ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2014


* * *

ის ვერ მოდის ჩემამდე,
ჩამტვრეულა ხიდები,
ღმერთო, ნუთუ მიპოვის,
თუ ტყუილად მპირდები?
იქნებ ბედნიერებას
აერია გზა-კვალი,
ან გზას ურევს ეშმაკი,
ბოროტი და მზაკვარი.
ფიქრობს ცრემლი დამახრჩობს,
აბა ცრემლი? სად არის?
გულიც გაცივებულა,
მარმარილოს სადარი,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები