ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2014


* * *

„არ აშინებდა გოლგოთა,
          არც ცრემლი უასაკოთა...
                  ყოველთვის დიდად მოჰქონდა
                          თავი, რომელიც არ ჰქონდა.“
                                      /ვახტანგ ჯავახაძე/

აპრილის ღამეს გაეჩხირა ყელში ღრუბელი...
წვიმა არ მინდა! (ალბათ უკვე ვამბობ მეასედ)...
ერთი უბრალო ბიჭი რომ ვარ ალისუბნელი,
შეყვარებული შენზე,
ჩვენზე,
პოეზიაზე...

გამოიდარებს იმედია. ისევ მაისის
ფერი კაბა რომ ჩაიცვა და კარგად იცოდე:
მე როგორი ვარ, ერთ შეხედვით სხვებმა რა იცის,
ერთი კი არა, გაატარეს მთელი სიცოცხლე

თითქმის ჩემთან და...
მოკლედ ასე ხდება ზოგჯერაც...
თავი დავკარგე, ის, რომელიც მართლა არ მქონდა...
კარგად დაფიქრდი ყველაფერზე, ასე რომ გჯერა,
და შენც ჩემსავით ნუ იცხოვრებ გამონაგონთან.

ვხვდები, რომ გული გავაწყალე, გული რომელიც
გუშინ მტკიოდა... დღეს დილითაც ისევ ვიგრძენი...
და ლიანდაგზე გაწოლილი ორ შუქს მოველი,
და ვიცი, მჯერა, ცოტა დამრჩა...
გთხოვ, გამიძელი...

წვიმდა...
ღამეზე ალბათ უკვე ვყვები მეასედ...
ღამე თენდება?..
დაახველა მთვარემ ღრუბელი...
შეყვარებული სიკვდილზეც და პოეზიაზე
ერთი უბრალო ბიჭი რომ ვარ
ალისუბნელი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს