ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2014


არ მკითხო ახლა როგორვარ...

მე, იქ, ვარ სადაც ვიყავი ადრე
და ისე... როგორც ვიყავი ანდაც...
შორიდან თითქოს  სუყველას ვგავდი,
ახლოდან თითქმის არავინ მგავდა...

მუჭში ნამტვრევი თითები ვთვალე
(ჩემს თვალში დირედ მოჩანდა ბეწვიც )
სიკვდილი ცელით თიბავდა თავებს,
მზეზე ძნასავით აწყობდა ჩემს  წინ.

მე, ვიმოკლებდი ყულფამდე მანძილს,
ის, ხნავდა,  გულზე-გაჰქონდა კვლები...
და ახლაც ბოლო ბელტივით მიმძიმს,
გადათხრილ გულში დამარხვა მკვდრების.

არ მკითხო, აბა როგორვარ რა ვთქვა?
(უსაქმურობას ხელი მივყავი)
ყველამ თავისი დოლაბით ფქვა და
ან კი საერთოდ,  როგორ ვიყავი!...

2014. 04.12.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები