ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 აპრილი, 2014


ინტელექტუალური ბოროტება

                                          ინტელექტუალური ბოროტება
  ადამიანი იმდენად პრიმიტიული არსებაა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, რომ ზოგჯერ
ჩემში გაკვირვებასაც კი იწვევს ის გარემოება, თუ რატომ მიაწერენ მას ზოგადსაკაცობრიო   
იდეალების შემოქმედის სტატუსს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს იდეალები მან სხვისთ- 
ვის შექმნა და არა თავისთვის. კულტურისა და რელიგიის სრულქმნილი ძეგლების ,,მარგალ-
იტებივით" მიმოფანტვა ჩვენს ,,ცისფერ პლანეტაზე” ნამდვილად არ იძლევა იმის შესაძლ- 
ებლობას, ვიფიქროთ ადამიანის, როგორც უმაღლესი ინტელექტუალური სიცოცხლის ფორ- 
მის ერთადერთობასა და განუმეორებლობაზე, მის კეთილშობილურ მიზნებსა და ამოცა-
ნებზე.
  ადამიანი ბუნებით პრიმატია და საკუთარ სხეულში ,,ჩაბუდებულ” ღვთიურ 
სულს ჯიუტად ეწინააღმდეგება. სწორედ ეს წინააღმდეგობა წარმოშობს ბოროტებას,
რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერია, ვიდრე სიკეთე.
 
  თუ რატომ არის ბოროტება გარკვეულ შემთხვევებში სიკეთეზე ძლიერი, ეს დილემა კაცობ-
რიობას იმ დღიდან აწუხებს, როცა ჯერ კიდევ დედიშობილად მოტანტალე ადამიანი, მამონ-
ტის კუდუსუნის ტვინგამოწუწნული ძვლით ხელდამშვენებული, მუხის ჩრდილქვეშ
წამოგორებული, ნებისად ნაბავდა ,,ზღვისფერ თვალებს” და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ 
შეექმნა ,,მსუყე ბაზისი" საკუთარი შთამომავლობისთვის ზოგადსაკაცობრიო იდეალების
ცხოვრებაში გასატარებლად.
 
  ამ ,,ტვინისჭყლეტაში” უფრო ხშირად სტომაქის ამოყორვის სურვილი ასულდგმურებდა
ვიდრე აბსტრაქტული იდეალები და იგი ,,ჰომო საპიენსი” სრულყოფდა იმ იარაღს, რომელ- 
საც სიკცდილი უნდა დაეთესა პლანეტა დედამიწაზე, რადგან სხვისი სიკვდილი (მტაცებელი
ცხოველისა და თვისი სახიერისა), რამდენადაც პარადოქსულად  უნდა ჟღერდეს, მისი, რო-
გორც სიცოცხლის უმაღლესი ინტელექტუალური ფორმის გადარჩენის წინაპირობა გახლ- 
დათ (ხორცის რაციონი და ცხოველური ცილები, ენერგიის აღდგენისათვის ესაჭიროე- 
ბოდა, თანამოძმის სიკვდილით კი სასისოცხლო სივრცეს გაიფართოვებდა). ეს, ის 
შემთხვევა იყო, როცა ორი კურდღდღლის დაჭერა თითქოსდა ერთდროულად შეეძლო,       
თუმცა, ორი კურდღლის მადევრის იგავის თაობაზე, ჯერ ინტერესს არ გამოხატავდა, 
რადგან ამ იგავის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. 
 
  ,,ჰომო საპიენსი” რისი მოაზროვნე ,,ჰომო” გახლდათ, ეს შემთხვევა ხელიდან გაეშვა ... არც 
გაუშვია, პრიმიტიული, მაგრამ პირველი ეფექტური იარაღი, ხელკეტი გააკეთა, რომელსაც კაჟის
ბასრი პირები ჩაუმაგრა. ამ მრისხანე იარაღის მთელი ძალით მოქნევამ დამაჯერებლობა შემატა.
ის მიხვდა, რომ თუ ასე გააგრძელებდა ,,გავით მოაზროვნე” დინოზავრებს აჯობებდა, რომელთაც
,,ყეყეჩ თავზე” ორასი მილიონი წელი ედგათ დედამიწის მბრძანებლის გვირგვინი და პლანეტ-
ის ერთპიროვნული ბატონ-პატრონი შეიქმნებოდა. მათსავით არ მოუწევდა ,,ბადიმა ფეხებით”
აყალო მიწის ტკეპნა და ასპარეზიდან უფერულად წასვლა თუ გადაშენება. ის დიდი ხნით,
ძალიან დიდი ხნით დაიდგამდა ,,გაბუძგულ თავზე” დედამიწის მბრძანებლის გვირგვინს,
რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაეპოტინებოდა.

  პერსპექტივა საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა, იმდენად მიმზიდველი, რომ ამისთვის ნამდვილად
ღირდა ტვინისჭყლეტა, ტვინი კი მას ყველა არსებაზე დიდი ჰქონდა, დიდი და ამასთან ,,ხნულე-
ბით" დაღარული. მან შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა, ,,კეტი” ორივე ხელით მარჯვედ ჩაბ-
ღუჯა და ცხოვრების ასპარეზზე თავდაჯერებით გამოვიდა. მისმა გამოჩენამ თავზარი დასცა
პლანეტის ,,ცალტვინა” არსებებს, ისინი ,,ბუჩქებში მიიმალნენ” და გაირინდნენ.
  ,,ჰომო საპიენსს” ინტელექტმა არ უმტყუნა, მან წარმატებით გაიარა გზა ,,ხელკეტიდან” ვიდრე
ატომურ ბომბამდე და ფეხი მთვარეზეც დაადგა. გათვლა სწორი გამოდგა, მაგრამ არასამართლი-
ანი. თუმცა, მაშინ, დედამიწის ,,არსებობის” გარიჟრაჟზე ამგვარ იურიდიულ მცნებას არავინ დაგი-
დევდათ, რადგან ის არავის სჭირდებოდა. სამართალს ძლიერი და ჭკვიანი (მოაზროვნე) განაწესე-
ბდა და იგი მისსავე კეთილდღეობას ემსახურებოდა.
 
  პლანეტა დედამიწაზე ახალი ერა იწყებოდა, ერა ,,ინტელექტუალური ბოროტებისა,” რომელსაც
,,რეფლექსური ბოროტების” ხანგრძლივი ეპოქა უნდა შეეცვალა, რადგან მისი ,,მძიმე ნატერფალი”
სულს ხდიდა დინოზავრთა პლანეტად წოდებულ ცოდვიან მიწას.
  შემოქმედი ,,ინტელექტუალური ბოროტებისა,” უნდა გამხდარიყო, ორ ფეხზე მყარად მდგარი
,,ჰომოს” გვარის, არა ,,ჰაბილისი” ან ,,ერექტუსი,” არამედ ,,საპიენსი”...
  ,,საპიენსი,”რომლისთვისაც მომავალში ,,ცისფერი პლანეტა” პატარა შეიქმნება, ის ჯიუტ მზერას
ზეცას მიაპყრობს. მანამდე კი შიშით შეჰყურებს სინათლის მფრქვეველ ,,ყვითელ ჯუჯას”- მზეს,
რომელიც ცოცხალი არსება ჰგონია და მიზნად დაისახავს, მის დაუფლებას ... დაეუფლება კიდეც. 
მზეს დედამიწაზე ,,ჩამოიტანს” და ,,ათასი მზის ელვარებით” აანთებს. საკუთარ ქმნილებას თერმო-
ბირთვულ ბომბს უწოდებს, რომელსაც მისი პლანეტის განადგურება ძალუძს. ასე გახდება იგი სა-
კუთარი ქმნილების მძევალი და მარადიული ბოროტების ,,ნათლიმამა” დედამიწაზე.
  ... დიახ! დედამიწაზე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები