ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2014


ვერ წავალ...

                                მე წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
                                ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
                                                                      / ოთარ ჭილაძე/


საათებს, წუთებს, ვითვლი და ვიცი
რომ ყველა ტკივილს  აქვს დასასრული
ვწერ და გიტოვებ  სიყვარულს    ულევს,
როგორც გვახსოვდა  ჩვენი წარსული...

             
ვერ წავალ... ვეღარ... გადავიფიქრე,
ჯერ ვერ  შევავსე ბოლო ფურცელი
რომ  მარტოობა, რომ  ფორიაქი
და  სიმარტოვე, ამოუხსნელი
ისევ მაბრუნებს უკან და შენთან,
გული ვერ ამბობს, კარგო მშვიდობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები