეს ერთეულები შემოიღო.. .მე სულ ვაპროტესტებდი...მინდოდა საათში 100 წუთი ყოფილიყო და წუთში 100 წამი. ამთ ახლა მე გაცილებით ახალგაზრდა ვიქნებოდი:DDD
თქვენი" ცხოვრების ფილოსოფია" ძალიან მომეწონა, თუმცა ბევრი ვერაფერი გავიგე:D
7. კარგით. ეს გახლავთ ამონარიდი ჩემი წიგნიდან ,,ცხოვრების ფილოსოფია." დიდი მადლობა კამათის შესაძლებლობის მოცემისთვის. რაც უფრო ბობოქარია ადამიანის სული, მით უფრო მძიმეა მისი ცხოვრება. არ არის ადვილი ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში ორი მსოფლმედველობის სიკე- თისა და ბოროტების ურთიერთდაპირისპირებაა. დიახ, ორი მსოფლმხედველობისა, რომელთაც საკუთარი ,,კონცეფცია” გააჩნიათ, აგებული სრულიად რეალურ ყოფიერებაზე, რომლითაც ადა- მიანის, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ინტელექტუალური ფორმის, ცხოვრება განისაზღვრება. ექვს დღეში შექმნილი ხილული სამყარო გაცილებით იდუმალი აღმოჩნდა, ვიდრე თვით ეს ექ- ვსი დღე, რომელმაც შემოქმედის ,,გონითი შეასძლებლობები” წარმოაჩინა, რადგან მან განსაზღ- ვრა მატერიალური სამყაროს არსებობის ხანგრძლიობის ვადა იმის გათვალისწინებით, რომ თვით ეს სამყარო არა ,,პირველქმნილი” სახით, არამედ განვითარების კანონზომიერი პროცესით აპოკა- ლიფსისამდე მისულიყო. ისმის კითხვა: თუკი მატერიალური სამყაროს სასრულობა წინასწარ იყო განსაზღვრული, მა- შინ მისი განვითარების აუცილებლობა (აქ ვგულისხმობ კომპლექსურ განვითარებას) რა ფაქტო- რებთან იყო დაკავშირებული? რადგან, ,,შექმნილის” სრულქმნა და მერე განადგურება, მარტივად რომ ვთქვათ, სიცოცხლის ,,დაბადების” აუცილებლობას და მის ჩარჩოებში” მოქცევას მართლაც ეწინააღმდეგება. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ,,სასრულობის პროცესი” კიდევ რამდენი- მე მილიარდი წელი ,,გაიწელოს,” ყველაფერი ხომ ოდესღაც დასრულდება, სამუდამოდ გაქრება და შეიცვლება? ... ყველაზე საოცარი ამ პროცესში ის გახლავთ, რომ მატერიალური სამყარო ამ სახით, აღარა- სოდეს განმეორდება. არც ზოგადსაკაცობრიო იდეალები ,,იარსებებს” და არც ადამიანის ხელით შექმნილი კულტურის უამრავი სრულქმნილი ძეგლი (პირამიდები, ტაჯ-მაჰალი, , სტოუნ-ჰენჯი და თუნდაც ეიფელი). რა საჭირო იყო მაშინ მათი აგება? (ნებისმიერი ტექნოლოგია ხომ ზეციურია). მეცნიერთა ერთი კატეგორია თვლის, რომ აპოკალიფსისამდე სამყარომ განვითარების ხუთი ხა- ნა უნდა გაიაროს (არ აგერიოთ დედამიწის განვითარების ხუთ ხანაში, ერაში). აქედან მხოლოდ ორია გავლილი და სამი გასავლელი. პირველი ხანა, ძალიან ადრე დასრულდა და მოიცვა ,,აფეთქებიდან” ვიდრე ნახევარი მილიარ- დი წელი. შემდეგი ხანა, რომელიც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს, გაგრძელდება რამდენიმე მილიარდი წელი და დასრულდება ყველა ციური სხეულის (მატერიის) გაქრობით. ჩაქრება ყველა მნათობი, რადგან სამყარო უფრო სწრაფად ფართოვდება ვიდრე ეს სინამდვილეში უნდა ხდებოდეს. ციურ სხეულებს შორის არსებული უზარმაზარი მანძილი და შესუსტებული გრავიტაცია, სწორედ ზე- მოთ ხსენებულ პროცესებს დაუდებს სათავეს. მესამე ხანაში დარჩება მხოლოდ ,,შავი ხვრელები,” რომლებიც ასევე დაიშლება. ეს იქნება იმ- ის წინაპირობა, რომ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ დადგება მეოთხე ხანა. მისი ,,სავიზიტო ბარათი” იქნება დროის, როგორც განზომილების სეგმენტებად დაშლა და რა თქმა უნდა, გაქრობა. მეხუთე ხანაში კი მხოლოდ სინათლის ის კვანტები შენარჩუნდება, რომლის დაშლაც შეუძლებე- ლია. ამ თეორიაში მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ სამყაროს გაქრობის პროცესი ეფუძნ- ება გაფართოებას და არა კოლაფსირებას (შეკუმშვას), რომელიც უფრო ჭეშმარიტად მიიჩნეოდა, რადგან სამყარო წესით და კანონით უნდა შეიკუმშოს იმ წერტილამდე, რომლიდანაც ,,აფეთქება” მოხდა. თუმცა, გაფართოების უტყუარი ნიშანი გახლავთ ვარსკვლავთა ე.წ. ,,წითელი წანაცვლე- ბა,” რომლითაც სივრცესა და დროში მათი გადაადგილების მან|ძილი განისაზღვრება. დიახ! ,,წი- თელმა წანაცვლების” აღმოჩენამ და ზეახალი ვარსკვლავის ტრაექტორიამ მისცა ამ პროცესის მიმართ, მეცნიერებს იმის თქმის შესაძლებლობა რომ მატერიის სრულ გაქრობამდე ჯერ კიდევ რამდენიმე მილიარდი წელია. თუმცა ამგვარი იმედიანი პროგნოზი არ ნიშნასვ აპოკალიფსისის ხანგრძლიობის ანალოგიურ ვადას. ასე, რომ დედამიწის ცივილიზაციას ,,ნეტარი ცხოვრებით” ჯერ კიდევ წინ აქვს.
ამასვე ამბობს რელიგიაც: ,,იქნება სხუა ცა და არარ იქნება დრო" (ლუკა მახარებელი)
სამყაროში აღმოჩენილია ყველაზე უშორესი ციური სხეული კვაზარ OH-471. რომელიც წამში270 ათასი კილომეტრი სიჩქარით მიექანება სივრცეში და იქამდე მანძილი 12 მილიარდი სინათლის წელია. ეს კვაზარი ყველაზე უშორესი მატერიალური სხეულია და ,,იმის იქით" არაფერია, რაც სამყაროს სასრულობას უდრის, რადგან ,,დიდი აფეთქების" შემდეგ წარმოშობილი სამყარო ასე ფართოვდება.
კარგით. ეს გახლავთ ამონარიდი ჩემი წიგნიდან ,,ცხოვრების ფილოსოფია." დიდი მადლობა კამათის შესაძლებლობის მოცემისთვის. რაც უფრო ბობოქარია ადამიანის სული, მით უფრო მძიმეა მისი ცხოვრება. არ არის ადვილი ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში ორი მსოფლმედველობის სიკე- თისა და ბოროტების ურთიერთდაპირისპირებაა. დიახ, ორი მსოფლმხედველობისა, რომელთაც საკუთარი ,,კონცეფცია” გააჩნიათ, აგებული სრულიად რეალურ ყოფიერებაზე, რომლითაც ადა- მიანის, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ინტელექტუალური ფორმის, ცხოვრება განისაზღვრება. ექვს დღეში შექმნილი ხილული სამყარო გაცილებით იდუმალი აღმოჩნდა, ვიდრე თვით ეს ექ- ვსი დღე, რომელმაც შემოქმედის ,,გონითი შეასძლებლობები” წარმოაჩინა, რადგან მან განსაზღ- ვრა მატერიალური სამყაროს არსებობის ხანგრძლიობის ვადა იმის გათვალისწინებით, რომ თვით ეს სამყარო არა ,,პირველქმნილი” სახით, არამედ განვითარების კანონზომიერი პროცესით აპოკა- ლიფსისამდე მისულიყო. ისმის კითხვა: თუკი მატერიალური სამყაროს სასრულობა წინასწარ იყო განსაზღვრული, მა- შინ მისი განვითარების აუცილებლობა (აქ ვგულისხმობ კომპლექსურ განვითარებას) რა ფაქტო- რებთან იყო დაკავშირებული? რადგან, ,,შექმნილის” სრულქმნა და მერე განადგურება, მარტივად რომ ვთქვათ, სიცოცხლის ,,დაბადების” აუცილებლობას და მის ჩარჩოებში” მოქცევას მართლაც ეწინააღმდეგება. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ,,სასრულობის პროცესი” კიდევ რამდენი- მე მილიარდი წელი ,,გაიწელოს,” ყველაფერი ხომ ოდესღაც დასრულდება, სამუდამოდ გაქრება და შეიცვლება? ... ყველაზე საოცარი ამ პროცესში ის გახლავთ, რომ მატერიალური სამყარო ამ სახით, აღარა- სოდეს განმეორდება. არც ზოგადსაკაცობრიო იდეალები ,,იარსებებს” და არც ადამიანის ხელით შექმნილი კულტურის უამრავი სრულქმნილი ძეგლი (პირამიდები, ტაჯ-მაჰალი, , სტოუნ-ჰენჯი და თუნდაც ეიფელი). რა საჭირო იყო მაშინ მათი აგება? (ნებისმიერი ტექნოლოგია ხომ ზეციურია). მეცნიერთა ერთი კატეგორია თვლის, რომ აპოკალიფსისამდე სამყარომ განვითარების ხუთი ხა- ნა უნდა გაიაროს (არ აგერიოთ დედამიწის განვითარების ხუთ ხანაში, ერაში). აქედან მხოლოდ ორია გავლილი და სამი გასავლელი. პირველი ხანა, ძალიან ადრე დასრულდა და მოიცვა ,,აფეთქებიდან” ვიდრე ნახევარი მილიარ- დი წელი. შემდეგი ხანა, რომელიც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს, გაგრძელდება რამდენიმე მილიარდი წელი და დასრულდება ყველა ციური სხეულის (მატერიის) გაქრობით. ჩაქრება ყველა მნათობი, რადგან სამყარო უფრო სწრაფად ფართოვდება ვიდრე ეს სინამდვილეში უნდა ხდებოდეს. ციურ სხეულებს შორის არსებული უზარმაზარი მანძილი და შესუსტებული გრავიტაცია, სწორედ ზე- მოთ ხსენებულ პროცესებს დაუდებს სათავეს. მესამე ხანაში დარჩება მხოლოდ ,,შავი ხვრელები,” რომლებიც ასევე დაიშლება. ეს იქნება იმ- ის წინაპირობა, რომ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ დადგება მეოთხე ხანა. მისი ,,სავიზიტო ბარათი” იქნება დროის, როგორც განზომილების სეგმენტებად დაშლა და რა თქმა უნდა, გაქრობა. მეხუთე ხანაში კი მხოლოდ სინათლის ის კვანტები შენარჩუნდება, რომლის დაშლაც შეუძლებე- ლია. ამ თეორიაში მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ სამყაროს გაქრობის პროცესი ეფუძნ- ება გაფართოებას და არა კოლაფსირებას (შეკუმშვას), რომელიც უფრო ჭეშმარიტად მიიჩნეოდა, რადგან სამყარო წესით და კანონით უნდა შეიკუმშოს იმ წერტილამდე, რომლიდანაც ,,აფეთქება” მოხდა. თუმცა, გაფართოების უტყუარი ნიშანი გახლავთ ვარსკვლავთა ე.წ. ,,წითელი წანაცვლე- ბა,” რომლითაც სივრცესა და დროში მათი გადაადგილების მან|ძილი განისაზღვრება. დიახ! ,,წი- თელმა წანაცვლების” აღმოჩენამ და ზეახალი ვარსკვლავის ტრაექტორიამ მისცა ამ პროცესის მიმართ, მეცნიერებს იმის თქმის შესაძლებლობა რომ მატერიის სრულ გაქრობამდე ჯერ კიდევ რამდენიმე მილიარდი წელია. თუმცა ამგვარი იმედიანი პროგნოზი არ ნიშნასვ აპოკალიფსისის ხანგრძლიობის ანალოგიურ ვადას. ასე, რომ დედამიწის ცივილიზაციას ,,ნეტარი ცხოვრებით” ჯერ კიდევ წინ აქვს.
ამასვე ამბობს რელიგიაც: ,,იქნება სხუა ცა და არარ იქნება დრო" (ლუკა მახარებელი)
სამყაროში აღმოჩენილია ყველაზე უშორესი ციური სხეული კვაზარ OH-471. რომელიც წამში270 ათასი კილომეტრი სიჩქარით მიექანება სივრცეში და იქამდე მანძილი 12 მილიარდი სინათლის წელია. ეს კვაზარი ყველაზე უშორესი მატერიალური სხეულია და ,,იმის იქით" არაფერია, რაც სამყაროს სასრულობას უდრის, რადგან ,,დიდი აფეთქების" შემდეგ წარმოშობილი სამყარო ასე ფართოვდება.
6. როცა გინდათ, მაშინ ვიკამათოთ :) როცა გინდათ, მაშინ ვიკამათოთ :)
5. მომეწონა, თუმცა ,,პირველი გვერდის" ზოგიერთი განმარტება საკამათოა (დროისა და სამყაროს უსასრულობა), მაგრამ საკითხი რადგან მხატვრულ ნაწარმოებს ეხება, მისაღე- ბია. ++ მომეწონა, თუმცა ,,პირველი გვერდის" ზოგიერთი განმარტება საკამათოა (დროისა და სამყაროს უსასრულობა), მაგრამ საკითხი რადგან მხატვრულ ნაწარმოებს ეხება, მისაღე- ბია. ++
3. არავინაა ჩემით სავსე და მე თვითონ ვარ გამოფიტული... არავინაა ჩემით სავსე და მე თვითონ ვარ გამოფიტული...
2. "სამყარო კუსავით ზურგზე მაქვს აკიდებული და ........ თან დამაქვს."
"---თუ შენს ახლოს შენივე ჩრდილს დაინახავ,იცოდე რომ ეს (ის) ჩემი ჩრდილიცაა..."
+++++ (+2) "სამყარო კუსავით ზურგზე მაქვს აკიდებული და ........ თან დამაქვს."
"---თუ შენს ახლოს შენივე ჩრდილს დაინახავ,იცოდე რომ ეს (ის) ჩემი ჩრდილიცაა..."
+++++ (+2)
1. ვაქვეყნებ ერთად... დაწერილია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს :) ივნისი-აგვისტო 2013 წელი ვაქვეყნებ ერთად... დაწერილია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს :) ივნისი-აგვისტო 2013 წელი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|