ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2014


ჩემი ბაკე

        ჩემი ბაკე

სოფელი ... ბაკეში ბიბინებს ბალახი,
სურვილი მძლავრობს და ოცნებას არ მაცლის,
ჭიშკარი შევაღე, ,,გაიხსნა" ზღაპარი,
მწვანეში ჩაფლული დრო-ჟამით დამდნარი...
იმერულ ოდაში ტრიალებს ნაღველი;
წინაპარს შევცქერი.. შიშველი ხელებით
აწმყოში ვვარსებობ და წარსულს ვეხები,
ძელური მარანი ... და ისიც, ჭანჭური,
მომავლის სახელზე ბაბუას დარგული,
ფერმკრთალი ფოთლებით, შეყრილი სიბერით,
ფიქრებით, ნაღველით, სითბოთი მიმელის,
ფესვები, ფეხები, მიწაში ჩარგული,
სიზმარში ტკივილად მრავალჯერ ნახული.
მეძახის, მომიხმობს ჭანჭური ,,სეხნია,"
აწმყო და წარსული სიცოცხლეს ელტვიან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები