ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2014


ჩრდილი

უხილავი ჯაჭვებით დაბმულს,
ვით მძიმე ბორკილს,
დღენიადაგ დამათრევს მზეში.
არ იმჩნევს დაღლას,
ისვენებს მხოლოდ დროგამოშვებით_
როცა სინათლე ვერ მივსებს თვალებს.
ითმენს ბოლომდე_
ვიდრე სიბნელეს ჩამაბარებს
და საბოლოოდ მომიხურავს სინათლე კარ(ებ)ს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები