ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2014


მზეს ნუ გამორთავ ...

მზეს ნუ გამორთავ, მეგობარო, შენ ხომ დამპირდი?!
გადამწვარია უსინათლოდ
ყველა ნათურა...
და, მართალია, სულ
არაა ცუდი აპრილი,
მაგრამ გაზაფხულს
ვეგუები, თურმე, რა რთულად...

როცა არ ვიცი, ვის
მივყიდო ფარსი ღიმილი
ან სიტყვა ყალბი
სად დავხარჯო, ანდაც რა პირით...
ვდგავარ სარკმელთან
ქუჩასავით მკერდგაღეღილი
და ტანში  მარტის ნასესხები ღელავს აპრილი...

ვიღა მიგიშვებს
გულამდე, რომ არ აისხლიტოს
ღრმად მიტანილი
სიყვარული გულის ფიცართან
და  ახლა უფრო ვუფრთხილდები მზეს, შენს დანატოვს...
ვერ მოგატყუებ, დამიჯერე,
მაგ მზეს ვფიცავარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები