ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2021


წითელი ვარდები

ათოვდა წითელ ვარდებს,თოვდა ცივად და ოხრად,
სითეთრე სევდას ბადებს როცა ყვავილებს დახრის,
თეთრ სიმსუბუქეს ახვევს ეკლებად აყრის ციდან,
გულ შეწუხებულ ვარდებს ყოფნა არ ყოფნის დარდი.
ბრძოლის ველს ჰგავდა თითქოს ერთი პატარა ბაღჩა,
მუხლჩახრილ ყვავილს თითო ფურცელი სძვრება კალთის
როცა ახლოა შველა,რომ გადაიღებს თოვა,
თუკი მანამდე შერჩა...შერჩა უნარი ბრძოლის.
გულზე სიმძიმე აწევს,გულზე სიცივე ჰკრთება,
ეკვრის სუნთქვა და ფოთლავს ეს ყინვიანი სუსხი
გრძნობს ტკივილისგან ეწვის და იარებით კვდება,
პატარა ვარდი ბაღის,უმწეოა და სუსტი...
ასე ითოვა მაისს,ვარდივით ვშლიდი თვალებს,
ნაცემ ონავარს ჰგავდა,წითელი მორცხვი ვარდი
მაგრამ იღბალთან ომმა,ცრემლი დაჰკიდა ღაწვებს.
დღეს მზის სხივები ადგას,ნაომ-ნაბრძოლარ ადგილს.
ტკივილი ერთი ორი,სიმწარის ცრემლთა დენა,
იყო,იქნება, არის,ჩვენს ცხოვრებაში მაინც
რადგან ამ ქვეყნად ახლა უცრემლოდ რამე ხდება?!
უტკივარს ჩვენთან დღემდე არაფერს არ აქვს ფასი.
გაძლება უნდა დადრდსაც, შეძლება უნდა ამდენს,
ყველაზე სუსტსაც მიაქვს ზოგჯერ ცხოვრების ჯვარი,
ნუ მოვუხუჭავთ სევდას, თვალს ცრემლებისას დამდენს,
ნუ შეგვიწირავს გლოვა,ტკივილისა და ჯავრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები