I თავი
როცა მიწისძვრა მოხდა, საპირფარეშოში ვიჯექი და ჩემი მოთხრობებიდან რომელიღაცას ვკითხულობდი. მთელი ცხოვრება შევალიე წერას, ჩემი ამდენი ხელნაწერი კი ერთმა მუყაოს ყუთმა დაიტია.
უსამართლოდაა ეს ქვეყანა მოწყობილი. ბავშვობიდან ვწერდი. როგორც მეუბნებოდნენ, არც თუ ისე ურიგოდ. ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულიც გახლდით, მაგრამ აქა-იქ შემორჩენილი გამომცემლობებიდან არც ერთს ახსენდებოდა ჩემი არსებობა, რომ კრებულის გამოცემა შემოეთავაზებინათ. რამდენიმე წლის საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ იმდენს მივაღწიე, რომ საკმაოდ სუფთა ნაწერები მქონდა. მარკეტინგში დაოსტატებული გამომცემლები კი რაღაც განსხვავებულისა და ორიგინალურის ძიებაში ათასნაირ ნაგავსა და ბულვარულ ხარა-ხურას აქვეყნებდნენ, ბევრი ეპატაჟითა და სექსით.
ერთი-ორჯერ სხვადასხვა პოპულარულ თუ ნაკლებადპოპულარულ ჟურნალ-გაზეთშიც დავიბეჭდე. მეგონა, ჩემი ვარსკვლავი აი, ახლა გაიბრწყინებს მეთქი, მაგრამ ვცდებოდი. რამდენადაც რეიტინგული ვიყავი ინტერნეტსივრცეში, იმდენად უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ ჩემი მოთხრობები ფურცლებზე. არანაირი გამოხმაურება, არანაირი მითქმა-მოთქმა, მხოლოდ დუმილი და ცივსისხლიანი დამკვირვებლის როლი მკითხველის მხრიდან. თითქოს ლიტერატურის მოყვარულები მხოლოდ ვირტუალურ სამყაროს შემორჩნენ და უფრო რეალურ ადამიანებს ამისთვის არასოდეს ეცალათ. ინტერნეტი ის სავაჭრო ნავსაყუდელი გახდა, რომელშიც ათასნაირი გემი შედიოდა, ათასი ჯურის ადამიანს იტევდა, სადაც ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული, ზოგი ერთობოდა, ზოგს იქაურობა თავისი შემოსავლის წყაროდ ექცია, ზოგიც შინაგანი სიცარიელის შესავსებად იყენებდა. რეალურმა ცხოვრებამ ხელოვნური ალგორითმების სამყაროში გადაინაცვლა, ჰოდა, რა გასაკვირია, ბეჭდური გამოცემების შეძენა ნაკლებად აინტერესებდათ მონიტორებს მიჩერებულ ადამიანებს.
ერთი შეხედვით რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შემოქმედი კაცისთვის, მკითხველი ბეჭდური სახით გაეცნობა მის ნაღვაწს თუ ინტერნეტსივრცეში, მაგრამ მაინც სხვა შეგრძნებაა, სხვა მუხტი აქვს, როცა ავტორს თავისი ნაშრომი ხელში უკავია და თითოეულ ასო-ბგერას, თითოეულ სიტყვას თითებით ეხება. სწორედ ეს იყო ჩემი შინაგანი დაუკმაყოფილებლობის მიზეზი, მით უმეტეს, რომ რთულია ვირტუალურ სამყაროში იმის განსაზღვრა, რამდენი ადამიანი გაეცნო შენ შემოქმედებას.
ბევრს ვკითხულობდი და ცოტას ვწერდი. თავში იდეების და სიუჟეტების გროვა მქონდა. როგორც ძველ და გამოუსადეგარ საწოლზე ახოხოლავებულ სტუმრებისთვის განკუთვნილ ლეიბებსა და საბნებს, ჩემ ნაწერებსაც პერიოდულად ვამზეურებდი და გამვლელ-გამომვლელი მკითხველებისთვის ვირტუალურ თოკზე ვკიდებდი. ბევრს აინტერესებდა, ბევრი ჩემ პერსონაჟებს ჩემთან აიგივებდა. როგორც ცხოვრებაში, აქაც მონდომებით აკვირდებოდნენ გამოფენილ თეთრეულს, - ზოგი სისხლის და ზოგი ჭუჭყის ლაქას ეძებდა. ხან უცრუვდებოდათ იმედები, ხან კი უმართლდებოდათ, როდის როგორ. პირველ ქვას კი ყოველთვის უცოდველნი მესროდნენ, როგორც წერილ არს.
მასიური სიყვარული კი არა და არ მოდიოდა. ბევრს გაგონილი ჰქონდა ჩემი სახელი, უფრო ბევრს კი – არ. ვერავინ ხვდებოდა, როგორ მჭირდებოდა მკითხველის მხარდაჭერა, სითბო და ინტერესი. ეს კარგი მოტივატორი იქნებოდა, უფრო ბევრს და უფრო უკეთ დავწერდი, მაგრამ რად გინდა, ყოფითი პრობლემები, სამყაროს შეცნობის სხვა უფრო პრიმიტიული თუ მაღალტექნოლოგიური საშუალებები დამწყებ ავტორებს ძალიან გვაზარალებდნენ და ძალაუნებურად ხან ტელევიზიის, ხან კი ინტერნეტის ჩრდილში მოკრძალებულად გვამყოფებდნენ. იმ ადამიანების რაოდენობა კი, ვისთვისაც იწერებოდა, დღითიდღე მცირდებოდა.
პოტენციური მკითხველი მასიური ფსიქოზით იყო დაავადებული. პოლიტიკა, ჭორები, ინტრიგები. ჭორები, ინტრიგები, პოლიტიკა. მისჩერებოდნენ სისხლისფერ ეკრანებს და გულში ეწვეთებოდათ შხამი, ბოღმა, ღვარძლი და წუმწუმაი. ივსებოდნენ და იბერებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ ჰყოფნიდათ საღი აზრი, რომ სულის ნარჩენებსა და ნერვებს მოფრთხილებოდნენ, რაღაც ფასეულს გაცნობოდნენ და გული და გონება იმ ნაგვისაგან გაეწმინდათ, რაც ყოველ ნაბიჯზე იყო.
არასოდეს ვცდებოდი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასებაში. მიწაზე ყოველთვის მყარად ვიდექი და ყველაზე უკეთ ვიცოდი, რა მაკლდა, რა მქონდა, რაზე უნდა მემუშავა, რომ რამისთვის მიმეღწია. შესაბამისად, ჩემი მოკრძალებული ამბიციები ძლიერ ფესვებზე იდგნენ. არც თუ უსაფუძვლო იყო ჩემი სურვილი, რომ რამისთვის მიმეღწია. საკმარისად მქონდა იმის ნიჭი და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის რაღაც კარგი შემეთავაზებინა, უბრალოდ ხალხი აღარ იყო მზად რაიმე სულიერი ფასეულობის მისაღებად. კაცობრიობის მიღწევებმა იმდენჯერ და ისეთი დოზით შემოულაწუნა, რომ ვეღარაფრით გააკვირვებდი.
ტექნოლოგიების საუკუნეში წიგნი, ნახატი, მუსიკალური კომპოზიცია თუ ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში მხოლოდ მკრთალი ფონი იყო პროგრესისა. მშობლები ისეთი მსოფლმხედველობით ზრდიდნენ შვილებს, რომ სულიერი საზრდო ხორცს ვერ დაუნაყრებდათ, მიწაზე მყარად უნდა მდგარიყვნენ და სარფიანი საქმეებისთვის მოეკიდათ ხელი. ჰოდა, მოდიოდა ფინანსისტების, პოლიტიკინების, ყველანაირი ექსპერტების, მარკეტინგის და კომპიუტერული ტექნოლოგიების თაობა. რა საჭირო იყო წიგნსა და ენციკლოპედიაში რაიმეს ამოკითხვა, როცა კლავიატურაზე რამდენიმე დაწკაპუნებით ისეც მშვენივრად გაიგებდნენ, როდის მოკლა ბრუტუსმა იულიუს კეისარი ან ევამ რომელი ხილი ჩაკბიჩა და საერთოდ ვინ იყვნენ ბრუტუსი, ევა თუ ჰომეროსი.
ხელოვნების აქა-იქ შემორჩენილ მოყვარულთა შორის მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ უკვე ყველაფერი ითქვა, ყველაფერი შეიქმნა, ადამიანის ნიჭიერებამ ამოწურა ყველა რესურსი და ახლა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებდა. არავის სჯეროდა, რომ ამ წრის გარღვევას ვინმე შეძლებდა და რაღაც ახალს შესთავაზებდა კაცობრიობას.
სიმართლე რომ ითქვას, არც მე ვიყავი დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც მე ვიყავი ნოვატორი და გაფართოებული თვალებით უნდა მომჩერებოდნენ, ჩემი ყოველი სიტყვა ბრმად უნდა ერწმუნათ, ჩემ ციტატებზე გაეზარდათ თაობები, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი, ისე გავცლოდი სხეულს, რაღაც ნაკვალევი დამეტოვებინა.
ზოგ შემთხვევაში მწერლობა ცხოვრების წესია და არა თვითმიზანი. წერ, რადგან არდაწერა არ შეგიძლია. ისევე როგორც ჭამ, სვამ, გძინავს, გიყვარს ან გძულს, წერის სურვილიც ინსტინქტის დონეზე გაქვს უკვე. მექანიკურად ჯდები კომპიუტერთან საბეჭდად. თითების კლავიატურასთან ყოველი შეხება, რიტმული კაკუნი ყველაზე ლამაზ მელოდიასავით ჩაგესმის, ასეთ წუთებში უდიდესი კომპოზიტორიც ხარ, მოქანდაკეც, რომელიც მშვენიერებას ძერწავს და მერე თავისი ქმნილება უყვარდება; მხატვარიც და კინორეჟისორიც შენ ხარ, რადგან ფერები და კადრები ირევა ერთმანეთში და ჰარმონიულ სურათებს ხედავ გონებაში. გიყვარს ყველა სტრიქონი, ყველა აბზაცი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც შექმნის პროცესით ხარ მონუსხული. რაღაც განსაკუთრებული ხდება ამ დროს, შენ თავს არ ეკუთვნი, მით უმეტეს არ ხარ მიწაზე, - სხვა პლანეტაზე იმყოფები, რომელზეც საღად მოაზროვნე ადამიანი ფეხსაც ვერ დაადგამს ვერასოდეს, მაგრამ შენ კი არაერთ თანამოაზრეს ან თანამოზარეს გადაეყრები იქ.
ბეჭდვის პროცესი კი კლავიატურამდელ ავტორებს გახსენებს, ნახევარი სიცოცხლე მელნით გადღაბნილი ხელნაწერების გადათეთრებას რომ უნდებოდნენ, მათ გამომცემლებს ნაწერის წაკითხვა რომ შეძლებოდათ, ხოლო მათი სახელობის მუზეუმების დამთვალიერებლებს, - ამ ხელნაწერების კრძალვითა და შურით თვალიერება.
არ ვთვლი თავს ეგოისტად. ყველას სურვილი უნდა იყოს, რომ რაღაც სუფთა და მშვენიერი დაუტოვოს მომავალ თაობას, როგორც გზავნილი წარსულიდან. მაგრამ ადამიანურმა ეგომაც შეიცვალა ფორმა და შინაარსი, - უფრო უფორმო და უშინაარსო გახდა.
კატასტროფულად შემცირდა მთელ მსოფლიოში გამომცემლობების, სულიერებაზე ორიენტირებული ტელეგადაცემების რაოდენობა. მათ უბრალოდ მკითხველი და მაყურებელი დაკარგეს. ჰოდა, ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებოდნენ და ამის თავიდან ასაცილებლად ბევრმა მათგანმა ფორმატი შეიცვალა, მომხმარებელს ის შესთავაზა, რაზეც მეტი მოთხოვნა იყო. რომანი რამდენიმეფურცლიანმა მინი-რომანმა შეცვალა, რომელსაც ფაქტების მშრალად გადმოცემის ფუნქცია დაეკისრა, - სიუჟეტი და არაფერი გარდა სიუჟეტისა; ლექსი უფრო სასიამოვნო აღსაქმელი გახდა, მუსიკალური ფონი დაუმატეს და რეპლექსი მიიღეს, რომლებსაც შემსრულებლის რეფლექსური მანჭვა-გრეხა ერთვოდა თან; სამხატვრო აკადემიების ძირითადი ფაკულტეტები სხვადასხვა გრაფიკული და ანიმაციური პროგრამების დაწვრილებით სწავლებით დაკავდნენ; შემეცნებითი გადაცემები, რომლებიც მაყურებელს ამაზონის ჯუნგლებში ან კილიმანჯაროს კალთებზე ამოგზაურებდნენ, კომპიუტერის შემსწავლელმა ვიდეოგაკვეთილებმა შეცვალეს; პოეზიის საღამოები საზოგადოებრივმა დისკუსიებმა გააძევეს დარბაზებიდან და რაც უფრო დაახლოვა და ერთ მუშტად შეკრა პროგრესმა კაცობრიობა, მით უფრო გამოუვალ ჩიხში მოაქცია. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელშიც ადამიანები ჩაიძირნენ, ტოტალური შიში აღმოჩნდა. ინტერნეტმა ინტერნატში გამოკეტა კაცობრიობა, საზღვრები დაუდგინა და ყოველი შემდეგი ნაბიჯის კარნახი დაუწყო. გადაწყვეტილების მიღების პატივი მხოლოდ იმ ერთეულებს ხვდათ წილად, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. ცნება თავისუფლება მრავალჯერადი მოხმარების საგანივით ყოველ ნაბიჯზე ეგდო, მაგრამ მეტისმეტი ხმარებისგან ფუნქცია და შინაარსი უკვე დაკარგული ჰქონდა. მისი გაგება ყველამ თავისებურად დაიწყო და ყველა თავის შინაგან ენაზე სხვადასხვანაირად თარგმნიდა, როგორც წერილს არს.
ხელოვანი ხელოსანმა ჩაანაცვლა, მწერალი - ჟურნალისტმა, მხატვარი - მხაზველმა და ინჟინერმა, მომღერალი - რიტორმა, რეპლექსერმა ან პოლიტიკინამ. ყველა ამ ადამიანს ის აერთიანებდა, რომ თითოეულმა მათგანმა დანარჩენი მსოფლიოს გადარჩენა გადაწყვიტა. ინჟინრები ისე აპროექტებდნენ და ხელოსნები ისე აშენებდნენ შენობებს, რომ ტერორისტებს ისინი ვერ აეფეთქებინათ, ჟურნალისტები იმით იწყებდნენ სტატიას, რომ რომელიღაც თვითმკვლელმა უკვე არარსებული ქალაქი ხელახლა ააფეთქა, პოლიტიკინები შფოთავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მსოფლიოს თავისუფალი მოქალაქეების უფლებების შელახვას, ტერორისტულ აქტებს, ომებსა და ეპიდემიებს.
გამოიკეტა კაცობრიობა საკუთარ ნაჭუჭში. ისხდნენ სახლებში და უკიდურესი საჭიროების გარეშე და სამსახურის გარდა არსად დადიოდნენ. ქუჩები სავსე იყო შეშინებული და ნაბიჯაჩქარებული ადამიანებით, რომლებიც რომელიმე წვეროსანის დანახვისთანავე ცხელ ხაზზე რეკავდნენ და სავარაუდო ტერორისტის ადგილსამყოფელს ხმააკანკალებულნი კარნახობდნენ ცხელი ხაზის ოპერატორს.
ტერორისტები კი არა და არ ჩანდნენ. სამაგიეროდ საზოგადოებრივი აზრის ტერორისტები მრავლდებოდნენ ყოველდღიურად. ერთმანეთსაც აშინებდნენ და დანარჩენ მსოფლიოსაც. თანდათან იმდენად იჭრებოდნენ როლებში, რომ ავიწყდებოდათ თავიანთი აგორებული ჭორის პირველწყარო და როდესაც მათივე გავრცელებული სიცრუე ცოტათი სახეცვლილი უბრუნდებოდათ, თვითონაც უფრო შეშინებულები დადიოდნენ, თანდათან იჯერებდნენ იმას, რაც მათმა შეშინებულმა წარმოსახვამ გამოიგონა.
აქა-იქ შემორჩენილი შემოქმედი ადამიანებიც გამოიკეტნენ თავიანთ ნაჭუჭებში. ისინი უფრო გაურბოდნენ ურთიერთობებს და სხვებზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ბევრ მათგანში თავი იჩინა გულგატეხილობამ და საერთოდ შეეშვნენ ხელოვნებას, უფრო მიწიერი საქმეებით დაკავდნენ და იმაზე დაიწყეს ფიქრი, ოჯახები როგორ და რითი გამოეკვებათ. ზოგმა დიდი ხნის დავიწყებული პროფესია გაიხსენა, ზოგმა ახალი საქმე აითვისა და როგორღაც ალღო აუღო ცხოვრებას. მხოლოდ აქა-იქ შემორჩა ერთი-ორი ჭეშმარიტი ხელოვანი, რომლებიც საერთოდ მიივიწყეს, გიჟებად შერაცხეს, მაგრამ ეს უფრო მეტი სტიმული აღმოჩნდა მათთვის, რომ საყვარელი საქმისთვის არასოდეს ეღალატათ.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მოთხრობებით სავსე ყუთი საპიფარეშოში წავიღე, რადგან ისინი აღარავის სჭირდებოდა. გული საერთოდ არ დამწყვეტია, - მათი ფასი კაპიკი იყო. იმედს ერთადერთ ხელნაწერზე ვამყარებდი, რომელიც ძლივსშემორჩენილ ორიოდე გამომცემელსა და ჩემ რამდენიმე მეგობარს ერთდროულად გადავუგზავნე ელექტრონული ფოსტით და გულისფანცქალით ველოდი მათგან განაჩენს.
ერთობ საინტერესო და განსხვავებული ნაწარმოები იყო. შეიძლება სამაგალითო ვერ გამხდარიყო, მაგრამ საზოგადოების დაფიქრებას კი ნამდვილად შეძლებდა. ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა მასში. მოკლედ ჩემთვის ან აღიარება უნდა მოეტანა, ან სრული განადგურება. ამ ორ ვარიანტს შორის ოქროს შუალედი არ არსებობდა. მე თვითონაც ვერ გამეგო, ძალიან კარგი რომანი დავწერე, თუ სრულიად არაფერი.
მხოლოდ ის მქონდა გაცნობიერებული, რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდე მასში, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინე. არაერთი ღამე დავათენე წერას, არაერთი ფინჯანი ყავა დავლიე და ალბათ რამდენიმე ასეული კოლოფი სიგარეტიც დავაყოლე. დიდ ხანს მოვუნდი რედაქტირებასაც და ამდენი მუშაობის შედეგი რამდენიმე ასეულ გვერდამდე დავიყვანე. შემდეგ კარგად გავაციე, კიდევ ერთხელ დავაგემოვნე და გასასინჯად, როგორც უკვე მოგახსენეთ, რამდენიმე ელექტრონული ფოსტის მისამართზეც გავაგზავნე.
მოკლედ მიწისძვრა რომ მოხდა, საპირფარეშოში ვიჯექი და ჩემი მოთხრობებიდან რომელიღაცას ვკითხულობდი. პანიკურად წამოვვარდი უნიტაზიდან, დაკეტილ კარს შევასკდი თუ ბოლომდე ჩაწეული შარვლის ტოტები გამეხლართა ფეხებში, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ პირქვე გავიშხლართე და რამდენიმე მძიმე საგნის დაცემა ვიგრძენი ზურგზე. მეტი აღარაფერი გამიგია. გონს რომ მოვედი, ნანგრევებში ვიყავი მოქცეული და განძრევა არ შემეძლო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რამდენიმე აბზაცი რომ არა, კრიტიკა- პუბლიცისტიკა მეგონებოდა...:) კარგად ეხება ავტორი ყველა პრობლემას... მეორე თავში კი ნამდვილი პროზა დაიწყო მგონი...:-* ვნახოთ რას იზამს ავტორი... მივსდევ კვალდაკვალ... 5
"ინტერნეტმა ინტერნატში გამოკეტა კაცობრიობა, საზღვრები დაუდგინა და ყოველი შემდეგი ნაბიჯის კარნახი დაუწყო. გადაწყვეტილების მიღების პატივი მხოლოდ იმ ერთეულებს ხვდათ წილად, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს" აქ რაღაცას ვერ მივხვდი, ვინ ქმნის საზოგადოებრივ აზრს?... რამდენიმე აბზაცი რომ არა, კრიტიკა- პუბლიცისტიკა მეგონებოდა...:) კარგად ეხება ავტორი ყველა პრობლემას... მეორე თავში კი ნამდვილი პროზა დაიწყო მგონი...:-* ვნახოთ რას იზამს ავტორი... მივსდევ კვალდაკვალ... 5
"ინტერნეტმა ინტერნატში გამოკეტა კაცობრიობა, საზღვრები დაუდგინა და ყოველი შემდეგი ნაბიჯის კარნახი დაუწყო. გადაწყვეტილების მიღების პატივი მხოლოდ იმ ერთეულებს ხვდათ წილად, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს" აქ რაღაცას ვერ მივხვდი, ვინ ქმნის საზოგადოებრივ აზრს?...
17. ახლა გაგრძელებასაც წავიკითხავ :) ახლა გაგრძელებასაც წავიკითხავ :)
16. როგორ მიხარია, რომ არ დამზარდით და კითხულობთ, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის!
შუა ნაწილთან მიმართებაში ბევრს ვფიქრობ, არაა გამორიცხული, რომ ამოვარდეს პირველი თავიდან და ზოგადი სურათის აღწერა მთლიან ტექსტში გაიშალოს, თანდათან და უფრო დაწვრილებით. ამ ეტაპზე ჯერჯერობით იმის თქმა შემიძლია, რომ ვუბრუნებ სამუშაო სათაურს, რომლითაც წერა დავიწყე და რაღაც დროის განმავლობაში ასეც დარჩება, ვიდრე პერსონაჟი არ დაგვიწყებს შეპირებული რომანის გაცნობას.
ბ-ნო მიშა, როგორც ყოველთვის, ნიუანსებში გრძნობთ ყველაფერს, კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ :) სასწაულად გამიხარდა, რომ თქვენც წაიკითხავთ და შენიშვნებს არ მომაკლებთ!
იდეაში ნამდვილად კარგი რაღაც გამოდის, მაგრამ ჯერ მხოლოდ იდეაში და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა მჭირდება. ჩაფიქრებულის თუნდაც ნახევარი რომ სისრულეში მოვიყვანო, დამერწმუნეთ, რომ კარგი რომანი გამოვა. ვწერ და წერას ვსწავლობ, დეტალებზე ვცდილობ აქცენტების გაკეთებას შემდეგ თავებში, თორემ ,,ზოგადად" წერა ასე თუ ისე უკვე ვისწავლე.
აღდგომა და ხვალეო :)
მუხა, დავით, და მაინც არ გეთანხმებით :) მაგდალენა, ,,ბრჭყალებიან" ,,გზაში" რა იგულისხმება, ფელინის ,,გზა", ჟურნალი ,,გზა" თუ გზა? :)
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ ჩემთან ხართ! 2 დღეში გაგრძელებას დავდებ. როგორ მიხარია, რომ არ დამზარდით და კითხულობთ, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის!
შუა ნაწილთან მიმართებაში ბევრს ვფიქრობ, არაა გამორიცხული, რომ ამოვარდეს პირველი თავიდან და ზოგადი სურათის აღწერა მთლიან ტექსტში გაიშალოს, თანდათან და უფრო დაწვრილებით. ამ ეტაპზე ჯერჯერობით იმის თქმა შემიძლია, რომ ვუბრუნებ სამუშაო სათაურს, რომლითაც წერა დავიწყე და რაღაც დროის განმავლობაში ასეც დარჩება, ვიდრე პერსონაჟი არ დაგვიწყებს შეპირებული რომანის გაცნობას.
ბ-ნო მიშა, როგორც ყოველთვის, ნიუანსებში გრძნობთ ყველაფერს, კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ :) სასწაულად გამიხარდა, რომ თქვენც წაიკითხავთ და შენიშვნებს არ მომაკლებთ!
იდეაში ნამდვილად კარგი რაღაც გამოდის, მაგრამ ჯერ მხოლოდ იდეაში და ძალიან, ძალიან ბევრი შრომა მჭირდება. ჩაფიქრებულის თუნდაც ნახევარი რომ სისრულეში მოვიყვანო, დამერწმუნეთ, რომ კარგი რომანი გამოვა. ვწერ და წერას ვსწავლობ, დეტალებზე ვცდილობ აქცენტების გაკეთებას შემდეგ თავებში, თორემ ,,ზოგადად" წერა ასე თუ ისე უკვე ვისწავლე.
აღდგომა და ხვალეო :)
მუხა, დავით, და მაინც არ გეთანხმებით :) მაგდალენა, ,,ბრჭყალებიან" ,,გზაში" რა იგულისხმება, ფელინის ,,გზა", ჟურნალი ,,გზა" თუ გზა? :)
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ ჩემთან ხართ! 2 დღეში გაგრძელებას დავდებ.
15. ინტერესით ველოდები გაგრძელებას. ინტერესით ველოდები გაგრძელებას.
14. თავიდან 1991 წლის მიწისძვრა მეგონა...
თხრობა საინტერესოა.თუმცა სიახლე ვერ ვიპოვე. პროზასთვის მხტვრულობა დამაკლდა. "გზაში" გადაკეთებული ნაწერის შთაბეჭდილება დამიტოვა. დაველოდები გაგრძელებას. "ტერორისტები კი არა და არ ჩანდნენ"__ ამას რომ ხმამაღლა ამბობთ, ეს მომეწონა და "შეშფოთებული ევროპა". თავიდან 1991 წლის მიწისძვრა მეგონა...
თხრობა საინტერესოა.თუმცა სიახლე ვერ ვიპოვე. პროზასთვის მხტვრულობა დამაკლდა. "გზაში" გადაკეთებული ნაწერის შთაბეჭდილება დამიტოვა. დაველოდები გაგრძელებას. "ტერორისტები კი არა და არ ჩანდნენ"__ ამას რომ ხმამაღლა ამბობთ, ეს მომეწონა და "შეშფოთებული ევროპა".
13. რეპლექსი მაგარი იყო გამეცინა მაინც :D :D რაც შეეხება ჟანრს ეს კრიტიკა -პუბლიციტიკა არის აროს არმენ ვეთანხმები მუხას,თან კარგი პუბლიციტიკა ძალიან რეპლექსი მაგარი იყო გამეცინა მაინც :D :D რაც შეეხება ჟანრს ეს კრიტიკა -პუბლიციტიკა არის აროს არმენ ვეთანხმები მუხას,თან კარგი პუბლიციტიკა ძალიან
12. Jafara77is ar iyos mec dasawyisma shemomityua.. Vfiqrob, saintereso naweria.. Davelodebi shemdeg tavebs :) Jafara77is ar iyos mec dasawyisma shemomityua.. Vfiqrob, saintereso naweria.. Davelodebi shemdeg tavebs :)
11. გაგრძელებაო? ეგ ვერ დავიჭირე რომ გაგრძელებაც მოჰყვებოდა და ცოტა გაკვირვებული ვიყავი ფინალით, რადგან ტექსტში ახალი კადრი შემოვიდა და რისთვის არ ითქვა, განვითარება ან დასასრული ვერ ვნახე იმ ბოლო კადრის და მიკვირდა...
ინტერესით ველოდები გაგრძელებას... წარმატებები.
ისე აქ რომ ბევრი მომენტი ავტობიოგრაფიულია, მაგაზე დავა არ ღირს მგონი გაგრძელებაო? ეგ ვერ დავიჭირე რომ გაგრძელებაც მოჰყვებოდა და ცოტა გაკვირვებული ვიყავი ფინალით, რადგან ტექსტში ახალი კადრი შემოვიდა და რისთვის არ ითქვა, განვითარება ან დასასრული ვერ ვნახე იმ ბოლო კადრის და მიკვირდა...
ინტერესით ველოდები გაგრძელებას... წარმატებები.
ისე აქ რომ ბევრი მომენტი ავტობიოგრაფიულია, მაგაზე დავა არ ღირს მგონი
10. მოგიკთხე წაგიკითხე.
მოგიკთხე წაგიკითხე.
9. 5 . მე დავწერე ის, რაც ამ ნაწილზე ვიფიქრე, ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდება. ბოლოში არ ვიგრძენი, რომ გაგრძელება იქნებოდა, კომპენტენტური პიროვნება არ ვარ შენიშვნები რომ მოგცეთ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე და სხვა არაფერი. გმადლობ ყურადღებისთვის. 5 . მე დავწერე ის, რაც ამ ნაწილზე ვიფიქრე, ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდება. ბოლოში არ ვიგრძენი, რომ გაგრძელება იქნებოდა, კომპენტენტური პიროვნება არ ვარ შენიშვნები რომ მოგცეთ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე და სხვა არაფერი. გმადლობ ყურადღებისთვის.
8. მე არ ვიცი, რა რომანის გამოყვანას აპირებ აქედან, არმენ, მაგრამ როგორც მინი-პროზა "უკონტექსტო ციტატა არსაიდან", ერთობ ფერ-ხორციანად გამოიყურება...
ცოტა მამა-შვილური ტონი კი გამომივა (თუმცა, მეკუთვნის) და ბოდიშსაც ვიხდი, მაგრამ აუცილებლად სათქმელია, რომ თვალსა და მონიტორს შუა იზრდები. ხუთი-ექვსი წელი კი არის უკვე, რაც შენს ნაწერებს ვკითხულობ და მიხარია - დღითი-დღე იხვეწება შენს ნაწერებში მწერლისთვის ყველაზე მთავარი: ტექსტის მიზიდულობის ძალა.
როგორც დამოუკიდებელ ნაწარმოებს ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, - გაურკვეველი ფინალი. თუმცა, შენი კომენტარიდან გასაგები გახდა, რომ ეს ფინალი არ არის და მოთმინება გვმართებს. გამოდის, ამ სახით ნაწარმოები აღარ იარსებებს და აღარც მოცემული სათაური შეუნარჩუნდება.
როგორც მომავალი რომანის პროლოგი, - ვფიქრობ, იმაზე მეტი ითქვა, რასაც ზოგადად პროლოგის სასტარტო შკალა იტანს... ანუ, ლამის ყველაფერი მომიყევი უკვე.
აღდგომა და ხვალაო :) კიდევ სხვა რამის თქმა უადგილო იქნება ამ ეტაპზე. წარმატებებს გისურვებ და ჩემდა თავად აქტიურად ვერთვები რომანის კითხვაშიც და კომენტარებშიც. :)
...და მონატრებული მოკითხვები ჩემგან, რა თქმა უნდა :) მე არ ვიცი, რა რომანის გამოყვანას აპირებ აქედან, არმენ, მაგრამ როგორც მინი-პროზა "უკონტექსტო ციტატა არსაიდან", ერთობ ფერ-ხორციანად გამოიყურება...
ცოტა მამა-შვილური ტონი კი გამომივა (თუმცა, მეკუთვნის) და ბოდიშსაც ვიხდი, მაგრამ აუცილებლად სათქმელია, რომ თვალსა და მონიტორს შუა იზრდები. ხუთი-ექვსი წელი კი არის უკვე, რაც შენს ნაწერებს ვკითხულობ და მიხარია - დღითი-დღე იხვეწება შენს ნაწერებში მწერლისთვის ყველაზე მთავარი: ტექსტის მიზიდულობის ძალა.
როგორც დამოუკიდებელ ნაწარმოებს ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, - გაურკვეველი ფინალი. თუმცა, შენი კომენტარიდან გასაგები გახდა, რომ ეს ფინალი არ არის და მოთმინება გვმართებს. გამოდის, ამ სახით ნაწარმოები აღარ იარსებებს და აღარც მოცემული სათაური შეუნარჩუნდება.
როგორც მომავალი რომანის პროლოგი, - ვფიქრობ, იმაზე მეტი ითქვა, რასაც ზოგადად პროლოგის სასტარტო შკალა იტანს... ანუ, ლამის ყველაფერი მომიყევი უკვე.
აღდგომა და ხვალაო :) კიდევ სხვა რამის თქმა უადგილო იქნება ამ ეტაპზე. წარმატებებს გისურვებ და ჩემდა თავად აქტიურად ვერთვები რომანის კითხვაშიც და კომენტარებშიც. :)
...და მონატრებული მოკითხვები ჩემგან, რა თქმა უნდა :)
7. დასაწყისი და დასასრული კარგია =) შუაში ბევრში გეთანხმები-ბევრში არ და ზოგადადაც ისეთია, ისტორიით რომ იწყება და მერე თავისუფალი თემასავით გრძელდება
პასმოტრიმ =) დასაწყისი და დასასრული კარგია =) შუაში ბევრში გეთანხმები-ბევრში არ და ზოგადადაც ისეთია, ისტორიით რომ იწყება და მერე თავისუფალი თემასავით გრძელდება
პასმოტრიმ =)
6. ველოდები გაგრძელებას. :) ველოდები გაგრძელებას. :)
5. დიდი მადლობა, მუხა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ჟანრი ზუსტად განსაზღვრეთ? :)
შენიშვნას რაც შეეხება, სრულიად გეთანხმებით და გავითვალისწინებ ახლავე.
ხოლო წერის ინსტინქტის დონეზე მოთხოვნილება და ნიჭიერება არა მგონია ერთმანეთს კატეგორიულად გამორიცხავდეს, შეთავსებაც შეიძლება :)
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ წაიკითხეთ! დიდი მადლობა, მუხა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ჟანრი ზუსტად განსაზღვრეთ? :)
შენიშვნას რაც შეეხება, სრულიად გეთანხმებით და გავითვალისწინებ ახლავე.
ხოლო წერის ინსტინქტის დონეზე მოთხოვნილება და ნიჭიერება არა მგონია ერთმანეთს კატეგორიულად გამორიცხავდეს, შეთავსებაც შეიძლება :)
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ წაიკითხეთ!
4. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი, საინტერესო. კრიტიკა-პუბლიცისტური ნაწარმოები, სადაც ნათლად ჩანს ღრმად განათლებული, კარგად მოაზროვნე და მხატვრული გემოვნების მქონე ავტორი!
"ერთი შეხედვით რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შემოქმედი კაცისთვის, მკითხველი ბეჭდური სახით გაეცნობა მის ნაღვაწს თუ ინტერნეტსივრცეში, მაგრამ მაინც სხვა გრძნობა, სხვა მუხტი აქვს". -აქ ალბად გრძნობა- ს მაგივრად, შეგრძნება გინდოდათ დაგეწერათ,
"ზოგ შემთხვევაში მწერლობა ცხოვრების წესია და არა თვითმიზანი, წერ, რადგან არ შეგიძლია, ისევე როგორც ჭამ, გძინავს, წერის სურვილი ინსტიქტის დონეზე გაქვს"
მე კი მგონია,
მწერლის, უმთავრესი და მიუგნებელი რამ, ნ ი ჭ ი სჭირდება!
ეს არის ძალიან, ძალიან კარგი, საინტერესო. კრიტიკა-პუბლიცისტური ნაწარმოები, სადაც ნათლად ჩანს ღრმად განათლებული, კარგად მოაზროვნე და მხატვრული გემოვნების მქონე ავტორი!
"ერთი შეხედვით რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შემოქმედი კაცისთვის, მკითხველი ბეჭდური სახით გაეცნობა მის ნაღვაწს თუ ინტერნეტსივრცეში, მაგრამ მაინც სხვა გრძნობა, სხვა მუხტი აქვს". -აქ ალბად გრძნობა- ს მაგივრად, შეგრძნება გინდოდათ დაგეწერათ,
"ზოგ შემთხვევაში მწერლობა ცხოვრების წესია და არა თვითმიზანი, წერ, რადგან არ შეგიძლია, ისევე როგორც ჭამ, გძინავს, წერის სურვილი ინსტიქტის დონეზე გაქვს"
მე კი მგონია,
მწერლის, უმთავრესი და მიუგნებელი რამ, ნ ი ჭ ი სჭირდება!
3. მოგესალმებით! გმადლობთ, რომ წაიკითხეთ! ეს ტექსტი ჩაფიქრებულია რომანად. ამ ეტაპზე მზადაა პირველი 4 თავი, მაგრამ გაგრძელება აუცილებლად დაიწერება ეტაპობრივად. რაც შეეხება მთლიან ქარგას, როგორც ვატყობ, მცირე განმარტება ნამდვილად ესაჭიროება: ეს არაა ჩემი ,,წუწუნი და უკმაყოფილება" ,,დაუფასებლობის" გამო და მთხრობელის მონოლოგს არაფერი აქვს საერთო ავტორის ამბიციებსა და მოლოდინთან. რომანი, რომელზეც პერსონაჟი საუბრობს, აუცილებლად ,,გამოჩნდება", ანუ იქნება ჩანართები სხვა რომანისა ამ ტექსტში. ხელწერა და სტილი კი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ხოლო თუ რატომ იქნება ერთი რომანი მეორეში, აუცილებლად გამოჩნდება, თუ რა თქმა უნდა მკითხველი ,,გამყვება" და დამეხმარება შენიშვნებითა და აზრის მოურიდებლად დაფიქსირებით. პირველი თავი მხოლოდ ფონი გახლავთ და ზოგადი, ზედაპირული აღწერილობით შემოიფარგლება. ბევრი დეტალი ალბათ გეუცნაურათ და გეცნოთ კიდეც, ფანტასტიკის სფეროში გადაგისროლათ ავტომატურად, მაგრამ მხოლოდ ,,დასაშვები ფანტასტიკის". თუ ასე მოხდა, ნამდვილად არ ცდებით, რეალურისა და ირეალურის გადაკვეთა იქნება ამ ტექსტში, ხოლო რამდენად ივარგებს შესრულება, ეს უკვე მკითხველმა უნდა შეაფასოს და სწორედ ამიტომ ვიწყებ აქ გამოქვეყნებას. წინასწარ დიდი მადლობა სხვა მკითხველებსაც! მოგესალმებით! გმადლობთ, რომ წაიკითხეთ! ეს ტექსტი ჩაფიქრებულია რომანად. ამ ეტაპზე მზადაა პირველი 4 თავი, მაგრამ გაგრძელება აუცილებლად დაიწერება ეტაპობრივად. რაც შეეხება მთლიან ქარგას, როგორც ვატყობ, მცირე განმარტება ნამდვილად ესაჭიროება: ეს არაა ჩემი ,,წუწუნი და უკმაყოფილება" ,,დაუფასებლობის" გამო და მთხრობელის მონოლოგს არაფერი აქვს საერთო ავტორის ამბიციებსა და მოლოდინთან. რომანი, რომელზეც პერსონაჟი საუბრობს, აუცილებლად ,,გამოჩნდება", ანუ იქნება ჩანართები სხვა რომანისა ამ ტექსტში. ხელწერა და სტილი კი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ხოლო თუ რატომ იქნება ერთი რომანი მეორეში, აუცილებლად გამოჩნდება, თუ რა თქმა უნდა მკითხველი ,,გამყვება" და დამეხმარება შენიშვნებითა და აზრის მოურიდებლად დაფიქსირებით. პირველი თავი მხოლოდ ფონი გახლავთ და ზოგადი, ზედაპირული აღწერილობით შემოიფარგლება. ბევრი დეტალი ალბათ გეუცნაურათ და გეცნოთ კიდეც, ფანტასტიკის სფეროში გადაგისროლათ ავტომატურად, მაგრამ მხოლოდ ,,დასაშვები ფანტასტიკის". თუ ასე მოხდა, ნამდვილად არ ცდებით, რეალურისა და ირეალურის გადაკვეთა იქნება ამ ტექსტში, ხოლო რამდენად ივარგებს შესრულება, ეს უკვე მკითხველმა უნდა შეაფასოს და სწორედ ამიტომ ვიწყებ აქ გამოქვეყნებას. წინასწარ დიდი მადლობა სხვა მკითხველებსაც!
2. როცა მიწისძვრა მოხდა, საპირფარეშოში ვიჯექი და ჩემი მოთხრობებიდან რომელიღაცას ვკითხულობდი. მთელი ცხოვრება შევალიე წერას, ჩემი ამდენი ხელნაწერი კი ერთმა მუყაოს ყუთმა დაიტია.
ამ პირველივე აბზაცმა წამაკითხა ეს ამოდენა პროზა. (როგორც წესი მეზარება ხოლმე)
არ ვნანობ. არ ვიცი გითანაგრძნო თუ ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ საკითხზე, პრინციპში ახალსაც ვერაფერს ვიტყვი მაინც...
ერთს გისურვებ და ვისურვებ ზოგადად. ნებისმიერ ადამიანს ადრე თუ გვიან დაფასებოდეს თავისი შრომა.
წარმატებები +5 როცა მიწისძვრა მოხდა, საპირფარეშოში ვიჯექი და ჩემი მოთხრობებიდან რომელიღაცას ვკითხულობდი. მთელი ცხოვრება შევალიე წერას, ჩემი ამდენი ხელნაწერი კი ერთმა მუყაოს ყუთმა დაიტია.
ამ პირველივე აბზაცმა წამაკითხა ეს ამოდენა პროზა. (როგორც წესი მეზარება ხოლმე)
არ ვნანობ. არ ვიცი გითანაგრძნო თუ ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ საკითხზე, პრინციპში ახალსაც ვერაფერს ვიტყვი მაინც...
ერთს გისურვებ და ვისურვებ ზოგადად. ნებისმიერ ადამიანს ადრე თუ გვიან დაფასებოდეს თავისი შრომა.
წარმატებები +5
1. ეს რა გამახსენა ავტორმა :)
რამდენი ხნის წინ უნდა დაემთავრებინა და დაასრულა ნეტა?
სათაური არ მახსენდება ისე. ასე ერქვა ?
ეს რა გამახსენა ავტორმა :)
რამდენი ხნის წინ უნდა დაემთავრებინა და დაასრულა ნეტა?
სათაური არ მახსენდება ისე. ასე ერქვა ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|