ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


ასკლიპიოდოტასათვის ნაკლებად საინტერესო ლექსი

ტრიალებს სწრაფად, ტრიალებს ნელა,
არ მინდა ვიყო წამების მსხვერპლი,
ასე თუ ისე წავიდა ყველა,
მე კი სათქმელი ვერა და ვერ ვთქვი...

ან რა აზრი აქვს გაცვეთილ სიტყვებს,
არავის არ სურს გაიგოს სხვისი,
დღეს მე ყველაფერს თავიდან ვიწყებ,
მაგრამ ვერაფერს დავიწყებ - ვიცი,

რადგან ყოველი ზაფხულის ბოლოს,
სუსხიან დღეებს ნებდება ზეცა.
ახლა პირველ დღეს ვიხსენებ მხოლოდ,
როცა თვალებზეც სირცხვილი გეცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები