ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2014


ოდისეა

ჩვენ ყოველ დილით აკვნებს ვტოვებდით
და მივყვებოდით აშოლტილ ფიჭვნარს.
მზე, გაჟღენთილი აგვისტოებით
ჟონავდა, როგორც გაჭრილი ფიჭა.

ჩვენ ყოველ დილით, როგორც შეთქმულნი
ველოდებოდით გიგანტურ ცილკონს,
ხოლო სამყარო, კუზე შედგმული,
იყო ისეთი, როგორიც იყო.

იყვნენ დერვიშნი, იყვნენ მეფენი
და რაკი ჟამი ვერაფერს ვერ შლის,
დადგა ეს დილა, როგორც რეფრენი
ერთ უსასრულოდ უაზრო ლექსში.

და ჩვენ ვიდექით მეფის ტოლები
და მუხლებამდე გვწვდებოდა წარღვნა,
ვწერდით და ვწვავდით ეპისტოლეებს,
ვატრიალებდით კოსმოსებს წაღმა.

იყო გრიგალი, ასე დიადი,
შეუბრალებლად მიჰქონდა ზეცა,
იყო გიჟური და სევდიანი
ჩვენს სახეებზე დღეების ლეწვა.

და მზეს რომ თვალებს გავუსწორებდით,
იმ მზეს, რომელიც ღამესთან მიწვა...
***
ჩვენ ყოველ დილით აკვნებს ვტოვებდით,
ჩვენ ყოველ ღამით ვტოვებდით მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები