ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


სონეტი წვიმას

სონეტი წვიმას

არ იძვრის ქარი
და წვიმაც არ ცრის,
მზე ზენიტშია,
,,ჭიხვინებს" სიცხე,
სული დამძიმდა, არ ვიცი რა მჭირს,
არაბუნებრივ შეგრძნებას ვითმენ ...
მუზა სულს ღაფავს,
მჭირდება წვიმა! ...
მომეცით წვიმა, აპკურეთ სევდას,
თოთო სტრიქონებს,
მსხვერპლად შევწირავ
და მოგონებებს
დავწრიტავ ლექსად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები